ოქმი #120

                                                               საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
                                                                                               საკითხთა
  კომიტეტის სხდომის  
                                                                                                                 ოქმი #120                                        
                                                                                                                                                                                           22  მარტი 2012 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:   ოთარ თოიძე                                         

  ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გოდაბრელიძე გიორგი;

                                          ზაალ გამცემლიძე;

                                          მამუკა სანებლიძე;

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          ჯონდი ბაღათურია;

                                          გოჩა ენუქიძე;                                                                       

                                          ირაკლი კენჭოშვილი;

                                          ზვიად კუკავა;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და        დავით ლომიძე;

სოციალური დაცვის მინისტრის                 მოადგილეები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა

ასოციაცია                                  თათული თოდუა

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენით განხილვა.

                    მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                       ზვიად კუკავა

   2. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (1/14;03.02.2012): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-2/405;0302.2012.) II მოსმენით განხილვა.

          მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და

                      სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

                      დავით ლომიძე;

     სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვისათვის, სიტყყა გადასცა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორსა და მომხსენებლს, საქართველოს პარლამენტის წევრს ზვიად კუკავას.

ზვიად კუკავა – მან სხდომაზე მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტთან დაკავშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე -  სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს აცნობა, რომ კომიტეტში ფრაქცია ქრიასტიან დემოკრატების წევრის, მაგდალინა ანიკაშვილის მიერ, შემოტანილია ალტერნატიული წინადადება "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”. ამდენად კომიტეტზე II მოსმენით უნდა განეხილათ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”  და მისი ალტერნატიული წინადადება. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ.

დავით ლომიძე – მან მუხლობრივად განიხილა კანონპორქტი. კანონპორექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, რომლითაც ჩამოყალიბებულია კანონის პრეამბულა, შენიშვნა გამოთქვა ჯონდი ბაღათურიამ. შენიშვნა ქონდა კომიტეტსაც, რომელსაც დაეთანხმა მომხსენებლი. რაც შეეხება მაგდალინა ანიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიული წინადადების რედაქციას ამ პუნქტთან დაკავშირებით, რომლის ვარიანტშიც მოიაზრებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერი და არ ითხოვდნენ კონკრეტიზაციას, კომიტეტმა კენჭის ყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა. ანიკაშვილის ალტერნატიული წიანადადენის პირველი მუხლის პირველ პუნქტს მხარი დაუჭირა მხოლოდ ბაღათურიამ და ანიკაშვილმა.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოყალიბებულ მე-4 მუხლის "ა” ქვეპუნქტთან დაკვშირებით გამოითქვა შენიშნვნები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა თათული თოდუამ მიუთითა ამ მუხლის ბუნდოვანებაზე და გაუგებრობაზე. მომხსენებელმა განაცხადა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა და აღნიშნული მუხლი დაზუსტდება მე-3 მოსმენით განხილვისას. თათული თოდუამ ისევე, როგორც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობისათვის პარლამენტის კომპეტენციათა მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირების ინიციატივას, რომელიც წინადმებარე კანონპროექტშია წარმოდგენილი. კანონი, არ დაარეგულირებს სოციალური პაკეტის მოცულობას და მას საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს. სოციალური პაკეტის მიმღებნი მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები იქნებიან. პარლამენტს ერთმევა ის უფლებამოსილება, რომელიც მას დღეს გააჩნია. ქვეყნის  სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მათი აზრით გადაწყვეტილება პარლამენტში უნდა მიიღებოდეს და სოციალური პაკეტის მოცულობა უნდა განისაზღვრებოდეს სწორედ საქართველოს პარლამეტნის და არა საქართველოს მთავრობის მიერ.

საქართველოს პარლამენტი, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ხალხის მიერაა არჩეული და წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. კონსტიტუციის მიხედვით, სქართველოს პარლამენტია სწორედ ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. გარდა ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უფრო მეტად გამჭირვალეა და მასში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტად აქვს. მისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა გამჭირვალე არ არის. წინასწარ არ ქვეყნდება მთავრობის სხდომის დღის წესრიგები ან მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები,  მთავრობის რეგლამენტის მიხედვით კი, მისი სხდომა, როგორც წესი, დახურულია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ამდენად ის ფიქრობს, რომ სოციალური პაკეტის მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტები და მისი მოცულობა უნდა განისაზღვრებოდეს სწორედ საქართველოს პარლამენტის, და არა საქართველოს მთავრობის მიერ.

შემდეგ სხდომა გადავიდა კანონპროექტის მე-5 მუხლის განხილვაზე. მაგდალინა ანიკაშვილმა წარმოადგინა ასევე ამ მუხლის ალტერნატიული წინადადება, რომელსაც კენჭისყრის შედეგად მხარი მხოლოდ ბაღათურიამ და ანიკაშვილმა დაუჭირა. მას არ დაეთანხმა არც მომხსენებლი.  სხდომა არ დაეთანხმა ასევე ალტერნატიული წინადადების მე-7 მუხლს და მუხლი 8დამატებას.

კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრული მე-12 პუქნტად ჩამოყალიბებული მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნა. კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა თათული თოდუამ აღნიშნა, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ” სქართველოს კანონის მოქმედი მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის ზოგად თარიღს. ეს თარიღია პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის დღე. კანონპროექტით ათვლის წერტილი დროის უფრო შორეულ მონაკვეთში გადატანა ხდება და პენსიის დანიშვნის თარიღად ეთითება "განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვი”, რაც აუარესებს პენსიის მიმღებ პირთა მდგომარეობას. აღნიშნული ცვლილების მოტივაცია განმარტებით ბარათში არ არის მითითებული. საიას მოსაზრებით, პენსიის მიმღებ პირთა ინტერესების გათვალისწინებით, უმჯობესია დღეს მოქმედი ნორმის შენარჩუნება და მის ახლებურ რედაქციაზე უარის თქმა.

დავით ლომიძე – მან აღნიშნა, რომ ეს პრინციპული საკითხია და კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. კენჭის ყრის შედეგად 7 მომხრე 2 წინააღმდეგი.

  რაც შეეხება კანონპროექტის 22-ე მუხლს, ანიკაშვილის მიერ იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის ალტერნატიული წინადადება, რომელსაც ასევე არ დეთანხმა მომხსენებლი და სხდომის მონაწილეები. რაც შეეხება საიას წარმომადგენელს, თათული თოდუას მან განაცხადა, რომ ახალი ნორმის მიხედვით "იმ პენსიონერებს, რომელთაც არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყვნენ შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით "საპენსიო უზრუნველყოფისა’’ და "სოციალური დახმარების” მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის მიმღებნი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), შეუნარჩუნდებათ მოპოვებნული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული "სოციალური პაკეტის” სახით. კანონპროექტის მოცემულ ნორმაში საუბარია არა აღნიშნული გასაცემლის გაზრდაზე, არამედ მხოლოდ მათ შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ეს გარანტიაც მოქმედებს მხოლოდ იმ მარჩენალდაკარგულ თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში, რომლებიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იღებდნენ პენსიებს. საკანონმდებლო გარანტიები იმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობასთან მიმართებაში, რომლებიც 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაკარგავენ მარჩენალს თუ დაუდგინდებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ არსებობს, რაც მისი აზრით უარყოფითად უნდა შეფასდეს. ასევე ბუნდოვანია და არ იკითხება ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შემოთავაზებული ვერსია. აღნიშნული ფორმულირების დაზუსტების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან მათზე დამატებითი მოსაზრებების მიწოდება.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპენსაციებთან დაკავშირებით კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ოთარ თოიძე – მას ქონდა შენიშვნა "სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონპროექტში გამოყენებულ ტერმინთან, კერძოდ "მარჩენალდაკარგულთან’” დაკავშირებით.  ამ შენიშვნას მომხსენებელიც  დაეთანხმა.

გადაწვიტეს (ერთხმად): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის II მოსმენით განხილვისას, კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ ალტერნატიულ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვისას კი გამოითქვა შენიშვნები და ზოგიერთ მუხლში იქნა შეტანილი ცვლილებები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამონათვალში "საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურების” დამატებას, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაშიც იყო ასახული.

ზემოთ აღნიშნულის  გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules