|
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის სხდომის
ოქმი #113
14 თებერვალი 2012 წელი
სხდომის თავმჯდომარე:
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე:
ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ:
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის წევრები:
მ. ანიკაშვილი
გ. ენუქიძე
ჯ. ბაღათურია
კ. გეწაძე
ა. ლეკაშვილი
მ. სანებლიძე
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: დავით ლომიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ლომიძეს.
საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” სხდომაზე მუხლობრივად იქნა განხილული.
დავით ლომიძე - კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 442 მუხლით ცალ-ცალკე განისაზღვრა ჯარიმის ოდენობები უკანონო სალიცენზიო და უკანონო სანებრთვო საქმიანობისათვის. ჯარიმების ოდენობები აღარ იქნება ფიქსირებული და დგინდება ჯარიმების მაქსიმალური ზედა ზღვარი, ხოლო ჯარიმის კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
”მუხლი 442 . უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა
1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით;
2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით;
3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველადი ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.”
445 მუხლით განისაზღვრა სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ,
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.
2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გადაწყვიტეს (ერთხმად): წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი მეორე მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოთარ თოიძე
კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი
სხდომის მდივანი
|