| ოქმი #103 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #103 26 ოქტომბერი 2011წ. სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გიორგი გოდაბრელიძე მაგდალინა ანიკაშვილი ჯონდო ბაღათურია ზაალ გამცემლიძე კახა გეწაძე ავთანდილ ლეკაშვილი მამუკა სანებლიძე სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი (¹1/206;09.09.2011):"იოდისა და სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,”"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,”" ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,” "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,” " იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "წყლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,”" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.,” "სამშენებლო საქმიანობის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”ცვლილების შეტანის თაობაზე,” "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,”" საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი 2. საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე. /საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივა/ მომხსენებლები: პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძე 3. ინფორმაცია ეპილეფსიასთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წერილობითი დეკლარაციის შესახებ. მომხსენებლები: პარლამენტის წევრი ოთარ თოიძე სხდომა გახსნა ბატონმა ოთარ თოიძემ. იგი მიესალმა სხდომის მონაწილეებს, და გააცნო დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ბატონ გიორგი გოდაბრელიძეს.,მან კომიტეტს გააცნო საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე." კანონპროექტს ემატება მუხლი ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაციის თაობაზე. კერძოდ, 2011 წლის 1 ნოემბრამდე მოქალაქეების მიერ არასწორად მიღებული სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის თანხები ლეგალიზაციას დაექვემდებარება, ხოლო ამავე თარიღამდე კომპენსაციებიდან და სტიპენდიებიდან დაკავებული თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება. გია ხუროშვილი გამოთქვა ინიციატივის მხარდაჭერა და აღნიშნა საკითხის მორალური მხარე.პენსიონერთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. და საპენსიო ამნისტია იქნება ერთჯერადი ღონისძიება, მოქალაქეებმა რომლებიც მიმართავენ სოციალურ სამსახურს უნდა წარადგინონ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია., რათა შემდგომში გამოირიცხოს სამართალდარღვევები. მაგდა ანიკაშვილი – რა დამატებითი ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. ოთარ თოიძე დაინტერესდა, თუ როგორი დინამიკაა წინა წლებთან შედარებით ასეთი შემთხვევების რაოდენობის მხრივ. გიორგი გოდაბრელიძეს. – პრევენცია შესაძლებელია სახაზინო სამსახურისა და სოციალური სააგენტოს მონაცემთა ბაზების თანხვედრით და კანონმქვემდებარე აქტებით. წინა ამნისტიის დროს გაცილებით მეტი რაოდენობა. გადაწყვიტეს (ერთხმად):კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ ინიციატივას. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ბატონ გია ხუროშვილს მან კომიტეტს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "იოდისა და სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,”"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,”" ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,” "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,” " იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "წყლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,”" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.,” "სამშენებლო საქმიანობის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”ცვლილების შეტანის თაობაზე,” "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,”" საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მომხსენებელმა აღნიშნა, არაჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ხელისუფლების, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. კონკურნციის სააგენტო ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მოხდა მისი ფუნქციების გადახედვა, ამას აქვს ორი მთავარი მიზანი: პირველი არის მთავრობა არ ჩაერიოს კერძო სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებში, იმ დონეზე, რომ, ადამიანებმა ვეღარ შეძლონ თავისუფალი მეწარმეობის განვითარება და მეორე არაჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობამ მიიღო გადაწყვტილება, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის მიმართვის უფლება ექნება ნებისმიერ პირს. სააგენტოს ენიჭება დაზარალებული პირის დამხმარის ფუნქცია, რომ მან სრულყოფუილად მოიკვლიოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ორივე მხარემ ერთად მიმართოს სასამართლოს, რათა სასამართლომ დაადასტუროს ან უარყოს არაჯანსაღი კონკურენციის არსებობა. ეს არის ერთგვარი ბალანსი, როდესაც სახელმწიფო ერვა არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრაში და მოხდეს ბაზარზე არსებული ჯანსაღი კონკურენციის დაცვა რაიმე ტიპის ბიუროკრატიული ჩარევისაგან. ეს არის ამ პაკეტის შემადგენელი ნაწილი, გამომდინარე კანონპროექტები მოიცავს ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. აზრი გამოთქვეს გიორგი გოდაბრელიძემ, მაგდა ანიკაშვილმა. გადაწყვიტეს(ერთხმად):კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტების მიმართ შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს მათ განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს წარუდგინა მსოფლიო ეპილეფსიის ლიგის პრეზიდენტი ბატონი ნიკო მოშე, მსოფლიო ეპილეფსიით დაავადებულთა ლიგის პრეზიდენტი მაკლ ლინი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფსიქიკური, ნევროლოგიური და წამალთმოხმარების დივიზიის უფროსი ქალბატონი ტარუნ დუა და საქართველოში მიმდინარე სემინარის სხვა მონაწილეები. ევროპარლამენტი ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლასა და წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის ეროვნულ პროგრამებში მონაწილეობას განაგრძობს. დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაციის "ეპილეფსია და გარემო – საქართველოსა” და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე დელეგაციის წევრებმა საქართველოში ეპილეფსიის მკურნალობის შედეგები შეაფასეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის განმარტებით, ეპილეფსია ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა. მსოფლიო მოსახლეობის საშუალოდ 1% ეპილეფსიითაა დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევის 70%-ში დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და პაციენტებს სიცოცხლის ჩვეულ რიტმში გაგრძელების საშუალება აქვთ, მათი უმრავლესობა არ იღებს საჭირო მკურნალობას. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ეპილეფსიის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ განვითარებულ ქვეყნებს შორისაც. ეპილეფსიით დაავადებულნი და მათი ოჯახის წევრები ხშირად სტიგმის გამო იტანჯებიან და ზოგადად, ეპილეფსია ასოცირდება სულიერ დაავადებასთან, რაც ხშირად სწორი მკურნალობის ნაკლებობის ბრალია და პაციენტი სოციალური იზოლაციისკენ მიჰყავს. "იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, ევროპარლამენტმა ახლახანს მიიღო ევროპული დეკლარაცია ეპილეფსიის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, წახალისდეს ეპილეფსიის კვლევა და ნოვაციები პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში",- განაცხადა ოთარ თოიძემ. ოთარ თოიძე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარნაზიშვილი სხდომის მდივანი |






