ოქმი #105

საქართველოს პარლამენტის 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

კომიტეტის  სხდომის ოქმი  #105 

 

 

                                                   8 ნოემბერი   2011წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        გ. ენუქიძე,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  ა. ლეკაშვილი,

                                                  მ. სანებლიძე

                          დღის წესრიგი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგდენილი კანონპროექტები "ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ, "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”

                      მომხსენებელითამარ მარტიაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე.

2.  საორგანიზაციო საკითხები.

3. საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე. II მოსმენით განხილვა.

                        მომხსენებელიგიორგი გოდაბრელიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი

4. საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. III მოსმენით განხილვა.

მომხსენებელიგიორგი გოდაბრელიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი

  1. მოისმინეს: თამარ მარტიაშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგდენილი კანონპროექტების "ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ, "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.”

აზრი გამოთქვეს: გ.გოდაბრელიძემ, ო. თოიძემ, ჯ.ბაღათურიამ.

გადაწყვიტეს (ერთხმად)

მომზადებულად ჩაითვალოს კანონპროექტები  "ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ,” და "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მხარი დაეჭიროს მათ განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

   2. მოისმინეს: ოთარ თოიძის ინფორმაცია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბატონ გურამ მისაბიშვილის დანიშვნამ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორად, გამოიწვია მისი სადეპუტატო უფებამოსილების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტი თავის წევრთაგან, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.

  კომიტეტის თავმჯდომარემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელა ბატონი გიორგი გოდაბრელიძის, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა ბატონი გოჩა ენუქიძის  კანდიდატურა.

  კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.

კენჭისყრის შედეგები:

 

  • კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 12 დეპუტატი;
  • სხდომას დაესწრო 7 დეპუტატი;
  • კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 7 დეპუტატმა;
  • კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა 7-მა დეპუტატმა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

  • დამტკიცდეს კენჭისყრის შედეგები.
  • საქართველოს პარლამენტის ჯანმრეთელობის დაცვისა და სიციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა ბატონი გიორგი გოდაბრელიძე.
  • საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ბატონი გოჩა ენუქიძე.

 

 3.  მოისმინეს:  ბატონი გიორგი გოდაბრელიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის  "სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი განიხილეს III მოსმენით.  აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

მომზადებულად ჩაითვალოს კანონპროექტი " სახელმწიფო პენსიის შესახებ” და მხარი დაეჭიროს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. მოისმინეს:  ბატონი გიორგი გოდაბრელიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე.

  კანონპროექტი განხილულ იქნა II მოსმენით და  შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად).

  მომზადებულად ჩაითვალოს კანონის პროექტის "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე და მხარი დაეჭიროს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარე

ოთარ თოიძე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.

 
modules