| ოქმი #107 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე კომიტეტის წევრები: გოდაბრელიძე გიორგი; გოჩა ენუქიძე; ჯონდო ბაღათურია; ზაალ გამცემლიძე; მამუკა სანებლიძე; კახა გეწაძე; სერგო ქიტიაშვილი; გიორგი გოგუაძე; კახაბერ ოქრიაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის რუსუდან კემულარია მოადგილე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ხათუნა კაპანაძე ახალგაზრდა იურისტთა ნონა ქურდოვანიძე ასოციაცია დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/355; 01.12.2011): "საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსადა კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” (07-1/324; 01.12.2011).
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/277; 02.12.2011): "კურორტებისა და საკურორტოადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/389; 02.12.2011). მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ხათუნა კაპანაძე
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/281; 02.12.2011): "იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/393; 02.12.2011). მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ხათუნა კაპანაძე
4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტშიცვლილების შეტანის შესახებ” წარდგენა. სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ რუსუდან კემულარიას. რუსუდან კემულარია – მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს სლოვაკეთის რესპუბლიკა. წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) მოდელს. მოდელის შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების და კაპიტალის დაბეგვრა შემოსავლების წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლების წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსახვავებული ნორმების დაწესებას. თუმცა, პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 6) შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივ საკანომდებლო აქტებთან მიმართებაში. საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატეს იურიდიულ ძალას აღიარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც. შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. დასასრულს მომხსნებელმა დაკვნის სახით აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ "საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმების პროექტი შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გაფორმება. კომიტეტმა განიხილა რა "საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმება მის მიმართ შემიშვნები არ გააჩნია. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს "საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შემდეგი საკითხი, რითაც სხდომამ გააგრძელა მუშაობა იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/277; 02.12.2011): "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/389; 02.12.2011). საკითხი სხდომაზე წარმოადგინა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ხათუნა კაპანაძემ. მან განმარტა, რომ კანონპროექტის მომზადება განაპირობა სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს” სახელწოდების ცვლილებამ. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს” ნაცვლად, "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მითითებას”, ვინაიდან აღნიშნული სახელწოდება უფრო ზუსტად ასახავს მისი საქმიანობის არსს. კანონპროექტის მიზანი კი "საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს” სახელწოდების ცვლილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტს შენიშვნები არ გამოუთქვამს. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹1/277; 02.12.2011): "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საკითხი რითაც სხდომამ გააგრძელა მუშაობა იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/281; 02.12.2011): "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/393; 02.12.2011). აღნიშნული კანონპროექტი ასევე წარმოადგნა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ხათუნა კაპანაძემ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 1996 წელს, ითხოვს მთელი რიგი საკითხების სამართლებრივ დახვეწასა და საქართველოში არსებული დღევანდელი რეალობის ასახვას. სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო კანონპროექტი "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის მიღების მიზანია კანონში არსებული ხარვეზების გასწორება, მუხლების დახვეწა, ასევე თავებადობაში მოყვანა საქართველოში დღევანდელ რეალობიასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან. პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის სახელწოდებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”. ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ცნებაც, კერძოდ: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” (შემდგომში "დევნილი’’). კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სასაზღვრო სოფლების მოსახლეობას გარკვეული საფრთხე შეექმნებათ სტატუსის წარმოდგენილი დეფინიციით. კანონპროექტის მიღებისას ცნება დევნილისა მოექცევა ჩარჩოში, რომლის თანახმადაც დევნილად ჩაითვლება პირი, რომლიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. სასაზღვრო სოფლების მცხოვრები კი, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები და ვერ შედიან, ხოლო ტერიტორია არ არის აღიარებული ოკუპირებულად, დაკარგავენ დევნილის სტატუსს. როგორც იურისტმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლეობში მიმდინრეობს დავები. მათი აზრით ან უნდა დარჩეს მოქმედი რედაქციით დევნილის დეფინიცია ან ამოღებული უნდა იქნას სიტყვები: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან’’. კანონპროექტის მომხსენებლის - ხათუნა კაპანაძის განმარტებით ცვლილების შემდგომ არავის მდგომარეობა არ გაუარესდება. ოთარ თოიძე – მან აღნიშნა, რომ საკითხი მეტად სერიოზულია და მისაღებია გონივრული გადაწყვეტილება, ისე რომ არ დაირღვეს არც დევნილთა და არც მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანების უფლებები. მაგრამ ამავე დროს უნდა იმსჯელონ არ გახდეს ეს ადამიანები ხელოვნურად დევნილები და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ იმ სოფლებს, რომლებიც ოკუპირებულად არ არიან აღიარებული. მისი აზრით საკითხი, თუ რას ითხოვენ და გვთავაზობენ ახალგაზრდა იურისტები საფუძვლიანად უნდა მოამზადონ და კომიტეტი მზადაა საკითხის განსახილველად. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹1/281; 02.12.2011): "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოთარ თოიძე – მან სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”. აქვე განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესდებულება – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციამ და მის ბაზაზე, ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის საჭიროებამ. გადაწყვიტეს (ერთხმად): მიზანშეწონილად ჩაითვალოს არსებული წესით, კომიტეტის სახელით წარმოდგენილ კანონპროექტზე: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივის განხორცილება. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა |






