ოქმი #126

                                                              საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

 

                                                                     კომიტეტის სხდომის

 

                                                                 ოქმი #126

                                                                                                                                                                                         14 მაისი  2012წ.   

                        სხდომის თავმჯდომარე:

ჯ                ჯანმრთელობის დაცვისა და

ს                სოციალურ საკითხთა

კ                კომიტეტის თავმჯდომარე                       ოთარ თოიძე

 

               ესწრებოდნენ:

                 ჯანმრთელობის დაცვისა და

                სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები:

გიორგი გოდაბრელიძე
                           მაგდალინა ანიკაშვილი                                            

                                                        გოჩა ენუქიძე

                                                             ჯონდო ბაღათურია

           გიორგი გოგუაძე

        ავთანდილ ლეკაშვილი

                                                        მამუკა სანებლიძე

სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/96; 10.05.2012): საქართველოს შრომის კოდექსში ცვლიბების შეტანის თაობაზე” და "პროფესიული კავშირების შესახებ” საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-2/461, 10.05.2012).  

მომხსენებლი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/11; 23.01.2012): "შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" თანდართული დათქმის ათვალისწინებით" (07–1/334; 02.02.2012).

მომხსენებლი:  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე   

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. I მოსმენა.

                                               მომხსენებლი:    კომიტეტის თავმჯდომარე    ოთარ თოიძე

სხდომა გახსნა ბატონმა ოთარ თოიძემ. იგი მიესალმა სხდომის მონაწილეებს და გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ბატონ გია ხუროშვილს, მან კომიტეტს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებ საქართველოს შრომის კოდექსში ცვლიბების შეტანის თაობაზე” და "პროფესიული კავშირების შესახებ.” დასაქმებულის გაფიცვის უფლების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გაფიცვის ხანგრძლივობაზე 90–დღიანი ლიმიტი იხსნება. კანონპროექტის თანახმად  მარტივდება პროფესიული კავშირების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნებიც. კერძოდ, პროფესიული კავშირის დაფუძნებისთვის მოქმედი კანონმდებლობით განისაზღვრული 100 პირის ნაცვლად საკმარისი იქნება 50 პირის ინიციატივა.

საქართველოს შრომის კოდექსის 49–ე მუხლის მერვე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 " 8. ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს".

            "პროფესიული კავშირების შესახებ"  საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            "9. პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლება სულ ცოტა 50 პირის ინიციატივით."

გადაწყვიტეს (ერთხმად):

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის ძირითად პრინციპებს და მომზადებულად მიიჩნევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

დავით ლომიძემ კომიტეტის სხდომაზე  განიხილა საქართველოს პრეზიდენტის  მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" შეთანხმება თანდართული დათქმის გათვალისწინებით".  როგორც სხდომაზე აღინიშნა, გლობალურმა ფონდმა ჟენევაში საქართველოს მისიის შუამდგომლობით  მთავრობას წარუდგინა შეთანხმება, რომელიც  ითვალისწინებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების გადასახადებისგან გათავისუფლებას და  გლობალური ფონდის საბჭოს წევრებსა და ოფიციალურ პირებს ქვეყანაში ვიზიტად ყოფნის პერიოდში იმუნიტეტს და პრივილეგიებს ანიჭებს.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე ვინაიდან "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის არსებული რედაქცია იძლევა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პენსიის დანიშვნაზე უარის საუძველი გახდა. კანონპროექტის მიზანია "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლში  არსებული ხარვეზების გამოსწორება. კანონპროექტით წარმოდგენილი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის ახალი რედაქციით ზუსტდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დადგენილი სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება.

"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

"მუხლი 23. იმ პენსიონერთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2012 წლის 1 სექტემბრამდე დაენიშნებათ (მიეცემათ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის პენსია. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიამართ, რომლებსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შესაძლებლოს შეზღუდვის სტატუსი , გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის წევრების ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის;

ოთარ თოიძე

სხდომის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ვარნაზიშვილი

სხდომის მდივანი