ოქმი#125

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის  სხდომის ოქმი#125

                                                                                            8 მაისი   2012წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        გ. ენუქიძე,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  ა. ლეკაშვილი,

                                                  მ. სანებლიძე

                                                  კ. გეწაძე.

                                                                                          სხდომის დღის წესრიგი

1.   საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი” და საქართველოს კანონის პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,  "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელი: დავით თოდრაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი.

2. მიმდინარე საკითხები.

      განათლების, მეცნიერების და კულტურის; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი” და საქართველოს კანონის პროექტების: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,  "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” წარადგინა დავით თოდრიამ.

     კანონპროექტების მიმართ პრინციპული ხასიათის შენიშვნები კომიტეტის წევრებს არ გამოუთქვმთ და ერთხმად გადაწყვიტეს მხარი დაეჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პლანარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის.

     კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ წარმოადგინა პარლამენტის წევრების ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივა "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

    "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის არსებული რედაქციის  არაერთგვაროვანი გაგების გამო რიგ შემთვევაში ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განხორციელდა დანიშნული პენსიების შეჩერება/შეწყვეტა. კერძოდ, ამ საფუძვლით 2006 წლიდან პენსია დაენიშნა 1139 პირს. მათგან დღეის მდგომარეობით ჩარიცხვა შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს 606 პირს.

   წარმოდგენილი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის 23-ე მუხლის ახალი რედაქციით ზუსტდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება.

კომიტეტის თავმჯომარე

ოთარ თოიძე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.

 
modules