| ოქმი # 108 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გოდაბრელიძე გიორგი; ავთანდილ ლეკაშვილი; ზაალ გამცემლიძე; მამუკა სანებლიძე; გოჩა ენუქიძე; მაგდალინა ანიკაშვილი; კახა გეწაძე; გიორგი გოგუაძე; კახა ოქრიაშვილი; სერგო ქიტიაშვილი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: რუსუდან კერვალიშვილი გიორგი წერეთელი ეროვნული უშიშროების საბჭო ლაშა დარსალია დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე’’ გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (07-3/540; 15.12.2011) განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი (¹1/377; 16.12.2011): "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” (¹07-1/330;16.12.2011) განხილვა. მომხსენებლი: ეროვნული უშიშროების საბჭო ლაშა დარსალია 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹8882; 09.12.2011): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/535; 09.12.2011) I მოსმენით განხლვა. მომხსენებელი: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე . სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდპმარის მოადგილეს ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს. რუსუდან კერვალიშვილი – მან კომიტეტის სხდომაზე გამოიტანა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე’’ გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” (07-3/540; 15.12.2011). როგორც მომხსენებელმა აღნიშნა დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე’’ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ¹1325-ს საქართველოსთვის უაღრესად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველო ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქვეყანაა, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და ეს ფაქტი აღიარებულია, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. რეზოლუცია შეეხება კონფლიქტისა და ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის (ლტოლვილების, დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის) იმ ნაწილს, რომლებსაც ქალები და გოგონები წარმოადგენენ. დადგენილების პროექტის მომზადება განპირობებულია გენდერული თანსაწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მოთხოვნიდან გამომდინარე. დადგენილების პროექტის მიზანია უზრუნველყოს გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 რეზოლუციის განხორციელებისათვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, ხელი შეუწყოს გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325 რეზოლუციის იმპლემენტაციასა და აღნიშნული რეზოლუციის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებების პრაქტიკული რეალიზება. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" განსაზღვრავს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რაც 2012-2015 წლებში შეიძლება განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში რეზოლუციის ვალდებულებების შესრულებისათვის, აღნიშნული თვალსაზრისით არსებული პრობლემების კვლევისა და ანალიზისათვის, ასევე მისი დაძლევისათვის ეფექტურ და ქმედით ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებისათვის. 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს რეზოლუციის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით: I - მონაწილეობა: გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციის და მართვის პროცესში; II – პრევენცია: კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის ძალადობის აღკვეთა; III – დაცვა: ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა ადამიანის უფლებების დაცვა, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; IV – დახმარება და რეაბილიტაცია – ქალთა სპეციფიკური საჭიროებების მოგვარება კონფლიქტურ და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში. სამოქმედო გეგმაში უმნიშვნელოვანეს ამოცანადაა დასახული ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა უსაფრთხოების და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. აღნიშნულ საკითხს ეხება პირველი მიმართულება, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სამშვიდობო კონტინგენტსა და პოლიციურ შენაერთებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, მათი ინფორმირებულობის გაზრდას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და სახალხო დიპლომატიის პროცესებისა და ამ პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას. სამოქმედო გეგმის მეორე მიმართულება მოიცავს ორ მიზანს, ესენია კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება და კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობის პრევენცია. სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის ძირითადი საქმიანობები და ღონისძიებები, რომელიც უნდა გაატაროს სახელმწიფომ დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად, როგორც კონფლიქტის პრევენციის მექანიზმების და ადრეული გაფრთხილების სისტემაში ქალთა საკითხების გათვალისწინების, ასევე ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების გზით. სამოქმედო გეგმის მესამე მიმართულება იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან იგი კონკრეტულად შეეხება იძულებით გადაადგილებულ და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების უფლებათა დაცვასა და დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მიმართულებით პროექტით გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო კონვენციებთან, აქტებთან, შეთანხმებებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის კვლევა ასევე დაზარალებულთა მართლმსაჯულებისადმი სრული ხელმისაწვდომობისა თუ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმის მეოთხე მიზანი ითვალისწინებს ომისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა დახმარებასა და რეაბილიტაციას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალები პირადად იღებდნენ გადაწყვეტილებას მათი სპეციფიკური საჭიროებების და პრიორიტეტების განსაზღვრასა თუ კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის, რეინტეგრაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების დაგეგმვაში, აქვეა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული საჭიროებების შესწავლა მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის დროს. გეგმის პროექტში ასევე მოცემულია იძულებით გადაადგილებული, ლტოლვილი და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისათვის არსებული ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ¹1325 (1820, 1888, 1889 და 1960) პოპულარიზაციას საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, მედია კამპანიების საშუალებით; სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას; წარმოდგენილია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებმაც კონკრეტული აქტივობების განხორციელებით უნდა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის განსაზღვრულ ვადაში შესრულება. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ¹1325-ის სამოქმედო გეგმის მიღება განამტკიცებს საქართველოს ურყევ ნებას განუხრელად აწარმოოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები და ადამიანის უფლებათა დაცვა კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომი პროცესების მშვიდობიანი გზით დარეგულირების საქმეში, ამ პროცესებში ქალთა მაქსიმალური ჩართვისა და მათი ინტერესების გათვალისწინების გზით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა და არც შენიშვნები გამოთქმულა. კომიტეტის თავმჯდომარემ დააფიქსირა მისი პოზიტიური დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ და როგორც მან აღნიშნა განსაკუთრებული მნიშვნელობა განაპირობულია იმ გარემოებებით, რომ საქართველო ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქვეყანაა, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ყოველივე ეს კი საფრთხის წინაშე აყენებდა ქალთა მოსახლეობას, მგრამ დიდი და სერიოზული მუშაობის ჩატარების შედეგად უაღრესად დიდი საფრთხე იქნა აცილებული და დაფიქსირებულია მხოლოდ ერთეული შემთხვევები. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი თვლის, რომ აღნიშნულ გეგმით გათვალისწინებული ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხში და კონფლიქტის დაკონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობის პრევენცია და მათი უფლებების დაცვა, ასევე იძულებით გადაადგილებული,ლტოლვილი და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისათვის არსებული ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია და მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შემდეგი საკითხი, რითაც სხდომამ გააგრძელა მუშაობა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი (¹1/377; 16.12.2011): "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” (¹07-1/330;16.12.2011). საკითხი სხდომაზე წარმოადგინა ბატონმა ლაშა დარსალიამ. როგორც მან აღნიშნა 2011 წლის დასაწყისში, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ეროვნული უშიშროების საბჭომ დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე. 2011 წლის 8 ნოემბერს დოკუმენტის პროექტი დამტკიცებული იქნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ. შემდგომ დოკუმენტი განხილული იყო ყველა დაინტერესებულ მხარესთან არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, საბოლოოდ იგი განხილული იქნა დასავლელ პარტნიორებთან. 2012 წლის 12 დეკემბერს კი დოკუმენტი საბოლოოდ იქნა მოწონებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ, რომელმაც მიიღო რეკომენდაცია დოკუმენტის დასამტკიცებლად. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა დოკუმენტში მე-12 თავი ეხება სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას. დოკუმენტის თანახმად საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ძლიერი სშუალო ფენის ჩამოყალიბებას. საქართველოს მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, სოციალური დაზღვევის ეფექტიანი სისტემის განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მიზნობრივ სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მიმართულებებს შედის: სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობებსების ხელშეწყობა, სამედიცინო განათლებიას და სერთიფიცირების სისტემის დახვეწა; ეპიდემიების პანდემიების პრევენციისა და მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, სოციალურად საშიშ დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის შემდგომი დახვეწის გზით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურებოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სხდომაზე აღნიშნული კონცეფციის განხილვისას შენიშვნები არ გამოუთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის” თაობაზე შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შემდეგ კომიტეტზე I მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის ნმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი (¹8882; 09.12.2011): "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” (¹07-3/535; 09.12.2011). საკითხი სხდომაზე წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. ოთარ თოიძე – როგორც მან აღნიშნა კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს შრომი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციამ და მის ბაზაზე, ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის საჭიროებამ. სააგენტოს ახალი სტატუსით დაფუძნება გარკვეულწილად იმეორებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული წარმატებული ადმინისტრაციულ ორგანოების პრქტიკას – იუსტიციის სისტემაში – საჯარო რეესტრის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროში – მომსახურების საგენტო; ფიინანსთა სამინისტროში – შემოსავლების სააგენტო და ა.შ. ახალი სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, მოიპოვებს მეტ დამოუკიდებლობას, რაც მას ანიჭებს მეტ მოქნილობას თავის საქმიანობაში, მაგ. მაკონტროლებელ ორგანოს თანხმობა, განსახვავებით საქვეუწყებო დაწესებუელბისაგან, დასჭირდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; იქმნება მეტად ორიენტირებული მოქალაქეების მოთხოვნილებების დროულ და ნაკლებად ბიუროკრატიული გზებით დაკმაყოფილებისკენ და მისი სერვისებით სარგებლობა მეტად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის – შესაძლებელი იქნება გარკვეული მომსახურების დაჩქარებული წესით მიღების საშუალება და ა.შ. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები სხდომაზე არ გამოთქმულა გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მხარს უჭერს მისი I მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა გიორგი წერეთელმა წარმოადგინა ინფორმაცია "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" და მისი თანხლები კანონპროექტების: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"; "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ; "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან, სამუშაო შეხვედრები გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში შეთანხმდებიან ყველა საკითხზე, რის შემდეგაც კომიტეტს შესაძლებლობა ექნება კომიტეტის სხდომაზე განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით.
ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა |






