23 დეკემბერი 2010 წ.
15: 00 საათი
-
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.
-
-
სხდომას ესწრებოდნენ:
-
კომიტეტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, ბადრი ბასიშვილი, ემზარ გელაშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი.
-
-
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:
-
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
-
-
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
-
-
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
-
-
2010 წლის საშემოდგომო სესიის შემაჯამებელი სხდომა
-
-
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგის პროექტი
-
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
-
-
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
-
გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა არის საორგანიზაციო ხასიათის, რომელზეც კიდევ ერთხელ შეჯამდება კომიტეტის მიერ საშემოდგომო სესიის დროს გაწეული საქმიანობა.
-
თავმჯდომარის ინფორმაციით წელს გადაწყდა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოყო რამოდენიმე მათგანი: საქართველოს გაწევრიანება (EPAS) -ში, ევროპის საბჭოს ამ დოკუმენტთან საქართველოს მიერთება და სავალდებულოდ აღიარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სპორტის განვითარებისთვის.
-
აგრეთვე კომიტეტმა დაასრულა მუშაობა "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ერთიან ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმა"-ზე. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში შეიქმნა ახალი, ევროპული სტანდარტების ეროვნული სასწავლო გეგმა (კურიკულუმი), აგრეთვე მომზადდა "საქართველოს I სასკოლო სპორტული თამაშების პროექტი",რომლის დებულებაც ოთხ ეტაპად არის განსაზღვრული და გულისხმობს: შიდასასკოლო (მარტის ბოლო დეკადა), სკოლებს შორის რაიონულ და საქალაქო (აპრილის ბოლო დეკადა), სამხარეო (მაისის ბოლო დეკადა) და სრულიად საქართველოს სასკოლო სპორტული თამაშების ფინალური ეტაპის ჩატარებას (ივნისის ბოლო დეკადა). ეს იქნება კომპლექსური სპორტული ღონისძიება, რომელიც არის ნაწილი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისა და მასში ყველა ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს სკოლის ასაკის 150000-მდე მოსწავლე-სპორტსმენი.
-
აგრეთვე დასრულდა მუშაობა "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტზე, რომელსაც 2011 წლის იანვარში კომიტეტი წარმოადგენს ინიციატივის წესით.
-
საყურადღებოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მუშაობს "საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე", სადაც აქტიურად ჩართულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიც და როდესაც დოკუმენტი შეჯერდება სხვადასხვა უწყებებთან, მოხდება მისი განსახილველად გატანა კომიტეტის სხდომაზე.
-
გიორგი ასანიძემ უმნიშვნელოვანესი უწოდა და დადებითად შეაფასა 2015 წელს თბილისში ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება ოლიმპიური კომიტეტის ანგარიშის მოსმენა ფესტივალის ორგანიზებასა და მოსამზადებელ სამუშაოებზე.
-
-
-
სხდომაზე აგრეთვე შეაჯამეს გასული 2010 წლის სპორტული შედეგები სახეობების მიხედვით, იმსჯელეს მომავალ სალიცენზიო წელზე და 2012 წლის ოლიმპიადისთვის სასარგებლო მიღწევებზე.
-
-
-
გიორგი ასანიძემ შეაჯამა სხდომის შედეგები, დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის და მიულოცა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი.
-
-
-
-
-
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
-
-
-
-
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე