ოქმი #47

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ

საქმეთა კომიტეტის  სხდომის

 

ოქმი #47

                                                                                                                                                                                                                      29  ოქტომბერი 2010 წ.

                                                                                                                                                                                                                                14: 00 საათი

                                                                                                                                                                            საქართველოს პარლამენტის  "საკონფერენციო დარბაზი"

    • სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.
    •  
    • სხდომას ესწრებოდნენ:
    • კომიტეტის წევრები: დილარ ხაბულიანი, მიხეილ ცქიტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, მამუკა გოგატიშვილი.
    •  
    • სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:
    • საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს წევრები;
    • საქართველოს პარლამენტის დეპუტატები;
    • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სულხან სიბაშვილი;
    • სპორტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გალდავა;
    • განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე;
    • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე;
    • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დილიძე;
    • ილიას უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის დეკანი დარეჯან ქობელაშვილი;
    • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე;
    • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
    •  
    •  
    • სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 5 წევრის დასწრებით.
    •  
    • სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
    •  
    • საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს ანტიკრიზისულ საბჭოსთან ერთად განხილვა.
    • სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგის პროექტი
    • კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
    •  
    • დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
    • გიორგი ასანიძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წარმატებული განათლების რეფორმის ფარგლებში, სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა",
    • რომელიც ნაწილია ერთიანი რეფორმისა, ის ითვალისწინებს მოსწავლეთა სპორტში მასობრივად ჩაბმას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
    • თავმჯდომარის ინფორმაციით ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობას იღებს ექსპერტთა ჯგუფი, სადაც მნიშვნელოვნად წარმოდგენილნი არიან განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროს და სპორტის სამყაროს წარმომადგენლები ყველა დონეზე, აგრეთვე ჯანდაცვის ექსპერტები და ამ სამი უწყების _ განათლება, სპორტი, ჯანდაცვა ერთად მუშაობა, შედეგისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ხოლო ყოველივე ამის წინაპირობა იყო პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელმაც დასაბამი მისცა ამ პრობლემის წინ წამიწევას, რომელიც გამყარებულ იქნა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და სწორედ ბატონ დავით ბაქრაძის პატრონაჟით ხორციელდება ეს პროექტი.
    • გიორგი ასანიძემ გააკეთა მცირე განმარტება, რომ პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარებულია სამი კონფერენცია, რომელთაგან პირველი ეძღვნებოდა: "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის არსებული მდგომარეობის ანალიზს. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების განხილვას". მეორე კონფერენციაზე, ლონდონიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა: "ბავშვთა სპორტისა და ფიზიკური განათლების ევროპული მოდელი.” ხოლო მესამე კონფერენცია მიეძღვნა: "ქართული მოდელის (ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების) განხილვას”, ხოლო მიმდინარე სხდომა არის მცდელობა, რომ წარმოდგენილ იქნას სრული დოკუმენტის მუშა ვარიანტი, რომელიც პირველად გამოდის სამსჯელოდ.
    • სხდომის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე განხილვას ცალკეულ სამინისტროებში და უწყებებში მოჰყვება დაინტერესებული მსჯელობები და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეიობა, რათა გაურკვეველი და სადაო საკითხი არ დარჩეს.
    • გიორგი ასანიძემ, მოხსენებისთვის სიტყვა გადასცა პროექტის ხელმძღვანელს ვაჟა შუბლაძეს:
    •  
    •  
    • მოისმინეს ვაჟა შუბლაძის მოხსენება, რომელმაც განაცხადა , რომ ამ ეტაპზე უკვე მზადაა საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მუშა ვარიანტი, რომელიც შედგენა სამი თავის, სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციებისაგან.
    • მომხსენებელმა გააკეთა  დოკუმენტის პრეზენტაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმასა და რეკომენდაციებზე, რომელშიც გაწერილია სამი ვადა, ესენია:
    • A- საკითხის გადაწყვეტა პირველივე წელს; B - საკითხის გადაწყვეტა 2-3 წელიწადში;  ჩ - გრძელვადიანი ამოცანა.
    • აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს რეკომენდაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
    • 1.  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (კურიკულუმი);
    • 2. ბავშვთა და მოზარდთა სპორტის ეროვნული საშეჯიბრო სისტემა;
    • 3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით უზრუნველყოფა, სპორტული ნაგებობების ბავშვებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა;
    • 4. ბავშვთა სპორტის ფიზიკური აღზრდის სპეციალისტებითა და მწვრთნელთა კადრებით უზრუნველყოფა, მათი გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
    • 5. ჯანდაცვა;
    • 6. ორგანიზაციულ სტრუქტურული ცვლილებები (განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების სისტემაში);
    • 7. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში პრაქტიკული რეალიზაციისთვის.
    • მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თითოეული რეკომენდაციის შინაარსი და დასძინა, რომ საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სპორტში მასობრივად ჩაბმის ახალი "ქართული მოდელის” სტრუქტურული გამოსახულება, სადაც მოცემულია განათლების სამინისტროს სრული სისტემა, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, გრაფიკულად წარმოდგენილია სამოქმედო  გეგმის ბოლოს.
    • ვაჟა შუბლაძის ინფორმაციით, მთლიანობაში დოკუმენტს მიეცა საკმაოდ მაღალი შეფასება ლონდონის ორგანიზაცია "Yოუტჰ შპორტ თრუსტ”-ის უცხოელი ექსპერტების მხრიდან და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აღნიშნული წერილობითი გამოხმაურების შინაარსი.
    •  
    •  
    • დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს:
    •  
    • ირინე ქურდაძემ აღნიშნა, რომ პროექტი არის ძალიან საინტერესო და მის მომზადებაში მათი სამინისტროც აქტიურადაა ჩაბმული. თუმცა არის საკითხები, რომელიც სამსჯელოა და შეჯერებას საჭიროებს ამა თუ იმ უწყებასთან.
    • ზოგადად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა და სწორედ ამიტომ შემუშავდა მათ მიერ პილოტური პროექტი, რომელშიც ფიზკულტურის გაკვეთილები ჩაანაცვლა სპორტის გაკვეთილებმა. აგრეთვე მათ მიერ იქნა შემუშავებული ახალი სასწავლო გეგმა. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
    •  
    • გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ის ის რაც დაწყებულია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა ერთობლივად უნდა შემუშავდეს ახალი სისტემა, რაც საჭიროებს არა ერთ შეხვედრას, მსჯელობას, რათა მოხდეს საერთო ხედვის შემუშავება.
    •  
    • მიხეილ დოლიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი საკითხები არის მნიშვნელოვანი და საჭიროა მათი ერთობლივი, დეტალური განხილვა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სხვა უწყებებთანაც.
    •  
    • გია თორთლაძემ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული  დოკუმენტი, საჭიროა მისი საფუძვლიანად შესწავლა და საფუძვლიანი კორექტირების შემდეგ შესაძლებელია დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
    •  
    •  
    • გიორგი ასანიძემ შეაჯამა სხდომის შედეგები, დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის და განაცხადა, რომ ამ პროექტის საბოლოო პრეზენტაცია იგეგმება 4 ნოემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტის” საკონფერენციო დარბაზში.
    •  
    •  
    •  
    •  
    • კომიტეტის თავმჯდომარე                       გიორგი ასანიძე
    •  
    •  
    •  
    • კომიტეტის აპარატის უფროსი                 გიორგი მახათაძე
 
modules