ოქმი #111

                                                                საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
                                                                                             საკითხთა
 კომიტეტის სხდომის  
                                                                                                           ოქმი #111                                                                                                                                     28  დეკემბერი 2011 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:                     ოთარ თოიძე   ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გოდაბრელიძე გიორგი;

                                          ავთანდილ ლეკაშვილი;

                                           ზაალ გამცემლიძე;

                                          მამუკა სანებლიძე;

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          კახა გეწაძე;

                                          ჯონდი ბაღათურია;                                                                                                               

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და  ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹ 07-3/536; 12.12.2011) III მოსმენით განხილვა.

          მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი                            

                         ზ. კუკავა

     სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. სხდომაზე III მოსმენით განიხილებოდა მხოლოდ  ერთი საკითხი, კერძოდ საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹ 07-3/536; 12.12.2011). კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე, როგორც პირველ და მეორე მოსმენებზე,  კვლავ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ბატონმა ზვიად კუკავამ წარმოადგინა. კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა სხდომაზე შენიშვნები.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-4 პუნქტით განსაზღვრული 161 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნა სიტყვები: "მიზნობრივად გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში”.

2. კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-4 პუნქტით განსაზღვრული 161 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

3. კანონპროექტის მეოთხე მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრული 38-ე მუხლის "ა” ქვეპუნქთან დაკავშირებით გამოითვა ტექნიკური ხაისათის შენიშვნა და "ა4-ა7’’ ქვეპუნქტების ნაცვლად ჩამოყალიბდა "ა4-ა6’’ ქვეპუნქტები.

4. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35625 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

5. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35626 მუხლიდან ამოღებული იქნა მე-3 პუნქტი.

6. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35631 მუხლის პირველი პუნქტის "ა.ბ’’ და "ა.გ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

7. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35636 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

8. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35637 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

9. კანონპროექტის მეოთხე მუხლით განსაზღვრული 35638 მუხლის პირველი პუნქტის "ა.გ’’ და "ა.დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

10. კანონპროექტის მეხუთე მუხლით განსაზღვრული "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ა3’’ ქვეპუნქტშჲ სიტყვა "100” შეიცვალა სიტყვით "50”.

წარმოდგენილი შენიშნვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules