| ოქმი #128 |
|
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის სხდომის ოქმი #128
24 მაისი 2012წ.
სხდომის თავმჯდომარე:
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა ოთარ თოიძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ესწრებოდნენ:
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები : გ. ენუქიძე,
გ. გოდაბრელიძე,
ზ. გამცემლიძე,
ჯ. ბაღათურია,
ა. ლეკაშვილი,
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები: "საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. II მოსმენა.
მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი_მთავრობის საპარლამენტო მდივანი
2. საქართველოს პარლამენტის წევრების ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი; "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. II მოსმენა.
მომხსენებელი: ოთარ თოიძე- კომიტეტის თავმჯდომარე
3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”. I მოსმენა.
მომხსენებელი: ოთარ თოიძე_კომიტეტის თავმჯდომარე
კომიტეტს თავმჯდომარეობდა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები: "საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე II მოსმენით კომიტეტს წარუდგინა ხათუნა კაპანაძემ- საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა. კანონპროექტების მომზადების მიზეზია შრომით ურთიერთობებში გაფიცვასთან
დაკავშირებული დებულებების საერთშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ გაფიცვის ხანგრძლიობაზე 90-დრიანი ლიმიტის მოხსნა და პროფესიული კავშირების შექმნისათვის საჭირო მოთხოვნების გამარტივება.
დეპუტატებს კანონპროექტების მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამთ და მიზანშეწონილად ცნეს წარმოდგენილი პროექტების II მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი ორი საკითხი კომიტეტს წარუდგინა ბატონმა ოთარ თოიძემ.
კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამს.
კომიტეტმა (ერთხმად) მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის II მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოთარ თოიძე: დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-3 საკითხია საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ.”
წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება ტერმინი "ნაპოვნი ბავშვი", ვინაიდან ყველა შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარება და მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე დადგინდეს მისი ვინაობა. ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენის შემდეგ კი არამართებულია კანონი მას ისევ იხსენიებდეს, როგორც ნაპოვნ პირს. პროექტის მიხედვით კანონში შემოდის ტერმინები: "მშობლის ვინაობის დადგენა" და "ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა", რაც გულისხმობს მოცემულ პირებზე იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის დოკუმენტურად მოპოვებას. წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება კანონის მე-5 მუხლის "ბ" პუნქტი, რომლის თანახმად მშვილებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, რადგან პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მშობლის უფლება პირებს ეზღუდებათ მათივე ინიციატივით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილება განპიროებულია, იმით, რომ კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან გაშვილებაზე თანხმობის განცხადების პროცედურა რეგულირებულია მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებით. კანონის მე-7 მუხლში "ზ" პუნქტის დამატება განაპირობა დედობილ/მამობილის შერჩევისას ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მინიმალურ სავალდებულო დონეზე ყოფნის აუცილებლობამ, რომელიც განისაზღვრება "მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით, შესაბამისი სარეიტინგო ქულით, ხოლო "თ" პუნქტის შეტანა ამ პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დედობილ/მამობილად დაუშვებლობამ, ბავშვისათვის
გარკვეული რისკების თავიდან აცილების მიზეზით. პროექტით წარმოდგენილი კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია აკონკრეტებს მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა კატეგორიებს, რომელიც სრულად მოიცავს ყველა შესაძლო ვარიანტის არსებობას (ობოლო ბავშვი, ბავშვი, რომლის მშობელს შეჩერებული აქვს მშობლის უფლებები და ბავშვი, რომლის მშობელი აღიარებულია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ
დაკარგულად). კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ახალი რედაქციით აყალიბებს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტიდან "ე" ქვეპუნქტის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აისახოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში და მშვილებელს ვუხსნით დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას. პროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებით განისაზღვრა შვილება, შვი ლად ასაყ ვა ნის თან ხმო ბის გა რე შეც, თუ შვი ლად აყ ვა ნის შესა ხებ გან ცხა დე ბის წარ დგე ნამ დე ბავ შვი მშვი ლებ ლის ოჯახ ში ცხოვ რობ და და მშვი ლე ბელს თა ვის მშობ ლად თვლი და, რაც გამომდინარეობს ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან. კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა გამოწვეულია არსებული ხარვეზის გამოსწორებით. კანონის 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ცვლილებების შეტანის საფუძველს წარმოადგენს კონფიდენციალურობის მოტივით სამოქალაქო აქტებში ბავშვის შესახებ არსებული შემდეგი მონაცემების შეცვლა: პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, პირადი ნომერი.
ანალოგიური ხასიათის ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რამდენადაც შვილად აყვანის გარკვეული საკითხები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაც.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შემდეგი შენიშვნები ასახული იქნა კანონპროექტში და კომიტეტმკა მიიღო გადაწყვეტილება:
აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი სათანადოდ მომზადებულად მიაჩნია და მხარს უჭერს მათ I მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარ თოიძე
სხდომის მდივანი : ინგა ბიწაძე.
|






