| ოქმი # 116 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
სხდომის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გოდაბრელიძე გიორგი; ავთანდილ ლეკაშვილი; ზაალ გამცემლიძე; მამუკა სანებლიძე; მაგდალინა ანიკაშვილი; ჯონდი ბაღათურია; გოჩა ენუქიძე; კახაბერ ოქრიაშვილი; გიორგი გოგუაძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და ანდრია ურუშაძე სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და დავით ლომიძე; სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ დოლიძე მოადგილეები: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის პრეზიდენტი კობა ამირხანაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თათული თოდუა დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი 1. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (1/14;03.02.2012): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-2/405;0302.2012.) I მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თანამომხსენებელი: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე III მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: (¹1/24; 17.02.2012) "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე II მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია 4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების (¹1/46; 01.03.2012): "საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” (07-1/340; 02.03.2012) განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია 5. საქართველოს პარლამენტის წევრის: რ. კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ადამიანის ვაჭრობით (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/563; 20.02.2012) განხილვა. მომხსენებელი: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი 6. "ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისათვის” – პრეზენტაცია. მომხსენებლი: სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ეს წელი გამოაცხადა ხანდაზმულთა და ახალგაზრდა თაობათა სოლიდარობის საერთაშორისო წლად. აქვე განმრტა, რომ ეს კანონი მიმართულია ხანდაზმულთა კეთილდღეობის ამაღლებისაკენ. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს. მინისტრმა სხდომაზე წარმოადგინა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”. ანდრია ურუშაძემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია: ა) ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხანდაზმული მოსახლეობისათვის საპენსიო პაკეტის შექმნას, რომლითაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან როგორც ფულადი სახის გასაცემლებით, ასევე სამედიცინო დაზღვევით. ბ) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის სოციალური პაკეტის შექმნა, რომლითაც უზრუნველყოფილნი იქნებიან ფულადი სოციალური სარგებლების და/ან სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით. გ) დღეს არსებული სხვადასხვა სარგებლის ერთიან სქემაში მოყვანა და მათი სისტემატიზაცია ერთიანი გასაცემლის სახით, რაც უპირველეს ყოვლისა გააუმჯობესებს როგორც მოქალაქეთათვის მისი ერთიან გასაცემლად მიღების ტექნიკურ მხარეს, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის კუთვნილ სარგებლებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს. კანონპროექტის ძირითადი არსი არის ის, რომ:
დღეისათვის 1 640 000 თანამოქალაქე იღებს 208 სხვადასხვა ოდენობის საპენსიო პაკეტს (ფულად სარგებელს ან/და სამედიცინო დაზღვევას). 2011 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე (კომპენსაციის გარეშე) თვეში იხარჯება 78 მლნ ლარი. სახელმწიფო პენსიის მიმღებია 830 ათასი მოქალაქე. ოთარ თოიძემ შემდგომ სიტყვა გადასცა თანამომხსნებელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ირაკლი ნადარეიშვილს, რომელმაც სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დანერგილი სიახლეების, კერძოდ ვებ გვერდის დიზაინისა და მისი შესაძლებლობების თაობაზე. როგორც მომსახურების დირექტორმა აღნიშნა, ვებ გვერდი მოქალაქეზეა ორიენტირებული და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს, მარტივად და ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებული, მისთვის საჭირო სერვისების შესახებ. ვებ გვერდზე განთავისუფლებული ინფორმაცია დაჯგუფებულია თემატურად და ასახავს ინფორმაციას: ბავშვებისა და მომავალი დედებისათვის, შშმ პირთათვის, ოჯახებისათვის, ხანდაზმულთათვის. სპეციალური ფანჯარა "ჩემი სერვისები” საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასაკობრივი და სოციალური სტატუსის მიუხედავად, მხოლოდ პირის პირადი ნომრის დაფიქსირებით, კატეგორიების მიხედვით მიაწვდის ინფორმაციას კუთვნილი სახელმწიფო სერვისების თაობაზე. ასევე განმარტა და თვალსაჩინოდ აჩვენა კიდეც სხდომაზე დამსწრე საზოგადეობას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შესახებ, სტატისტიკური მონაცემების მითითებით. აღსანიშნავია, რომ სხვადსახვა სახის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, შესაძლებელია მოქალაქემ მიიღოს მისთვის მისაღები ფორმით, ერთ სივრცეში, 4 განსახვავებული დიაგრამის სახით. ვებ გვერდზე მომხმარებელი ყოველდღიურად გაეცნობა სიახლეებს და სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რაც მეტ ეფექტურობას შემატებს მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას. მაგდა ანიკაშვილი – მადლობა გადაუხადა მომხსენებლს და მოითხოვა საკითხის დეტალური შესწავლა. მან განმარტა, რომ ეს რეფორმა ეხება პენსიის მიმღებთა მხოლოდ 2 კატეგორიას, ხოლო დანარჩენი კატეგორიები, როგორებიც არიან ობოლი და მარჩენალდაკარგულები, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტრეპრესირებულები არ არიან გათვალისწინებულნი ამ პაკეტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები, მათთვის არაფერი არ იცვლება გარდა სახელისა. მათი ნაწილისთვის არ არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები. ის ფაქტი, რომ საარსებო მინიმუმი 157 ლარია, ხოლო ეს ადამიანები იღებენ 55 და 70 ლარს, ყოველივე იეს იძლევა დაფიქრების მიზეზს და ეს ხალხი ასე ბედის ანაბარად არ უნდა იქნას დატოვებული. ძირითადად იგი ამახვილებს ყურადღებას 2 საკითხზე: 1. პენსიების რაოდენობაზე, ამ სტატუსის მოქნე პირებთან დაკავშირებით. და 2. სამედიცინო დაზღვევაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში კი ის ფიქრობს, რომ უსამართლო მიდგომაა და მთავრობამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას. მისი აზრით ასაკით პენსიონერებს შორისაც არის გენდერული უთანასწორობა. გაუგებარია თუ რატომ უწევთ ქალებს 7 წელი ცდა, მამაკაცებს კი 2 წელი 140 ლარიან საპენსიო პაკეტის მისაღებად. მარჩენალდაკარგულის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიის მინიჭების პირობები და თანხის ოდენობა გადის კანონის რეგულირების მიღმა. ჩანაწერის თანახმად ყველაფერი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ჯონდი ბაღათურიამ აპარატს სთხოვა ქართული დასის მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტის დარიგება კომიტეტის ხდომაზე. ასევე მან აზრი გამოთქვა წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით და გამოთქვა შენიშვნები მასთან დაკავშირებით, კერძოდ: 1. მინიმალური პენსია უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმის ტოლფასად. რეალურად ეს არის შემწეობა, ამიტომ აინტერესებს რატომ არ იზრდება პენსია საარსებო მინიმუმადმდე. 2. ვინ მიითვისა 8 თვის პენსიების ფული, რატომ იზრდება პენსიები 1 სექტემბრიდან და არა 1 იანვრიდან. 3. რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა როემლთა რაოდენობაა 1339, მათგან ერთი ნაწილი თბილისის მაცხოვრებელია, რომლებსაც 10 ლარით შეუმცირდა პენსია. რეალურად ეს ხალხი გაიწირა საშიმშილოდ, ამიტომ სვამს კითხვას რატომ არ იზრდება პენსია ყველა სხვა სახის კატეგორიებისთვის და იზრდება მხოლოდ ასაკით პენსიონერებისათვის? 4. მარჩენალდაკარგულები არიან 29731 კაცი, მათი 90% არის ომში დაკარგულ გმირთა შვილები. მიტოვება ამ ხალხის შვილებისა და მშობლების, მხოლოდ 55 ლარიანი პენსიის იმედად, მისი აზრით ლახავს სახელმწიფოს თავმოყვარეობას. 5. პოლიტრეპრესირებულები არიან 2485 ადამიანი და მათაც უნდა გაეზარდოთ პენსია. 6. რა არის მიზეზი ასეთი გენდერული უთანასწორობის? მისი აზრით, ეს არის მაქსიმალური მცდელობაა ნაკლები ხარჯის გასაწევად. 7.პენსიონერთა ნაწილის თაობაზე, რომელთა რიცხვია 300 000 და დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აინტერესებს ხომ არ გაუქმდება მათთვის დადგენილი 30 ლარიანი შემწეობა? ბოლოს კი აღნიშნა, რომ იგი 15 ლარიან ჯანმრთელობის პაკეტს დადებითად აფასებს. გიორგი წერეთელი – ის რაც კეთდება დღეს, მისი აზრით არ არის ღრმააზრიანი და სრულყოფილი საპესნიო რეფორმა. იგი თვლის, რომ საპენსიო რეფორმაზე მაშინ გადავალთ, როცა დაინერგება დაგროვებითი სისტემა, ან სავალდებულო ან ნებაყოფილობითი მექანიზმი, მაგრამ დღეს ეს ვერ კეთდება, ამის საშუალება ჯერ ქვეყანაში არ არის. არც ყველა პენსიონერია ქვეყანაში გაჭირვებული, თუმცა ფიქრობს, რომ პენსია დიდი არ არის, მაგრამ მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკლებლივ 860 000 პენსიონერიდან ყველა გაჭირვებულია. პენსიონერების დაზღვევა დაიწყო ქვეყანამ, ეს დიდი ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ ამ კატეგორიის ადამიანები ვერ დაეზღვევიან. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ ის, რომ მოემატოს პენსია ასაკით პენსიონერებს და მიეცეთ დაზღვევა, მას მიაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. კობა ამირხანაშვილი – მან მადლობა გადაიხადა იმისათვის, რომ შესაძლებლობა მიეცა გამოხატოს მისი შეხედულებები წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი აზრით ნოვაციები, რომლებიც მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი მეტად საინტერესოა და იგრძნობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ის რომ "პენსია” ერქმევა და იგი მიეცემათ მხოლოდ ასაკით პენსიონერებს, რამდენად მისაღებია, ეს მისთვის დისკუსიის საგანია. იგი ფიქრობს, რომ სიტყვა "პენსია”, რომლის ამოღებაც სურთ შეიძლება მოსახლეობამ არასწორად გაიგოს. ამას დაჭირდება სწორი და კარგი ახსნა. თუმცა არავის არაფერი არ ეკარგებათ და მას მარტო სახელი ეცვლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები 18 წლამდე პენსიას არ იღებდნენ, მშობელი იღებდა დახმარებას, მაგრამ მას პრინციპულად მიაჩნია ის საკითხი, რომ კანონპორქტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში სადაც წერია, რომ "იმ პენსიონრებს რომელთაც არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყვნენ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით "საპენსიო უზრუნველყოფისა” და "სოციალური დაცვის” პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის მიმღებნი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), შეუნარჩუნდებათ მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული "სოციალური პაკეტის” სახით”. უნდა ჩაიწეროს "მათ ეს უფლება უნარჩუნდება საპენსიო ასაკის მიღწევამდე”. ეს არ უნდა იყოს განსაზღვრული მხოლოდ მთავრობის ნორმატიული აქტით, ეს ჩანაწერი უნდა იყოს კანონში. შემდეგი საკითხი, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება იყო რეპრესირებულები, ეს საკითხიც დასარეგულირებელია მისი აზრით და არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე. სამომავლოდ სამინისტრომ ბიუჯეტის დაგეგმარებისას უნდა გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ასევე უნდა დაფიქსირდეს კანონში, რომ პირი რომელიც მიაღწევს 18 წლის ასაკს, მისი დახმარების საკითხი არ უნდა განისაზღვროს მთავრობის დადგენილებით. თათული თოდუა – მან როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა წარმოადგინა კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიასთან დაკავშირებით ასოციაციის მოსაზრებები, კერძოდ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობისათვის პარლამენტის კომპეტენციათა დიდი ნაწილის დელეგირების ინიციატივას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, კანონპროექტის მიხედვით კანონი არ დაარეგულირებს სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, მის მოცულობას, გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა დადგენილებით. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ხალხის მიერაა არჩეული და წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. კონსტიტუციის მიხედვით, სქართველოს პარლამენტია სწორედ ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე გადწყვეტილება სწორედ პარლამენტში უნდა მიიღებოდეს. გარდა ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უფრო მეტად გამჭირვალეა და მასში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტად აქვს. მისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა გამჭირვალე არ არის. წინასწარ არ ქვეყნდება მთავრობის სხდომის დღის წესრიგები ან მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები, მთავრობის რეგლამენტის მიხედვით კი, მისი სხდომა, როგორც წესი, დახურულია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ის ფიქრობს, რომ სოციალური პაკეტის მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტები და მისი მოცულობა უნდა განისაზღვრებოდეს სწორედ საქართველოს პარლამენტის, და არა საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნული მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიხედვით პენსიის დანიშვნის საფუძვლებიდან მარჩენალის დაკარგვა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა საერთოდ ამოღებულია. გარდა ამისა, ყურადღებას იმსახურებს "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ახლებური რედაქცია. ნორმის მიხედვით "იმ პენსიონრებს, რომლებსაც არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყვნენ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით "საპენსიო უზრუნველყოფისა” და "სოციალური დახმარების” მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის მიმღებნი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), შეუნარჩუნდებათ მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული "სოციალური პაკეტის” სახით. კანონპროექტში საუბარია არა აღნიშნული გასაცემლების გაზრდაზე, არამედ მხოლოდ შენარჩუნებაზე, გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ეს გარანტიაც მოქმედებს მხოლოდ იმ მარჩენალდაკარგულ თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში, რომლებიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იღებდნენ პენსიებს. საკანონმდებლო გარანტიები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაკარგავენ მარჩენალს თუ დაუდგინდებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ არსებობს, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. ამ კონტექსტში ისმება 3 შეკითხვა: 1. რას პირდება სახელმწიფო იმ პირებს, რომელთაც სწორედ 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაეკარგებათ მარჩენალი ან დაუდგინდებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი? 2. რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მოახდინოს დიფერენციაცია და მხოლოდ ასაკით პენსიონერებს გაუზარდოს პენსია მაშინ, როდესაც იმ პირებს, რომლებიც 2012 წლის 1 სექტემბრამდე მდგომარეობით იღებდნენ მარჩენალდაკარგულის თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსიას, გასცემლების მხოლოდ შენარჩუნებას პირდება? 3. ბენეფიციართა რეესტრის ყველსათვის ხელმისაწვდომობა ხომ არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტს და შესაბამისად, ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებს? ანდრია ურუშაძე – მეორედ გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა და პასუხი გასცა აღნიშნულ საკითხთან დასმულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს. პირველ რიგში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეების არც ერთ კატეგორიას არ უარესდებათ მდგომარეობა. პენსიის დანიშვნის საფუძვლები გამოდის სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონიდან და გადადის სოციალური დახმარების კანონში. სადაც გაჩნდა ახალი ჩანაწერი 121მუხლის სახით - სოაციალური პაკეტის სახელწოდებით. შესაბამისაობაში მოყვანის მიზნით ერთი კანონიდან გადმოდის მეორე კანონში კანონის ნორმა. ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბაშვების დაახლოებით 50% დაზღვეულია და მათ მიიღეს ეს დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქლაქეებიდან, ინიციატივა ითვალისწინებს ასევე ყველა სკოლამდელი ბავშვის დაზღვევას. ბევრი სერვისი რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს სჭირდებათ, უშუალოდ არ იფარება დაზღვევით, ეს არ არის მხოლოდ ტიპიური სამედიცინო მომსახურებები, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია, სხვა ტიპის მხარდაჭერა და ნაადრევი დიაგნოსტიკა. არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები: სმენდაქვეითებულები, მხედველობა, დიაბეტით დაავადებული ბავშვები და სხვა. ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა და სწორედ იქნა გააზრებული დამოკიდებულება მათ მიმართ. ბოლო პერიოდში არცერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, დიაბეტით დაავადებული არ გარდაცვლილა დაავადების გართულებით. სმენადაქვეითებულთათვის საგრძნობლად შეიცვალა დამოკიდებულება. ოპერაციული მკურნალობა, რომელთა რაოდენობაც არ არის შეზღუდული, უტარდება ყველა ბავშვს საჭიროების შემთხვევაში, რომელიც ჯდება 4 ათასამდე ლარი, კოხლეარული აპარატი 25 ათასამდე და 3 ათასი ლარი რეაბილიტაცია. ასევე მინისტრმა ისაუბრა სხვა თანდაყოლილი განვითრების დარღვევბზე, მათ დიაგნოსტირებასა და რეაბილიტაციაზე. გაჩნდა დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ადგილი აქვს ბავშვების მიტოვების პრევენციას, ასეთი ბავშვები ოჯახური ტიპის სახლებში მოთავსდება, რომლებსაც საშუალება აქვთ მიიღონ ინკლუზიური განათლება. შეიცვალა დამოკიდებულა ამ ბავშვების მიმართ და ეს ეხება არა მარტო მთავრობას, არამედ საზოგადოებასაც, რომელიც უფრო სენსიტიური გახდა ამ ბავშვების მიმართ. ყოველწლიურად უნდა გადაიდგეს ნაბიჯები მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პოლიტიკა ძირითადად მიმართულია ინვალიდობის პრევენციისაკენ. მთავრობას დაგეგმილი აქვს ერთიან სოციალურ პაკეტში გააერთიანოს ის საჭიროებები, რაც აუცილებელია ოჯახისათვის და ბავშვისთვის. რაც შეეხბეა პოლისებსა და თანხებს, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პენსიის ზრდა განუწყვეტლივ. ისაუბრა ასევე გენდერულ თანასწორობაზე, ზოგადად იგი თვლის, რომ ბედნიერია რადგან სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში ხდება პენსიონერების დაზღვევა. მინისტრის გამოსვლის შემდეგ თავიანთი აზრი გამოთქვეს ჯონდი ბაღათურიამ, გიორგი წერეთელმა. ასევე სიტყვით გამოვიდა ნანა ბიჭაშვილი – ინვალიდი ბავშვის დედა. ბატონმა ოთარ თოიძემ მომხსენებლისა და კამათში მონაწილე პირების შემდეგ მოკლე შემაჯამებელი გამოსვლა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობა გდაუხადა დისკუსიაში მონაწილეებს და კიდევ ერთხელ ხაზგსმით აღნიშნა, რომ პენსია საქართველოში იზრდება, ასევე აღნიშნა, რომ ყველა ხანდაზმული მიიღებს დაზღევას და ნიშანდობლივია ის, რომ წლევანდელი 2012 წელი არის საერთაშორისო ხანდაზმულთა წელი, ეს არის მნიშვნელოვანი საჩუქარი მათთვის და ბოლოს განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შეიქმნება ვიზუალური ხელმისაწვდომი პაკეტი. შემოდის ახალი ტექნოლოგიები. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი ეთანხმება კანონპროექტის ძირითად პრინციპებს, ხოლო კონკრეტულ შენიშვნებს, რომელიც მას გაჩნია კანონპროექტის მიმართ, კომიტეტი მას წარმოადგენს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა სხდომის მონაწილეებს, კანონპროექტის მომზადების მიზეზი და განმარტა, რომ განახლებული ჰოსპიტალური სექტორის სრული დატვირთვით ამოქმედებასა და სარეზიდენტო მზადებაში მათ ჩართვამდე ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობის მიცემა, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გზით მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი არის ის ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია კანონპროექტის შემუშავება. სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას რეადქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისიწნებული მესამე საკითხი, კერძოდ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის მიღების მიზანია მოიხსნას რიგი შეზღუდვები ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაადგილებასთან დაკავშირებით და ამით შესაძლებელი გახდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების რეექსპორტი, გადამუშავება, ტრანზიტი, დროებით შემოტანა, თავისუფალ ზონასა და საწყობში მოთავსება წანასწარი ნებართვის გარეშე. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”. როგორც მომხსენებელმა განაცხადა ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს. შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოდელს. შეთანხმების გაფორმება არ გამოიწვევს საქართველოსთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ "საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების პროექტი შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გაფორმება. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების: "საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსუდან კერვალიშვილს, რომელმაც საკანონმდებლო ინიციატივის წესით, სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი: "ადამიანის ვაჭრობით (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა არის ის ფაქტი, რომ ტრეფიკინგს – ანუ ადამიანით ვაჭრობას საქართველო განიხილავს, როგორც უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევის უსაშინლეს გამოვილენებას. აღნიშნულ დანაშაულს განსაკუთრებით მზარდი ტემპი ახასიათებს, რაც საფუძველი და ერთ-ერთი მზეზი გახდა მომზადებულიყო კანონპროექტი. კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისა და განვითარების ტემპის დანაშაულის განვითარების ტენდეციებთან თანხვედრა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მის თავიდან აცილებას, ასევე არსებობის შემთხვევაში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვან მსხვერპლთა დაცვას. კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ზომები და განხორციელების უზრუნველყოფის საშუალებები. ასევე სახელმწიფოს მიერ აღებული და განხორციელებული სპეციალური ზომები, რათა შემცირდეს ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობები. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის: რუსუდან კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ადამიანის ვაჭრობით (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომა დაასრულა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიგა სორდიამ, რომელმაც წარმოადგინა "ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისათვის” – პრეზენტაცია. იხ. დანართი 2 სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებლს მოხსენებისათვის და განაცხადა რომ 7 აპრილს, რომელიც გამოცხადებულია მსოფლიო ჯანდაცვის დღედ, დევიზით – ჯანმრთელი დაბერება – თაობათაშორისი სოლიდარობა, პარლამენტში გაიმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სთხოვა ახალგაზრდებს აქტიურად ჩაებნენ ამ საქმეში, მოუსმინონ ხანდაზმულ ადამიანებს და დაეხმარნონ მათ. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა |






