ოქმი #117

საქართველოს პარლამენტის 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

კომიტეტის სხდომის ოქმი #117

                                                                                                              13 მარტი    2012წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ: 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        გ. ენუქიძე,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  კ. გეწაძე,

                                                  მ. ანიკაშვილი,

                                                  მ. სანებლიძე.                                                                                                                                               

                                                         დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი: "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ”  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                       მომხსენებელი: ნ. ენუქიძე- საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ზ. კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                 მომხსენებელი: ზ. კუკავა.

 საქართველოს პარლამენტის წევრი

     სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნმა ოთარ თოიძემ. მან სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს ქ-ნ ნინო ენუქიძეს. მან კომიტეტს წარუდგინა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი: "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ”  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

   ნინო ენუქიძეწარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია  დარეგულირებულ იქნეს  სამართლებრივი ურთიერთობები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდულ პირებს  შორის, რომლებიც ეწევიან ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ახორციელებენ ბირთვული მასალის და ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს.

       წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია:

a)                   უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის მშვიდობიანი გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით.

b)                  დადგენილ იქნეს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ძირითადი მოთხოვნები;

g)                         უზრუნველყოს პრევენცია და აღკვეთოს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა უკანონო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;

დ)  უზრუნველყოს რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის უსაფრთხოება და მათი გამოყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით, დაიცვას ადამიანი და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესამბამისად. 

   პროექტით განისაზღვრება მარეგულირებელი ორგანო და მისი ძირითადი ფუნქციები, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში.

   რეგულირდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი საკითხები. განისაზღვრება სურსათით, სასმელი და მინერალური წყლით ნედლეულითა და ნიადაგით გამოწვეული დასხივების შეზღუდვებთან დაკავშირეებული საკითხები.

    პროექტით ნებართვის აღებას ექვემდებარება რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა, რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შეიძლება ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავენ რადიაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუ იმპორტ-ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი; რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.

    წარმოდგენილი პროექტი განსაზღვრავს სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის საკითხებს. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობებს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, ასევე ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების პირობებს.

    აგრეთვე არეგულირებს ინსპექტირებასთან, საგანგებო სიტუაციების რეაგირებასთან, რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან, რადიოაქტიური  მასალების ტრანსპორტირებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისირებასთან, ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს.

    კანონპროექტი ითვალისწინებს ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებს და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი წარმოადგენს "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს.

     კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირებით სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ერთი სახის ნებართვა  და ერთი წლის ვადით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ სუბიექტებს ნაკლები ბიუროკრატიული ფორმალიზმით და გარკვეული ვადით განახორციელოს კონკრეტული ქმედება.

    იხვეწება 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალი, რის შედეგადაც ხდება მოქმედი კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ცალკე სანებართვო საქმიანობად გამოტანა და მე-101პუნქტად ჩამოყალიბება.

    ამ საკანონმდებლო პაკეტში შედის " შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თხაობაზე.

    ამ კანონის მე-8 მუხლს ემატება 2პუნქტი, რომლის მიხედვითაც – კანონის მე-6 მუხლის "ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ნუსხით სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით ელემენტები და მათი ნაერთები; გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტი არ საჭიროებს  " ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-მუხლის 27-ე პუნქტით  (ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი) გათვალისწინებულ ნებართვას, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო დიაგნოსტიკის  ან/და სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის, ბირთვული და რადიაციური საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.

    კანონპროექტთან დაკავშირებით  აზრი გამოთქვეს; ო. თოიძემ და გ. გოდაბრელიძემ.

    კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება  მხარი დაუჭიროს კანონპროექტის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

      დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი კანონპროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე I მოსმენით  კომიტეტს წარუდიგინა პარლამენტის წევრმა ზ. კუკავამ.

    კუკავაკანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობით.

    კანონპროექტის მიხედვით მიუხედავად  პროკურატურის მუშაკის ასაკისა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას, შესაძლებელია დაენიშნოს კომპენსაცია, თუ პროკურატურის ორგანოებიდან მისი დათხოვნა მოხდა პირადი განცხადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის ან საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძველზე, კანონის მოქმედი რედაქციით კომპენსაციის დანიშვნის ერთადერთი საფუძველი არის საპენსიო ასაკის მიღწევა. კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

    აზრი გამოთქვეს კომიტეტის თავმჯდომარემ და გ. გოდაბრელიძემ.  პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა და საკითხის განხილვის შემდგომ კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭიროს კანონპროექტის I მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარე

ოთარ თოიძე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.

 
modules