| ოქმი N45 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N45 24 სექტემბერი 2010წ. 1300 საათი სათათბირო ოთახი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დილარ ხაბულიანი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, ემზარ გელაშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ბადრი ბასიშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო იიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა.
/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ, " რომლის მიზანია ა(ა)იპ–ის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნების საკითხის დარეგულირება. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის გარეშე მხოლოდ სახელოვნებო და და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო დააფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით. იგივე სამინისტრო დაამტკიცებს აღნიშნული დაწესებულების წესდებას, დანიშნავს და გაათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. ამ ცვლილების მოქმედ კანონში შესვლა განაპირობა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციური კანონის მოთხოვნამ, რომლის თანახმადაც კულტურა და სპორტი ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: მიხეილ ცქიტიშვილმა,გიორგი მახათაძემ. კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზეც, რაც ითვალისწინებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნას, რომელიც გვევლინება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, საჭიროა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ამ და სხვა მუხლებში ჩასწორებული იქნას შესაბამისი სამინისტროების დასახელებები. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






