ოქმი #110

                                                     საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა   კომიტეტის სხდომის  
                                                                                                                                 ოქმი #110   
                                                                                                                                                                        26  დეკემბერი 2011 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:                     ოთარ თოიძე   ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გოდაბრელიძე გიორგი;

                                          ავთანდილ ლეკაშვილი;

                                                                                                 ზაალ გამცემლიძე;

                                          მამუკა სანებლიძე;

                                          გოჩა ენუქიძე;

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          კახა გეწაძე;

                                          ჯონდი ბაღათურია;                                                                   

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹8882; 09.12.2011): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹ 07-3/535; 09.12.2011) III მოსმენით განხლვა.

          მომხსენებელი: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და

                         სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

                          ოთარ თოიძე

2. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹ 07-3/536; 12.12.2011) II მოსმენით განხილვა.

          მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი                             

                         ზ. კუკავა

 სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. პირველი საკითხი სხდომაზე თავად კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ წარმოადგინა. სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹8882; 09.12.2011): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტზე გამოითქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი "საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ”, კანონპროექტის ამოქმედების ვადები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს აღნიშნულ კანონთან. აქედან გამომდინარე კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოყალიბებული "სამედიცინო-სოციალურის ექსპერტიზის” საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და  შენიშვნა გამოითქვა ასევე კანონპროექტის მე-3 მუხლთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვარი.  

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. ვინაიდან პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი "საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ”, კანონპროექტის ამოქმედების ვადები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს აღნიშნულ კანონთან. აქედან გამომდინარე კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოყალიბებული "სამედიცინო-სოციალურის ექსპერტიზის” საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. საქართველოს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება და უზრუნველყოს ამ სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.’’

2. შენიშვნა გამოითქვა ასევე კანონპროექტის მე-3 მუხლთან დაკავშირებითაც და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

"მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.’’

შემდეგი საკითხი, რომელიც სხდომაზე განიხილეს იყო საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹ 07-3/536; 12.12.2011). აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბატონმა ზვიად კუკავამ. მუხლობრივი განხილვისას სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები, რომლის გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა მისი მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, გაიყო ზემოაღნიშნული და შესაბამისად გადაინომრა პუნქტები. ამასთან "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” მოქმედი კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა "მ” ქვეპუნქტი, ასევე ამავე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად "კომპეტენტური სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებლია დაწესდეს მომსახურების საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასური გადახდისგან გათავისუფლების პირობები”.

2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტად ჩამოყალიბდა მოქმედ კანონშჲ ახალი 161 მუხლი. შესაბამისად გადაინომრა კანონპროექტის პირველი მუხლის პუნქტები.

3. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი "საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის” 39 მუხლის პირველი ნაწილის "ა3’’ და "ა4’’ ქვეპუნქტები შეიცვალოს შესაბამისად "ა4’’ და "ა5’’ ქვეპუნქტებად, ამასთან "ა4’’ პუნქტში სიტყვები "100 ლარს” შეიცვალა სიტყვებით "50 ლარს”.

4. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-4 და მე-5  პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

5. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოქმედი კანონის 35625 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად სამედიცინო მედიაციის სამასახურის მიერ გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიებები ცნობისა და აღსრულების გადაწყვეტილება სასამრთელოს უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

6. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოქმედი კანონის 35626 მუხლს დაემატა მე-2 და მე-3 პუნქტები.

7. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოქმედი კანონის "საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსს” დაემატა მუხლები და შესაბამისად გადაინომრა.

8. კანონპროექტის მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 35636 და 35638 მუხლები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

9. კანონპროექტის მე-6 და მე-7 მუხლები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა კანონპორექტის მეექვსე მუხლად  -  გარდამავალი და დასკვნით დებულებები.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules