ოქმი #124

                                                       საქართველოს პარლამენტის

                                                                  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

                                                  კომიტეტის სხდომის 

                                             ოქმი #124

                                             1 მაისი 2012 წელი

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. გოდაბრელიძე

                 მ. ანიკაშვილი

                 გ. ენუქიძე

                 ზ. გამცემლიძე

                 დ. ბაღათურია

                 თ. ჩარკვიანი

                 ჩ. თაქთაქიშვილი

                 მ. სანებლიძე

                 შ. მალაშხია                                    

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა მეორე მოსმენით.

 

მომხსენებელიგიორგი წერეთელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება ”საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ”.

მომხსენებელირუსუდან კემულარია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს.

გიორგი წერეთელი – მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტი მუხლობრივად იქნა განხილული.

აზრი გამოთქვეს: ოთარ თოიძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, მაგდა ანიკაშვილმა, ჯონდი ბაღათურიამ, თათული თოდუამ, გურამ შამანიდიმ, კონსტანტინე რუხაძემ, კოკა ლაბარტყავამ.  

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტების მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რუსუდან კემულარია -  წარმოადგინა საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება ”საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ”. აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტში შეტანილ იქნა ცვლილებები: ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი, რომლის ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, წყარო სახელმწიფოს მიეცა დივიდენდის შეზღუდული დაბეგვრის უფლება. ცვლილებები განხორციელდა შეთანხმების მე-11 მუხლში – პროცენტი. ქართული პროექტის შესაბამისად, გადახდილი პროცენტი იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ბენეფიციური მფლობელი. განხორციელებული ცვლილებების შედეგად , წყარო სახელმწიფოს მიეცა პროცენტის შეზღუდული დაბეგვრის  უფლება. ასევე შეთანხმების პროექტის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50% დაკავშირებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავ ქონებასთან, იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში. პროექტის 21-ე მუხლით (პროფესორები და კვლევითი მუშაკები), ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესორებისა და კვლევითი მუშაკების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული სასწავლო ან კვლევითი სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები თავისუფლდება გადასახადიდან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი საქმიანობა ხორციელდება არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებასთან ”საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი