| ოქმი # 129 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
7. სხვადასხვა საკითხები. სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვისათვის, სიტყყა გადასცა კანონპროექტის ერთ-ერთ თანავტორსა და მომხსენებლს, საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გოდაბრელიძეს. გიორგი გოდაბრელიძე – მან სხდომაზე პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”. როგორც მომხსენებელმა განმარტა კანონპროექტის მიღების მიზეზი განაპირობა "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლსა და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლში არსებული ვალდებულების – ზედმეტად დარიცხული პენსიის/კომპენსაციის უკან დაბრუნების პრინციპის ლეგალიზაციამ (2012 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში). კანონპროექტის მიღების მიზანია 2012 წლის პირველ ივნისამდე პენსიონერისთვის/კომპენსაციის მიმღები პირისათვის ზედმეტად დარიცხული სახლემწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის დაქვითვის ვალდებულების გაუქმება –უკანონოდ მიღებული პენსიის/კომპენსაციის ლეგალიზაცია. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/631;04.06.2012.) I მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოთარ თოიძე - მეორე საკითხი, რომელიც ასევე ეხებოდა პენსიებს, კერძოდ "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს, III მოსმენით განსახილველად წარმოადგინა ასევე გიორგი გოდაბრელიძემ. კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/616;11.05.2012.) III მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შემდეგი საკითხი, რომელიც ასევე პენსიებს ეხებოდა, კერძოდ მისი საარსებო მინიმუმამდე გაზრდას, სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯონდო ბაღათურიამ. საქართველოს კანონის პროექტი: "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კომიტეტმა განხილა I მოსმენით. როგორც კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა აღნიშნა, პროექტი ორ საფეხურიანია. რამდენადაც პროექტი პარლამენტში დარეგისტრირებულია 2010 წელს, ხოლო მისი განხილვა გადაიდო 2012 წლამდე, ხარჯები რომლითაც პროექტი იყო პირვანდელი სახით წარმოდგენილი არ შეესაბამება სინამდვილეს და მას შემდეგ რაც 2010 წლიდან პენსიის რაოდენობამ მოიმიატა, ხარჯები გაცილებით ნაკლები იქნება. გარდა ამისა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია პენსიის ზრდა სექტემბრის თვეშიც, ეს კიდევ უფრო შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯვას. მისი განცხადებით პენსიის მინიმალური ოდენობა საარსებო მინიმუმზე დაბალი არ უნდა იყოს. ოპონირება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით გაუწია გიორგი გოდაბრელიძემ. მან განმარტა, რომ უკვე ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებებით ცალ-ცალკე განისაზღვრა საპენსიო და სოციალური პაკეტები. პენსიონერები არიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორია, არიან სოციალური დახმარების მიმღებელნი ანუ სხვადასხვა ბენეფიციარები. მან ასევე მიუთითა კანონპროექტის ხარვეზზე, კერძოდ ვინაიდან შემცირდა უკვე ამ მიზეზით პენსიონრთა რაოდენობა, ხოლო პენსიამ მოიმატა და სექტემბრის თვეში კვლავ დაგეგმილია მისი ზრდა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ახლიდან არის დასათვლელი. მისთვის ასევე გაუგებარია და ახსნა მოსთხოვა კანონპროექტის ავტორს, სახელმწიფომ კონეტულად რომელ ვალდებულებაზე უნდა თვქას უარი? ოთარ თოიძე – მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსია შინაარსობრივად უკვე აღარ არის ის რაც დევს პროექტში. სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგია სწორედ პენსიონერთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებაა და ამ მიზნით 1 სექტემბრიდან პენსიის ოდენობა კიდევ გაიზრდება იმდენით, რისი საშუალებასაც სახლემწიფო ბიუჯეტი იძლევა. მისი აზრით პროექტის სახელიც შესაცვლელია, ვინაიდან უკვე გარკვეული ბენეფიციარები გადასულია სხვა კანონში. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იდეა კარგია, პენსიების ზრდა ისედაც პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც იდგმება, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ამ ეტაპზე და ასეთი დიზაინით მიუღებელია. რაც მთავარია ასევე კანონპროექტი არ არის გამყარებული ფინანსური კუთხით. კანონპროექტი უნდა გადამუშავდეს და ახალი ინიციატივის სახით უნდა იქნეს ინიცირებული. პროცედურულად იგი შესათანხმებელია მთავრობასთან. ასევე აღნიშნა, რომ საქსტატის მონაცემით პენსია შინაარსობრივად უახლოვდება საარსებო მინიმუმს. ჯონდო ბაღათურია- თუ კანონპროექტი გავა ასეთი სახით, მაშინ პენსია მოემატება 631 000 პენსიონერს, რომელიც ფულად შემოსავალს მიიღებს ასაკის გამო, თუმცა უსამართლობად მიაჩნია ინვალიდების დატოვება 55 ლარზე. მან წამოაყენა წინადადება დაემატოს სიტყვა "შემწეობა” მეორე მოსმენისას და პრობლემა ამ მხრივ მოიხსნება. მისი აზრით სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები უნდა იყოს მიზანშეწონილად დახარჯული და გაწერილი ოპტიმალურად, მოთხოვნილებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე. სიტყვით გამოვიდნენ ასევე რამოდენიმე პენსიონერი ქალბატონი და მათ ისაუბრეს მათ გაუსაძლის ყოფაზე და ღირსებაზე, ხოლო ჯონდო ბაღათურიამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. ოთარ თოიძე – მისი აზრით, რა თქმა უნდა სასურველია პენსიის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მისი გაზრდა ამაზე მეტად უკვე შეუძლებლია. გასათვალისწინებელია ასევე სექტემბრიდან პენსიონერებისათვის და სხვა გარკვეული ბენეფიციარებისთვის სამედიცინო დაზღვევის დანერგვა. თუმცა დაგეგმილია მომავალში პენსიის გაზრდა, სხვა სერვისებთან ერთად. გადაწყვიტეს ერთხმად: კომიტეტს კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი ფორმით მიაჩნია მიზანშეუწონლად, ვინაიდან იგი არ შეესაბამება დღეისათვის არსებულ ვითარებას. კერძოდ "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი ძირეულად შეიცვალა და მასში დარჩა მხოლოდ ერთი კატეგორიის ბენეფიციარი – ასაკით პენსიონერი. სხვა კატეგორიის ბენეფიციარების ფულადი ანაზღაურებისა და სხვა სოციალური დახმარებების საკითხი განისაზღვრა საქართველოს კანონით "სოციალური დახმარების შესახებ”. ამასთანავე ცხადი გახდა, რომ ფინანსური დასაბუთება შორს არის დღევანდელი რეალობიდან. შემდეგ საკითხად სხდომამ II მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/620; 18.05.2012.). მუხლობრივი განხილვისას კანონპროექტის მიმართ გამოითქვა გარკევული შენიშვნები, რომელის გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვას პლენარულ სხდომაზე. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლანარულ სხდომაზე შემდეგი შენიშვნების გათვალისწინებით: I. ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით: 1. კანონპროექტის მე-2 პუნქტის ”ტ” ქვეპუნქტი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამავე პუნქტის ”ს” ქვეპუნქტთან და სიტყვები: ”დაბადების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი” შეიცვალა სიტყვებით: ”დაბადების აქტის ჩანაწერი”. ვინაიდან საკითხი შეეხება პირის ვინაობის დადგენას, მიზანშეწონილია ორივე შემთხვევაში (შეეხება ეს მშობლის ვინაობის დადგენას, თუ ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენას), მიეთითოს ერთი სახის დოკუმენტები.; 2. გათვალისწინებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენიშვნა, კანონპროექტის მე-7 პუნქტით წარმოდგენილ კანონის მე-14 მუხლის 1 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: ვინაიდან პარლამენტის მიერ III მოსმენით უკვე მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის რეორგანიზებასა და მისთვის ახალი სახელის დარქმევას, ზემოაღნიშნული პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები ”სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს” და ჩაიწერა ”სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”; 3. კანონპროექტიდან ამოვიდა მე-9 პუნქტით განსაზღვრული ცვლილება, რომელიც შეეხებოდა მოქმედი კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტს. ანუ ცვლილება გულისხმობდა მშვილებლის მიერ სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულების გაუქმებას. კომიტეტმა გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენიშვნა, რომ ამ ცნობას ვერ ჩაანაცვლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყოველთვის არ ასახავს პირის ნარკოლოგიური შემოწმების სურათს. 4. მე-9 პუნქტის ამოღების გამო გადაინომრა კანონპროექტი. I. საქართველოს კანონში ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით: კომიტეტმა გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემდეგი შენიშვნები: 1. კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით წარმოდგენილ 12051 მუხლს ემატება მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, ”მშობლის უფლება შეჩერებულად ითვლება ოჯახური ძალადობის შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი და დამცავი ორდერი, მისი მოქმედების ვადით”. შენიშვნის თანახმად, საქართველოს კანონის ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ოჯახში ძალადობისას, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის საკითხს, მონახულების შემთხვევებსა და ა.შ. განსაზღვრავს სასამართლო. კომიტეტის მიერ ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნა. 2. კანონის 1245 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რაც განპირობებულ იქნა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით (ითვალისწინებდა შვილად აყვანის შესახებ მოქმედი კანონის მე-5 მუხლის ”ბ” პუნქტის ახალ რედაქციას) შემოთავაზებული ცვლილების სამოქალაქო კოდექსთან შესაბამისობით. 3. სამოქალაქო კოდექსის 1254 მუხლის ”ე” ქვეპუნქტი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით შემოთავაზებულ ცვლილებასთან. კერძოდ, განისაზღვრა, რომ შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, ”რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით”. 4. სამოქალაქო კოდექსის 1255 შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-16 მუხლის 11 პუნქტით შემოთავაზებულ ცვლილებასთან და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. 5. შესაბამისად გადაინომრა კანონპროექტის პუნქტები. სხდომამ მუშაობა დაასრულა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/639; 08.06.2012.) ინიცირებით. როგორც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განაპირობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მოქმედ კანონმდებლობაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობამ. რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე დანერგილია ქვეყანაში, ხოლო სამრთლებრივი გარემო ნაკლებად ჰარმონიზებულია ამ პროცესებთან. საქართველოში ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში რთული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვამ წინ გაუსწრო ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების სამართლებრივ მოწესრიგებას. კანონპროექტში დეტალურად არის განხილული ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. გადაწყვიტეს (ერთხმად): მიზანშეწონილად ჩაითვალოს არსებული წესით, კომიტეტის სახელით წარმოდგენილ კანონპროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” საკნონმდებლო ინიციატივის განხორციელება. |






