| ოქმი N48 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N48 11 ნოემბერი 2010წ. 11:00 საათი ი.ჭავჭავაძის სახ. დარბაზი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი, ემზარ გელაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ’’საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011–2014 წლებისთვის’’ დოკუმენტის განხილვა /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ.პეტრიაშვილი/ 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლი ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის " საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" განხილვა.
/მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ.პეტრიაშვილი/ 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" განხილვა.
/მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ.პეტრიაშვილი/
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", ”ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011–2014 წლებისთვის" და საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა გააცნო. მან ბიუჯეტის ძირითად მონაცემებზე, ზოგადი პარამეტრების და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტით სულ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 5,946,647,8 მლნ ლარით. კანონპროექტის მიხედვით გაიზარდა რიგი სამინისტროების ბიუჯეტი, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და განისაზღვრა 34,500,0 ათასი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 5,263,6 ათასი ლარით მეტია. სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამა განისაზღვრა 11,000,0 ათასი ლარით ხოლო ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიებისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობა დარჩა უცვლელი და შეადგინა 396.0 ათასი ლარი. სპორტის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დასაფინანსებელი ბიუჯეტი გაიზარდა 1,830,2 ათასი ლარით და შეადგინა 24,900,0 ათასი ლარი. სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფოს ხელშეწყობის ღონისძიებები დაფინანსდება 4,280,0 ათასი ლარით ხოლო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა 800,0 ათასი ლარით. აგრეთვე სხდომაზე მოხდა შეთანხმება, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ასახული იქნება მოსწავლეთა სპორტული აქტივობების და შეჯიბრებების ორგანიზებისათვის საჭირო თანხები. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომლის მიზანია მიმდინარე წელს "საქართველოს მთვრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, მიმდინარე წელს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროებს შეეცვალათ სახელი და ასევე აღნიშნული ცვლილების საფუძველზე შეიქმნა ახალი სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს 25–ე და 44–ე მუხლებში, ხოლო 112–ე მუხლის ახალი რედაქციით დგინდება ახალი ზღვარი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობის ნომინალური შიდა პროდუქტთან მიმართებაში, კერძოდ 2011 წლისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 30%–ს, ხოლო 2012 წელს–28%–ს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტექნიკურ ცვლილებებს ასევე იმას, რომ 2011 წელს მსგავსად წინა წლებისა გაგრძელდება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რაც დაკავშირებული იკნება სახელმწიფოს მხრიდან დიდ ინვესტირებასთან. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: პაპუნა პეტრიაშვილმა კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე'' აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ შეხებია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 87.7 მლნ ლარით, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 5 387.0 მლნ ლარს. მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იზრდება 11.9 მლნ ლარით, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 12.3 მლნ ლარით რაც დამატებით მიმართული იქნება ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ პოზიტიურად შეაფასა წარმოდგენილი კანონპროექტები და აღნიშა, რომ გაიზარდა სპორტული აქტივობები, მოსაპოვებელია ოლიმპიური ლიცენზიები, რაც მომავალში საჭიროებს ბიუჯეტიდან მხარდაჭერას. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






