ოქმი #127

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #127

 18 მაისი  2012წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                                 ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                    

კომიტეტის წევრები                                       

                                                                             მ. ანიკაშვილი

                                                                             გ. გოდაბრელიძე

                                                                              გ. ენუქიძე

                                                                             ჯ. ბაღათურია

                                                                             ზ. გამცემლიძე

                                                                              მ. სანებლიძე

სხდომის დღის წესრიგი:

 

2012 წლის 18 მაისი 17სთ.

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების (#1/100; 11.05.2012): "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"  და "ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" (#07-2/465; 11.05.2012)  განხილვა.

მომხსენებელი: გია ხუროშვილი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

 

2.   საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტიების (№1539/4-13; 31.01.08) "ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (#07-3/535; 01.02.08) მესამე მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: გიორგი წერეთელი

საქართველოს პარლამენტის წევრი

 

3.  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა.

მომხსენებელი: ოთარ თოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და

 სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან  სიტყვა გადასცა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (#1/100; 11.05.2012): "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"  და "ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" (#07-2/465; 11.05.2012). 

გ. ხუროშვილი: კანონპროექტების მიღების მიზეზია: საქართველოში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის შექმნა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება და ასევე,  საქართველოში ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნა.  

კანონპროექტის მიზანია: ინდივიდუალური დაგროვების სისტემისთვის ხელშეწყობის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან, გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

კანონპროექტების ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:

"საქართველოს საგადასახადო კოდექსით" გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის, დივიდენდის და პროცენტის შემცირების შედეგად მიღებული თანხით ფიზიკური პირების მიერ ნებაყოფლობით ინდივიდუალურ დაგროვების განხორციელება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან თავისუფლდება აღნიშნული დანაზოგი.

ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივად წესრიგდება დაგროვების განხორციელების მექანიზმები. კერძოდ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას აქტივების მმართვეელი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შენატანის მართვას. ამასთან აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს ფიზიკური პირის მიერ არჩეული სქემის პირობების შესაბამისად.

კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტებს.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი წერეთელს, რომელმაც კომიტეტს მესამე მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტიები (#1539/4-13; 31.01.08)  "ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (#07-3/535; 01.02.08).

სხდომაზე გამოთქმული ენიშვნები:

I.                   "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:       

  კანონპროექტი  ტექნიკურად და რედაქციულად დასახვეწია, შესაბამისობაშია მოსაყვანი  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სიები, ასევე შესაბამისობაშია მოსაყვანი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესები მოქმედ კანონმდებლობასთან.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე‘‘ კანონპროექტთან დაკავშირებით:

1.     კოდექსის 208–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 208 რაიონული (საქალაქოo) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები:

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4412, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104–ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1591, 1594 – 15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734, 1736, 1737, 1739, 17312, 1741, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–1793, 180–ე – 183–ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.”

2.      კოდექსის 209–ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი მრედაქციით:

" 1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 172, 1761, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასახულია გამოთქმული შენიშვნების ამსახველ ფურცელში, კომიტეტი დაეთანხმა აღნიშნულ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად თვლის მათი მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

     სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’.

       კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის, კერძოდ, კი ბავშვზე ზრუნვის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების -   სოციალური სფეროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების - მეტი პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების რეალიზაცია, როგორც შვილად აყვანის ისე მინდობით აღზრდის სერვისების გამოყენების გზით. ასევე, შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების სრულყოფა.

         წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება ტერმინი "ნაპოვნი ბავშვი", ვინაიდან ყველა შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარება და მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე დადგინდეს მისი ვინაობა. ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენის შემდეგ კი არამართებულია კანონი მას ისევ იხსენიებდეს, როგორც ნაპოვნ პირს.          პროექტის მიხედვით კანონში შემოდის ტერმინები: "მშობლის ვინაობის დადგენა" და "ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა", რაც გულისხმობს მოცემულ პირებზე იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის დოკუმენტურად მოპოვებას.              წარმოდგენილიპროექტით ზუსტდება კანონის მე-5 მუხლის "ბ" პუნქტი, რომლის თანახმად მშვილებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, რადგან პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მშობლის უფლება პირებს ეზღუდებათ მათივე ინიციატივით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.                  კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილება განპიროებულია, იმით, რომ კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან გაშვილებაზე თანხმობის განცხადების პროცედურა რეგულირებულია მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებით.              კანონის მე-7 მუხლში "ზ" პუნქტის დამატება განაპირობა დედობილ/მამობილის შერჩევისას ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მინიმალურ სავალდებულო დონეზე ყოფნის აუცილებლობამ, რომელიც განისაზღვრება "მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით, შესაბამისი სარეიტინგო ქულით, ხოლო "თ" პუნქტის შეტანა ამ პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დედობილ/მამობილად დაუშვებლობამ, ბავშვისათვის გარკვეული რისკების თავიდან აცილების მიზეზით.               პროექტით წარმოდგენილი კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია  აკონკრეტებს მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა კატეგორიებს, რომელიც სრულად მოიცავს ყველა შესაძლო ვარიანტის არსებობას (ობოლო ბავშვი, ბავშვი, რომლის მშობელს შეჩერებული აქვს მშობლის უფლებები და ბავშვი, რომლის მშობელი აღიარებულია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად).             კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ახალი რედაქციით აყალიბებს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.                      კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტიდან "ე" ქვეპუნქტის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აისახოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში  და მშვილებელს ვუხსნით დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას.              პროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებით განისაზღვრა შვილება, შვი ლად ასაყ ვა ნის თან ხმო ბის გა რე შეც, თუ შვი ლად აყ ვა ნის შე სა ხებ გან ცხა დე ბის წარ დგე ნამ დე ბავ შვი მშვი ლებ ლის ოჯახ ში ცხოვ რობ და და მშვი ლე ბელს თა ვის მშობ ლად თვლი და, რაც გამომდინარეობს ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან.              კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა გამოწვეულია არსებული ხარვეზის გამოსწორებით.               კანონის 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ცვლილებების შეტანის საფუძველს წარმოადგენს კონფიდენციალურობის მოტივით სამოქალაქო აქტებში ბავშვის შესახებ არსებული შემდეგი მონაცემების შეცვლა: პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, პირადი ნომერი. 

            ანალოგიური ხასიათის ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რამდენადაც შვილად აყვანის გარკვეული საკითხები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაც.

          კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონის პროექტს და მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

 

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.      კომიტეტმა განიხილა და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს (#1/100; 11.05.2012): "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"  და "ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" (#07-2/465; 11.05.2012). 

2.       კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა "ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტები და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასახულია შენიშვნების ამსახველ ფურცელში, მიზანშეწონილად თვლის მათი მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3.       კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და მიზანშეწონილად თვლის აღნიშნული კანონპროექტის მიმართ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი