| ოქმი #102 |
|
აქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #102 12 ოქტომბერი 2011წ. სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გ. გოდაბრელიძე კომიტეტის წევრები გ. მისაბიშვილი მ. ანიკაშვილი გ. გოგუაძე ჯ. ბაღათურია ზ. გამცემლიძე კ. გეწაძე ს. ქიტიაშვილი
სხდომის დღის წესრიგი:
2011 წლის 12 ოქტომბერი 12 სთ. ი.ჭავჭავაძის სახ. დარბაზი
1. ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის, ჰოსპიტალურ სექტორში და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. მომხსენებელი: ანდრია ურუშაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი შეთანხმების (¹1/283; 04.10.2011): "საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" (¹07-1/309; 04.10.2011) განხილვა. მომხსენებელი: რუსუდან კემულარია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
3. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოდაბრელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/433; 29.04.11) პირველი მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: გიორგი გოდაბრელიძე საქართველოს პარლამენტის წევრი
სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს რუსუდან კემულარიას, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი შეთანხმება (¹1/283; 04.10.2011): "საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" (¹07-1/309; 04.10.2011). რ. კემულარია: ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ინდოეთის რესპუბლიკა. წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოდელს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ შეთანხმებას. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გოდაბრელიძეს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა "საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოდაბრელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/433; 29.04.11). აღნიშნული პროექტის მიხედვით, 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მიხეილ დოლიძეს, რომელმაც კომიტეტს წარმოუდგინა ინფორმაცია ჰოსპიტალურ სექტორში და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ დეტალურად წარმოადგინა ჰოსპიტალური სექტორის (2010-2013წწ.) განვითარების გეგმა. მ. დოლიძე: სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება 2013 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით უნდა შეიქმნას 150 სამედიცინო ცენტრისგან შემდგარი მოდერნიზებული ქსელი: - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკებით; - ამბულატორიული მომსახურებით; - პრე-ჰოსპიტალური სერვისებით • რეფერალურ პრინციპზე დაყრდნობით; • უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების სრულ დაფარვას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით; • გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს • ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების განვითარებას მიმდინარე რეფორმის ფარგლებში უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს 50–მდე კლინიკა: თბილისი – "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი” თბილისი – "ნიუჰოსპიტალსი” თბილისი – "ნეოკლინიკა” თბილისი – "თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა” თბილისი – ”კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი” თბილისი – "ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე– ქევანიშვილის კლინიკა” თბილისი – "გ. ჟვანიას პედიატრიული კლინიკა” თბილისი – "მედი ქლაბ ჯორჯია” თბილისი – მაღალტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა "ნეიროქირურგი" სამეგრელო–ზემო სვანეთი – აბაშის საავადმყოფო აჭარა – მესაზღვრეთა საავადმყოფო "მედინა” ამბროლაურის საავადმყოფო და ა.შ.
მშენებლობა/რენოვაციის პროცესშია 100–ზე მეტი კლინიკა, რომელთა დიდი ნაწილი ფუნქციონირებას დაიწყებს 2011 წელს, ნაწილი კი 2012-13 წლებში.
ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების მიმდინარე მონიტორინგი: აჭარა – ბათუმი – საავადმყოფო 100 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს აჭარა – ქობულეთი – საავადმყოფო 70 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. აჭარა – ჩაქვი – საავადმყოფო 20 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. აჭარა – ქედა – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. იმერეთი – ქუთაისი – საავადმყოფო 94 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. იმერეთი – ზესტაფონი – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. იმერეთი – სამტრედია – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. იმერეთი – ჭიათურა – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. იმერეთი – ტყიბული – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. იმერეთი – თერჯოლა – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. გურია – ოზურგეთი – საავადმყოფო 50 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. სამცხე–ჯავახეთი – ბორჯომი – საავადმყოფო 32 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. სამცხე–ჯავახეთი – ბაკურიანი – საავადმყოფო 5 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. სამცხე–ჯავახეთი – ადიგენი – საავადმყოფო 20 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – საგარეჯო – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – გურჯაანი – საავადმყოფო 70 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – ახმეტა – საავადმყოფო 20 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – ყვარელი – საავადმყოფო 30 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – ლაგოდეხი – საავადმყოფო 20 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კახეთი – წნორი – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. მცხეთა–მთიანეთი – მცხეთა – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. მცხეთა–მთიანეთი – დუშეთი – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. მცხეთა–მთიანეთი – თიანეთი – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. მცხეთა–მთიანეთი – ყაზბეგი – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. სამეგრელო–ზემო სვანეთი – ჩხოროწყუ – საავადმყოფო 15 საწოლზე. სამეგრელო–ზემო სვანეთი – მარტვილი – საავადმყოფო 15 საწოლზე. სამეგრელო–ზემო სვანეთი – სენაკი – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. სამეგრელო–ზემო სვანეთი – ფოთი – საავადმყოფო 70 საწოლზე - დასრულდება 2012 წელს. რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ონი – საავადმყოფო 15 საწოლზე დასრულდება 2011 რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ცაგერი – საავადმყოფო 25 საწოლზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს შიდა ქართლი – ხაშური – საავადმყოფო 30 საწოლზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს. შიდა ქართლი – კასპი – საავადმყოფო 15 საწოლზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – თეთრიწყარო – საავადმყოფო 15 საწოლზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – მარნეული – საავადმყოფო 25 საწოლზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – წალკა – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – გარდაბანი – საავადმყოფო 25 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – დმანისი – საავადმყოფო 15 საწოლზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. ქვემო ქართლი – "რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო” - დასრულდება 2012 წელს. თბილისი – მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი "ლანცეტი" დასრულდება 2013 წელს. კონსოლიდაციის პროექტი – 4 განახლებული კლინიკა გ. ჟვანიას სახ. კლინიკის ბაზაზე - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. კონსოლიდაციის პროექტი თბილისში – 14 განახლებული კლინიკა ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე დასრულდება 2011 წლის ბოლოს. თბილისი – "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" - დასრულდება 2011 წლის ბოლოს. თბილისი – "უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი” - დასრულდება 2012 წელს. თბილისი – ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინი” - დასრულდება 2012 წელს. ახალი ნაციონალური სტანდარტი - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილება: - ინფრასტრუქტურა - აპარატურა - სამედიცინო ინჟინერია - ადამიანური რესურსი საერთაშორისო სტანდარტები - სამედიცინო არქიტექტურული და საინჟინრო ტექნოლოგიების იმპორტი მთლიანად ინვესტიციების მოცულობა აღწევს 1.2 მილიარდ ლარს მხოლოდ საინვესტიციო პროექტებში დასაქმებულია 15’000 ადამიანი ფარმაცევტული სექტორი
რამ განაპირობა 2009-2011 წლებში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები? • ადმინისტრაციული ბარიერები • ფასების ზრდის ტენდენცია • კონკურენციის ნაკლებობა • ხელმისაწვდომობის პრობლემა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები: • გამარტივდა ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლა და ხარისხიანი პროდუქტის იმპორტი: – ამოქმედდა რეგისტრაციის გამარტივებული (აღიარებითი) რეჟიმი – გამარტივებულ რეჟიმს დაექვემდებარა მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებელი ორგანოების მიერ საკუთარ ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტი – შესაძლებელი გახდა "პარალელური იმპორტით” - შეტყობინების რეჟიმით უკვე დარეგისტრირებული, მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე დაშვება – შემცირდა რეგისტრაციის პროცედურების ხანგრძლივობა • ხელი შეეწყო ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციის და რეალიზაციის ქსელის გაფართოვებას: – სანებართვო რეჟიმს დაექვემდებარა მხოლოდ ავტორიზებული აფთიაქი – მოხდა სანებართვო პირობების ოპტიმიზაცია – მედიკამენტების რეალიზაციის უფლება მიენიჭა სამედიცინო პერსონალს სოფლად – OთIშ-ის (III) ჯგუფის პრეპარატები რეალიზაცია ნებადართული იქნა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები • განისაზღვრა ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური და მოქნილი მექანიზმები: – სავალდებულო სერიული აღრიცხვა დისტრიბუციის ყველა რგოლში – რეალიზატორების აღნუსხვა – რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი • გაიზარდა ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – შეიქმნა და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა უწყებრივი რეესტრი საქართველოს ბაზარზე დაშვებული მედიკამენტების შესახებ • გაიზარდა მომხმარებლის/პაციენტის დაცულობა – მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ – დამტკიცდა რეცეპტის (ფორმა №3) უნიფიცირებული ფორმატი და გამოწერის წესი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N 188 დადგენილება • 1. ევროპის წამლების სააგენტო • 2. შემდეგი ქვეყნების ფარმაცევტულიპროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები: • ა) ამერიკის შეერთებული შტატები; • ბ) ავსტრალიის თანამეგობრობა; • გ) ავსტრიის რესპუბლიკა; • დ) ახალი ზელანდია; • ე) ბელგიის სამეფო; • ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა; • ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; • თ) დანიის სამეფო; • ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; • კ) ესტონეთის რესპუბლიკა; • ლ) ესპანეთის სამეფო; • მ) ირლანდია; • ნ) იტალიის რესპუბლიკა; • ო) იაპონია; • პ) ისლანდიის რესპუბლიკა; • ჟ) კანადა; • რ) კვიპროსის რესპუბლიკა; • ს) კორეის რესპუბლიკა; • ტ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; • უ) ლატვიის რესპუბლიკა; • ფ) ლიტვის რესპუბლიკა; • ქ) მალტის რესპუბლიკა; • ღ) ნორვეგიის სამეფო; • ყ) ნიდერლანდების სამეფო; • შ) პორტუგალიის რესპუბლიკა; • ჩ) პოლონეთის რესპუბლიკა; • ც) რუმინეთი; • ძ) საფრანგეთის რესპუბლიკა; • წ) საბერძნეთის რესპუბლიკა; • ჭ) სლოვენიის რესპუბლიკა; • ხ) სლოვაკეთის რესპუბლიკა; • ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა; • ჰ) ფინეთის რესპუბლიკა; • ჰ1) შვედეთის სამეფო; • ჰ2) შვეიცარიის კონფედერაცია; • ჰ3) ჩეხეთის რესპუბლიკა. შედეგები: ფარმაცევტული ბაზრის განვითარების დინამიკა გაიზარდა:
სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ " სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო”-ს ხელმძღვანელს თამარ მახარაშვილს, რომელმაც კომიტეტს წარმოუდგინა ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. თ. მახარაშვილი: • 2010 წლის 1 იანვრიდან ფუქნციონირება დაიწყო სსიპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტომ".
• 2011 წლის 1 იანვარს სააგენტოს შეეცვალა სახელი და ეწოდა სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო”. სააგენტოს მისიაა ხელი შეუწყოს მთავრობის პრიორიტეტებს – ბენეფიციარების საზოგადოებასა და ოჯახებში ინტეგრაციას და ამავდროულად გააუმჯობესოს მათი ამჟამინდელი ყოფა. სააგენტოს მიზანია მოახდინოს როგორც მოკლევადიანი ( პირველადი საჭიროებების– კვება, ჩაცმა, გარემონტება და ა.შ), ასევე გრძელვადიანი (ოპტიმიზაცია, რეინტეგრაციის ხელშეწყობა) გეგმების განხორციელება. სააგენტოს უპირველესი ამოცანაა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ფილიალებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის. 2010 წლის იანვარში სააგენტო 1568 ბენეფიციარს ემსახურებოდა, მათ შორის: ჩვილები – 146 ბავშვები 6–18 წლამდე – 1040 შშმ ბავშვი 6–18 წლამდე – 78 შშმ პირი, 18 წელს ზემოთ– 167 ხანდაზმული – 137 რეინტეგრაციის, სკოლა–პანსიონების დახურვისა და ხანდაზმულთა პანსიონატში ახალი ბენეფიციარების დამატების ფონზე 2011 ოქტომბრის მდგომარეობით ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 1309. 0-6 წლამდე -167 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი - 25 6–18 წლამდე–533 ქუჩის ბავშვი–34 დღის ცენტრი – 145 შშმ ბავშვი 6–18 წლამდე – 64 შშმ პირი, 18 წელს ზემოთ– 180 ხანდაზმული – 161 სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურების (სერვისების) მიწოდებას ფილიალებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის: • ბაზისური დახმარება – პირველადი მომსახურება (კვება, ჩაცმა, ჰიგიენა,უსაფრთხოება) • ფსიქოლოგიური დახმარება – ყველა ფილიალს ჰყავს ფსიქოლოგი • ფორმალური განათლების ხელშეწყობა– გაკვეთილების მომზადება • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა–სხვადასხვა წრეებით მომსახურება ( მუსიკა, ცეკვა, თექა, ხატვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, კერამიკა, ხეზე კვეთა) • პროფესიული უნარების განვითარება – კომპიუტერის და ენის უნარები. • ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება–თვითმოვლა, პირადი ჰიგიენა. (შევისყიდეთ სტილისტის მომსახურება) – ჯანდაცვა – იმ სამედიცინო მომსახურებების შესყიდვა, რომელსაც არ ანაზღაურებს დაზღვევა (სტომატოლოგია, რეაბილიტაცია, ოპერაციები). • ინტერაქტიული აქტივობები – სხვადასხვა ღონისძიებები:ფესტივალი, მხიარული სტარტები, თეატრი, კინო და სხვა. • ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შემუშავება და განხორციელება. • სააგენტო საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალს (ტერიტორიულ ერთეულს) ემსახურება. პერსონალი • გაიზარდა ბენეფიციარზე ორიენტირებული პერსონალის საშტატო რიცხოვნობა. • ბენეფიციარების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით ყველა ფილიალს დაემატა ფსიქოლოგის შტატი. პერსონალი: • 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თანამშრომელთა შეფასება მათი შემდგომი გადამზადების მიზნით, რომელიც განახორციელა უცხოური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ (შავე ტჰე ჩჰილდრენ, OUღ HOME, ჩჰილდრენ ოფ Gეორგია, Eვერყცჰილდ, ჭორლდ Vისიონ, თჰე Fირსტ სტეპ) UNIჩEF–ის დაფინანსებით. ამავე კოალიციამ უზრუნველყო პერსონალის გადამზადებაბავშვზე ზრუნვის სატნდარტების შესაბამისად • UშAID–ის დაფინანსებით ჭOღLD LEAღNING – FOღEჩAშთ დახმარებით განხორციელდა სააგენტოს (ცენტრალური აპარატი, ფილიალები) მენეჯმენტის შეფასება. აღნიშნული ემსახურებოდა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობას. • ჭორლდ Vისიონ-ის დახმარებით გადამზადებულ იქნენ ფილიალებში დასაქმებული ფსიქოლოგები. • Hელსინკი Fოუნდატიონ ფორ Hუმან ღიგჰტს-ს დახმარებით დატრეინინგდა და გადამზადდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან უშუალოდ მომსახურე პერსონალი (მომვლელები, ფსიქოლოგები). პერსონალმა ტრეინინგი გაიარეს როგორც საქართველოში, ასევე პოლონელი მეგობრების სამუშაო გამოცდილებას გაეცნენ ადგილზე – პოლონეთში. • ჩჰილდრენ ოფ Gეორგია–ს დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების სწავლების კუთხით გადამზადდა შესაბამისი პერსონალი. • IOM–თან ერთად სააგენტოში დასაქმებულ უფროს აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტეინინგი ტრეფიკინგის თემაზე. ხელფასები • სააგენტომ შექმნისთანავე დაიწყო მუშაობა ხელფასების ერთიანი სტანდარტიზირებული ფორმის შემოღებაზე. ვინაიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ბავშვთა სახლებში სხვადასხვა სახელფასო განაკვეთებით სარგებლობდნენ ერთიდაიგივე პოზიციაზე მომუშავე პერსონალი. • სპეციფიკის გათვალისწინებით გათანაბრდა და 2010 წლის ივლისში 20%–ით გაიზარდა ფილიალებში დასაქმებული პერსონალის ხელფასები, რამაც 58 000 ლარით გაზარდა ყოველთვიური სახელფასო ფონდი. • 2011 წელს სააგენტომ ბენეფიციარზე ორიენტირებული პერსონალის ხელფასების ზრდა კვლავ განახორციელა. შესყიდვა:
• ცენტრალური მენეჯმენტის პირობებში ფინანსებისა და შესყიდვების ცენტრალიზების მიზნით 2010–2011 წელს ჩატარდა ტენდერები (კვება, საკანცელარიო საქონელი, პირადი ჰიგიენის საგნები, მედიკამენტები, საწვავი, სამეურნეო საქონელი და რბილი ინვენტარი), რის შედეგადაც გაიზარდა მიწოდებული პროდუქციის ხარისხი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგა თანხები. • გამარტივდა და მოქნილი გახდა მიწოდების მონიტორინგის მექანიზმი. ინიციატივები: • 2010 წლის 1 ივნისიდან, ობოლ ბავშვებს 55 ლარიანი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს 80 ლარიანი პენსია დაენიშნათ, რომელსაც ისინი სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას აიღებენ. • პენსია დაენიშნათ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ პირებსაც, კერძოდ ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. • სააგენტოს ინიციატივითა და სამინისტროს მხარდაჭერით დაზღვეულ იქნა არამარტო მზრუნველობამოკლებული ბავშვები, არამედ ყველა ბენეფიციარი (შშმ პირი, ხანდაზმული) მათი ჩარიცხვის დღიდან. • სააგენტოს ინიციატივით მზადდება დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციართა ჩარიცხვის წესი. 2010 წლამდე არ იყო განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სერვისების მიწოდება პირთა შეზღუდვის ხარისხის მიხედვით. ამ მიზნით ჩატარდა პანსიონატებში მცხოვრები შშმ პირების ხელახალი სამედიცინო გამოკვლევა (ქცევითი აშლილობა) და დიაგნოსტიკა , რომლის საფუძველზეც პანსიონატები დაიყო 3 კატეგორიად: I კატეგორია– დუშეთი– ფიზიკური შეზღუდვები და მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბენეფიციარები II კატეგორია – მარტყოფი– გონებრივი ჩამორჩენა და საშუალო სიმძიმის შეზღუდვების მქონე ბენეფიციარები. (ამოქმედდება ა/წლის ზაფხულიდან). III კატეგორია – ძევრი– მძიმე შეზღუდვების მქონე პირები მენტალური პრობლემებით– ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები. 2010–2011 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები: ტელემარათონი: • ტელემარათონი "მზერა "– მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და ჩვენი ესტრადის ვარსკვლავები. მარათონიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა 27 000 ლარი • ტელემარათონი "მინდა გიმღერო რამე” – მონაწილეობდნენ პანსიონატში მცხოვრები შშმ პირები და ჩვენი ეტრადის ვარსკვლავები. მარათონიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა 56 000 ლარი. • სააგენტოს მიერ სულ ჩატარებული იქნა 210 ღონისძიება. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები • არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველ ნაბიჯის” უშუალო დახმარებით შემუშავებულ და სტანდარტიზებულ იქნა ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა, მათ შორის ბავშვისინდივიდუალური მომსახურების გეგმა. • განისაზღვრა ჯგუფში ბენეფიციართა ზღვრული ოდენობა და აღმზრდელთა თანაფარდობა. ჯანდაცვა • შეიქმნა ფილიალებში ერთიანი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი. • ამჟამად მიმდინარეობს ექიმების ნუტრიციოლოგიაში კვალიფიკაციის მინიჭების საკითხზე მუშაობა, კვების ნორმების დანერგვისათვის. ტრეინინგები ბენეფიციართათვის
• ჭორლდ Vისიონ –თან თანამშრომლობით 17 ბავშვთა სახლის 15–18 წლის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები ტრეფიკინგის თემაზე. • გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინასებითა და ორგანიზაცია "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის" (IჩჩN) დახმარებით ჩატარდა ტრეინინგი გენდერის თემაზე "დავძლიოთ გენდერული ძალადობა საქართველოში"–დიღმის ბავშვთა სახლის, "მომავლის სახლისა" და "სათნოების" აღსაზრდელებისათვის • Aლტერნატივეს ტო Vიოლენცე Pროჯეცტ დახმარებით ჩატარდა ტრენინგები ძალადობის თემაზე წყნეთისა და მომავლის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის. ბენეფიციართა დასაქმება • კავშირი "LIVE ჩHANჩE” დახმარებით –ბენეფიციარები ეუფლებიან ავტოშემკეთებლის პროფესიას, ასევე ჭრა–კერვის, კულინარიის, ხელსაქმის, თიხაზე მუშაობის კურსების შესწავლა კოჯრის ბენეფიციარებისათვის. • აუდიტორულ–ბუღალტრული კომპანია "BG+”დახმარებით დაინტერესებული ბენეფიციარები ეუფლებიან ბუღალტრის პროფესიას. • ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ბავშვთა სახლ "სათნოების” ბენეფიციარები სწავლობენ ამ პროფესიას. • IOM დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დასაქმების ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 19 "გადაზრდილმა” ბენეფიცარმა.მათი ნაწილი სურვილის შესაბამისად გადის პროფესიულ მომზადებას. • სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტთან. 18 წელს მიღწეული ბენეფიციარები 2011 წლის მაისიდან გადიან ერთწლიან ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს და სურვილის შემთხვევაში დასაქმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. • ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ბენეფიციარები დასაქმდებიან ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა პოპული შერატონ მეტეხი პალასი და სხვა. • "ორიფლეიმის” მხარდაჭერით ბენეფიციარები ეუფლებიან სტილისტის პროფესიას • ეწერის ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების და სპეციალობის შესწავლის მიზნით "ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის” მიერ დაფინანსდა სტილისტის სპეციალობის შემსწავლელი ჯგუფი. მათ მიერ სწავლების უზრუნველყოფისთვის გარემონტდა დღის ცენტრის ფართი კერძოდ 18მ2, მათვე უზრუნველყვეს საჭირო მასალის შემოტანა და აღნიშნული წრის მასწავლებლის დაფინანსება.
განხორციელებული პროექტები • 2010 წლის ზაფხულში რეინტეგრაციის შედეგად მოხდა დუშეთის ბავშვთა სახლიდან ბენეფიციარების სრული გაყვანა. აღნიშნული დაწესებულება სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნა შშმპ პანსიონატად. • 2010 წლის 8 დეკემბერს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში შეყვანილ იქნა 40–მდე ახალი ბენეფიციარი, რომლითაც გარკვეულწილად გადაიჭრა წლების განმავლობაში რიგში მდგარი ხანდაზმულთა პრობლემა. • 2011 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის დაგეგმილია მარტყოფის შშმპ პანსიონატში 58 შშმპ ბენეფიცარის ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაყვანა.აღნიშნული უზრუნველყოფს რიგში მდგომი ხანდაზმულების პანსიონატში მიღებას. • გაიხსნა წეროვანის ბავშვთა სახლი. • გაიხსნა თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი. 2012 წელს დაგეგმილი პროექტები • 2012 წლის 1 იანვრიდან რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება რეორგანიზებულ იქნება სოციალურ სახლად და იგი მოემსახურება 30–მდე გადაზრდილ ბენეფიციარებს და დღეს დაწესებულებაში მცხოვრები 17–18 წლის ბავშვებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. სოციალური სახლი უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ასევე, პროფესიული გადამზადების ცენტრით, რათა მათ შეძლონ გახდნენ კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ასევე მიეხმარება სამუშაოს მოძიებაში. პროექტი ხორციელდება AშB-ს (Aრბეიტერ-შამარიტერ-Bუნდ) მხარდაჭერით. • დასავლეთში ბავშვთა კრიზისული ცენტრის გახსნა. • თბილისის კრიზისული ცენტრის სერვისების განვითარება და შენობის რეაბილიტაცია. • პალიატიური დაწესებულების შექმნა. ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება • ბენეფიციარების უსაფრთხო გარემოს უზრუნვეყოფის მიზნით ყველა ფილიალი აღიჭურვა სახანძრო სტენდებით.
მარტყოფის შშმპ პანსიონატი:
2010 წლის 25 მარტს გაიხსნა ფილიალი– მარტყოფის შშმპ პანსიონატი, რამაც მოაგვარა მნიშვნელოვანი პრობლემა სენაკის შშმ ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვები და გადაზრდილები ერთად ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში. გარემონტდა დაწესებულების შენობა, უზრუნველყოფილ იქნა წყლით, გაზითა და ცენტრალური გათბობით. აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ წყლის პრობლემა წარმოადგენდა არამარტო დაწესებულების, არამედ მთლიანად დასახლების პრობლემას. დღეს დაწესებულება მარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში. • 2010 წლის შემოდგომაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით და სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში, 2011 წლის აგვისტოში დასრულდა შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ოქტომბრის თვეში გაიხსნება ევროპული სტანდარტების დონის პანსიონატი, რომელიც მოემსახურება 70 ბენეფიციარს. დუშეთის შშმპ პანსიონატი
• 2010 წლის შემოდგომას გარემონტდა დუშეთის შშმპ პანსიონატის პირველი სართულის ერთი ფლიგელი, ასევე განხორციელდა წყლის რეზერვუარის კაპიტალური რემონტი, ვინაიდან დუშეთის რაიონში არსებობს წყლის პრობლემა და იქ მოსახლეობას წყალი მიეწოდება 3 დღეში ერთხელ ამ რეზერვუარის შექმნით პანსიონატი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხელი და ცივი წყლით. • 2011 წლის სექტემბერში გამოცხადდა ტენდერი აღნიშნული დაწესებულების I და II სართულების სრული რეაბილატაციისათვის. ძევრის შშმპ პანსიონატი • 2010 წელს დასრულდა ძევრის შშმპ პანსიონატის ღობის შეკეთება,რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა ბენეფიციარების უსაფრთხოება.(707 მ2 ლითონის მავთულის და 99,79 მ3 ყორე–ქვის ღობე). • 2011 წლის იანვარში განხორციელდა კვების ბლოკის კაპიტალური შეკეთება და შენობის გადახურვა. • 2011 წლის ივლისის თვეში განხორციელდა კვების ბლოკის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი
• გარემონტდა და ინვენტარით აღიჭურვა 10 ახალი ოთახი. • უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებაში არსებული მოძველებული ელექტროღუმელები შეიცვალა ელექტროგამათბობელებით. • 2011 წლის ივლისის თვეში განხორციელდა სასადილო დარბაზის გათბობის სისტემით აღჭურვა. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი • 2011 წლის ზაფხულს დასრულდა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის კვების ბლოკის სრული რეაბილიტაცია და გადახურვა. • დაწესებულების ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის და ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით 2011 წლის ნოემბრის ბოლოს დამონტაჟდება შენობაში ლიფტი. 2011 წელს დასრულდა რუსთავის ბავშვთა სახლის საძინებელი კორპუსის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია 2011 წლის ზაფხულს სააგენტოს ინიციატივითა და ქველმოქმედი პირების დახმარებით გაიმართა აქცია ბავშვთა სახლებში ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის • თელავის ბავშვთა სახლი • ტაშისკარის ბავშვთა სახლი • ბათუმის ბავშვთა სახლი • წყნეთის ბავშვთა სახლი • მომავლის სახლი • 2010 წლის ოქტომბერში "შუპპორტ ფორ Kიდს” დახმარებით შეკეთდა თელავის ბავშვთა სახლის წყალგაყვანილობა და აღიჭურვა ახალი ონკანებით. • ასევე ბერძნული სამედიცინო ფონდ"ჰიპოკრატეს” დახმარებით გარემონტდა და 10 ნოემბერს შევიდა ექსპლუატაციაში ახალი სამრეცხაო ოთახი. მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში პოლონურმა ფონდმა "ფუნდაცჯა სმილინგ ფაცეს-გეოგიან ცჰილდრენ ფოუნდატიონ", ქალბატონ აიდა კოსოიან-ფშიბიშის ხელმძღვანელობით სააგენტოს ფილიალის მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლშიგაარემონტა "ა"-ჯგუფისათვის (სადაც განთავსებულნი არიან 0-1 წლამდე აღსაზრდელები) განკუთვნილ სათამაშო ოთახი, აბაზანა და სამზარეულო. რემონტი დასრულდა 2010წლის 30 ოქტომბერს. საგურამოს ბავშვთა სახლი • 2010 წლის გაზაფხულზე იაპონიის საელჩოს დაფინანსებითა და ასოციაცია "მომავლის” დახმარებით სრულად იქნა რეაბილიტირებული საგურამოს ბავშვთა სახლის კვების ბლოკი. • 2010 წელს ბავშვთა სახლში "სათნოება” "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს” შIDA მიერ გაკეთდა ჯგუფის ოთახის, საძინებელისა და სამზარეულოს სამრეცხაოს კოსმეტიკური რემონტი. • 2011 წლის იანვარში ასპინძის ბავშვთა სახლში დამონტაჟდა "დახმარება ამერიკელი მხარდამჭერებისგან” (კიმ კოფერი) დახმარებით მზის წყლის გამაცხელებელი ჰელიო სისტემა. (4 ტონა ცხელ წყალი) • 2010 წლის დეკემბერში ამავე დაწესებულებაში მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით შეყვანილ იქნა ბუნებრივი აირი. 2009 წლიდან დღემდე ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა. ი. ნადარეიშვილი: ქ 2009 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს. ამავე პერიოდიდან იგი ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო პროგრამას " ბავშვზე ზრუნვა”. ქ ბავშვზე ზრუნვის სამსახურის მიზანია ქვეყანაში მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მიუსაფარი, ასევე, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და რთული ქცევის ბავშვთა დაცვის პოლიტიკის განხორციელება. ქ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: ქ საქართველოს კონსტიტუცია, ქ გაეროს კონვენცია "ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ", ქ საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ქ საქართველოს "სამოქალაქო კოდექსი", ქ კანონი "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ", ქ 1993 წლის 29 მაისის ჰააგის კონვენცია ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ქ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღწეული შედეგები ქ დამტკიცდა 2008–2011 წლების ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული სამოქმედო გეგმა; ქ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ მიღებულ იქნა ახალი კანონი; ქ შეიქმნა 11 მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭო; ქ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა 5200–დან 780–მდე შემცირდა. ქ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა და ასევე ახალი კანონპროექტების პაკეტი, სადაც აისახა ბავშვთა კეთილდღეობის საკითხები. დამკვიდრდა არაფულადი სოციალური დახმარების ცნება, ასევე სოციალური მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების კონცეფცია; გამოიკვეთა ახალ სისტემაში სოციალური მუშაკის როლი. ქ შემუშავებულ იქნა ბავშვზე ზრუნვის ეროვნული მინიმუმი სტანდარტები ოჯახის დამხმარე და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების შესახებ; ქ ძალადობის რეფერირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შედეგად, გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, რომელზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები; ქ მოწესრიგდა სისტემაში მყოფი ბავშვების დოკუმენტაცია (პირადობისა და დაბადების მოწმობები); ქ ტერიტორიულ ორგანოებს დაევალათ საგამონაკლისო შეღავათების მქონე პირთა იდენტიფიკაციისა და მათი შემდგომი საპენსიო უზრუნველყოფის, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დაგროვებითი ანაბრის გახსნის მიზნით, ინსტიტუციებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების სახელობითი მონაცემები, რის საფუძველზეც ბავშვებს დაგროვებით ანაბრებზე დაერიცხებათ მათი კუთვნილი თანხები (შშმ პირთა პენსია, მარჩენალდაკარგულის პენსია); ქ დაიწყო ინსტიტუციებში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიური მშობლებისათვის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვაზე სასამართლოში საქმეების წარმოება, რაც დააკანონებს ბავშვების ზემოხსენებულ მომსახურებებში ყოფნას; რეფორმის პრიორიტეტი ქ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს დიდი ზომის ბავშვთა სახლების ჩანაცვლებას ალტერნატიული მზრუნველობის ფორმით და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას. აღნიშნული პროცესი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს : ქ სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში (რეინტეგრაცია); ქ სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვის გადაყვანა მცირე საოჯახო ტიპის სახლში; ქ სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსება (მინდობით აღზრდა); ქ ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სოციალური დახმარების გაწევა (პრევენცია); v დღეს მოქმედი 20 ბავშვთა სახლიდან წლის ბოლოსთვის იგეგმება 9 სახლის დახურვა, საიდანაც ბავშვების ნაწილი დაბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, დანარჩენი ბავშვები განთავსდებიან ალტერნატიულ სერვისებში: მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. დეინსტიტუციონალიზაცია 2009 – 2011 წლებში ჩვენი მუშაობის შედეგად ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა (რეინტეგრირდა):
ქ 2009 წელს 242 ბავშვი ქ 2010 წელს 259 ბავშვი ქ 2011 წელს 119 ბავშვი
სულ 620 ბავშვი.
2009 – 2011 წლებში მინდობით აღზრდაში განთავსდა:
ქ 2009 წელი 290 ბავშვი ქ 2010 წელი 143 ბავშვი ქ 2011 წელი 206 ბავშვი სულ 639 ბავშვი.
ქ გატარებული ცვლილებების შედეგად 2009 წლიდან ოჯახურ გარემოს დაუბრუნდა 1259 ბავშვი;
ქ ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერი გადაეცა რეინტეგრაციასა და მინდობით აღზრდაში მყოფ ყველა ბავშვს;
ქ დონორების მხარდაჭერით შეიქმნა რეინტეგრაციისა და პრევენციის ფონდი, რომელითაც ხელი ეწყობა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტურ განხორციელებას; ბავშვთა სახლებში ბავშვთა რაოდენობა ქ 2004 - 5200 ქ 2005 - 4552 ქ 2006 - 4076 ქ 2007 - 3664 ქ 2008 - 2944 ქ 2009 - 1472 ქ 2010 - 1005 ქ 2011 - 780 ქ 2012 - 0 ალტერნატიული სერვისები მცირე საოჯახო ტიპის სახლი ქ დღეს ფუნქციონირებს 16 მცირე საოჯახო ტიპის სახლი , სადაც ცხოვრობს 123 ბავშვი; ქ მცირე საოჯახო ტიპის სახლი ეს არის ბიოლოგიურ ოჯახს მიახლოებული გარემო, სადაც ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა არის 8. ქ სერვისი ფინანსდება ვაუჩერული სისტემით; 2011 წლიდან გაიზარდა ვაუჩერის დღიური დაფინანსება 12.50 ლარიდან 15 ლარამდე; ქ ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერით ქ ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მილიონამდე დოლარი გამოიყო 25 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის შესასყიდად; ქ შესყიდულ სახლებში სარემონტო სამუშაოები დასრულდება 2011 წლის ბოლოსათვის; ქ მიმდინარე წლის ბოლოს დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ახალ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში შესაძლებელი იქნება 214 ბავშვის გადაყვანა; დონორების როლი რეფორმის განხორციელებაში ქ ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მილიონამდე დოლარი გამოიყო 25 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის შესასყიდად; ქ აღნიშნული სახლების რეაბილიტაციასა და აღჭურვას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები ქ ევრიჩაილდი უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების განვითარებას ქ ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და "ევრიჩაილდი" უზრუნველყოფენ 50 სოციალური მუშაკის დაქირავებას ქ ორგანიზაცია "ევრიჩაილდი" უზრუნველყოფს მიმღებ ოჯახთა მოძიებას , შეფასებას და გადამზადებას ქ ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" უზრუნველყოფს ბავშვების ფსიქოლოგიურ მომზადებას სავადასხვა სერვისებში გადასაყვანად ქ მცირე საოჯახო ტიპის სახლების მართვას უზრუნველყოფენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ალტერნატიული სერვისები მინდობითი აღზრდა მინდობით აღზრდა გულისხმობს სახელმწიფოსა და დედობილ–მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში განთავსებას ქ მოხდა აღნიშნული სერვისის დიფერენცირება: ნათესაურ და არანათესაური, გადაუდებელი და რეგულარული; ქ დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული სერვისით სარგებლობს 639 ბავშვი; ქ გაიზარდა არანათესაური მინდობითი აღზრდის ფულადი დახმარება 200 ლარიდან 450 ლარამდე; შშმ ბავშვის შემთხვევაში 300 ლარიდან – 600 მდე; ქ განვითარდა გადაუდებელი მინდობითი აღზრდის ინსტიტუტი, სადაც დღეის მდგომარეობით განთავსებულია 47 ბავშვი; ქ ყველა ბავშვი სარგებლობს სადაზღვევო პოლისით ქ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური მხარდაჭერით მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა აღნიშნული სერვისის გასავითარებლად; ქ არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით ხდება მიმღებ ოჯახთა მოზიდვა, შეფასება და მომზადება; ქ სულ მიმღებ ოჯახად დარეგისტრირებულია 880 ოჯახი, საიდანაც 400 ოჯახში არის განთავსებული ბავშვი; ქ დაინერგა გადაუდებელი მინდობითი აღზრდის ინსტიტუტი, რაც საშუალებას იძლევა მზრუნველობამოკლებული ბავშვი ავარიდოთ ბავშვთა სახლში ჩარიცხვას რეინტეგრაცია ქ 2010 წლიდან დღემდე რეინტეგრაციის პროგრამის შედეგად, 620 ბავშვი დაბრუნდა ოჯახში. ქ რეინტეგრაციის შემთხვევაში ხდება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება. რეინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მშობელს უხდის რეინტეგრაციის შემწეობას ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში 90 ლარისა და შშმ. ბავშვის შემთხვევაში 130 ლარის ოდენობით. ქ რეინტეგრაცის ფონდის მიზანია ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა; ქ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გაცემული რეინტეგრაციის პაკეტი არ არის საკმარისი, ხდება რეინტეგრაციის ფონდის გამოყენება; ქ რეინტეგრაციის ფონდი გამოიყენება ბენეფიციარი ოჯახების ფინანსური მდგრადობისა და/ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით; ქ პრევენციის ფონდი გამოიყენება ’’ბავშვთა სახლში’’ ბავშვების შედინების პრევენციის მიზნით, როგორც გარდაუვალი აუცილებლობის უკანასკნელი ღონისძიება. ქ ფონდის გამოყენება ხდება, როცა ბავშვის მიტოვებისა და მისთვის ზიანის მიყენების რისკი დიდია და ეს ფაქტი კარგად არის დოკუმენტირებული. ქ აღნიშნული ფონდებიდან დახმარება გაეწია 175 ბავშვს. სოციალური მუშაკის როლი რეფორმის განხორციელებაში დღეის მდგომარეობით გაზრდილია სააგენტოში მომუშავე სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 139-დან 245-მდე ქ ყველა რეგიონში მოხდა უფროსი სოციალური მუშაკის დანიშვნა, რომლებიც კოორდინაციას უწევენ სოციალური მუშაკების მუშაობას; ქ სოციალური მუშაკები დაიყვნენ რაიონული პრინციპით და განთავსდნენ სააგენტოს ტერიტორიულ განყოფილებებში; ქ სოციალური მუშაკებისათვის შეიქმნა ახალი სატრენინგო პაკეტი, რომლითაც სწავლება გაიარა ყველა სოციალურმა მუშაკმა; ქ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური მხარდაჭერით მოხდა სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა ქ მოხდა უფროსი სოციალური მუშაკების გადამზადება ტრენერებად
ბავშვთა მიტოვების პრევენცია დღის ცენტრები ქ შეიქმნა და ვითარდება ოჯახის მხარდამჭერი სერვისები: დღის ცენტრები მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის; ქ დღის ცენტრების საშუალებით ბავშვებს ვუზრუნველყოფთ ისეთი მომსახურებით, რომლებზეც დღის განმავლობაში (სკოლის შემდგომ პერიოდში) ოჯახები ვერ ახერხებენ ზრუნვას, ამითი ხდება სააღმზედელო დაწესებულებებში ბავშვთა შედინების პრევენცია. ქ დღის ცენტრები ფინანსდება ვაუჩერული სისტემით, დღიურად 5 დან 10 ლარამდე; ქ დღევანდელი მდგომარეობით ფუნქციონირებს 31 დღის ცენტრი, აქედან 12 ცენტრი ემსახურება მზრუნველობამოკლებულ, ხოლო 19 ცენტრი შშმ ბავშვს. ქ აღნიშნული სერვისით სარგებლობს 306 მზრუნველობამოკლებული და 361 შშმ ბავშვი; ქ პრევენციულ ღონისძიებებს 2010 წლიდან დაემატა 0–2 წლამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტების ვაუჩერებით უზრუნველყოფა; ქ აღნიშნული სერვისით დღევანდელი მდგომარეობით სარგებლობს 324 ბავშვი. შვილად აყვანა ქ უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა შვილად აყვანისა და მეურვეობა–მზრუნველობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების დახვეწვისათვის; ქ გადამოწმდა და დამუშავდა მშვილებელთა ერთიანი რეესტრი; ქ ახალი კანონმდებლობის პირობებში ძირეულად შეიცვალა და გამარტივდა მშვილებლად რეგისტრაციის პროცედურა; ქ არასრულწლოვანი პირებისთვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების პროცედურა გახდა უფრო მოქნილი და სწრაფი; ქ პრიორიტეტად იქცა მშვილებელთა რიგითობის პრინციპის დაცვით დაკმაყოფილება, რაც შესაძლებელი გახდა სააგენტოს მხრიდან სწორი ადმინისტრირებით; ქ 2009 წელს გაშვილდა 108 ბავშვი; ქ 2010 წელს 269 ბავშვი; ქ 2011 წელს (აგვისტომდე) 170 ბავშვი. საერთაშორისო გაშვილება ქ 1999 წლიდან საქართველო შეუერთდა ბავშთა დაცვისა და საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 29 მაისის ჰააგის კონვენციას. ქ 2009 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს კონვენციის ფარგლებში საქართველოს ცენტრალურ ორგანოს. ქ საერთაშორისო გაშვილების კუთხით დაიხვეწა უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფორმები: გაიზარდა აკრედიტირებული სააგენტოების რაოდენობა, რომელთაც სურვილი აქვთ ითანამშრომლონ ჩვენთან, შესაბამისად გაიზარდა ქვეყნების არეალიც, რომელთანაც ხორციელდება თანამშრომლობა; ქ ქვეყნებთან ურთიერთობა ხორციელდება მათი საელჩოების აქტიური მონაწილეობით. ქ საერთაშორისო გაშვილების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და ოქტომბრიდან მუშაობას იწყებს ჯგუფი, რომელშიც ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახალხო დამცველის, სამოქალაქო რეესტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლები. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ქ 2010 წელს სამი მინისტრის მიერ ხელი მოეწერა ბრძანებას ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ. ქ ბრძანების მიზანი : ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის ხელშეწყობა საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით ქ მოცემული პერიოდიდან დღემდე სულ შემოვიდა 186 მომართვა, საიდანაც დადასტურდა და შესაბამისი სამუშოები ჩატარდა 159 შემთხვევაზე. ქ საყურადღებოა, რომ 159 შემთხვევიდან 86 % შემთხვევაში ბავშვზე მოძალადე იყო მშობელი! ქ 2009 წელს შემოსული იყო 30 მომართვა ქ 2010 წელს 90 მომართვა ქ 2011 წელს (აგვისტომდე) 96 მომართვა
პროფესიული განათლების ხელშეწყობა მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდის და ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" მონაწილეობით, რომლის მიზანია: ქ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენა და გაძლიერება; ქ პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, ასევე რეინტეგრირებული ბავშვები და მათი მშობლები; ქ სწავლების საფასურის 80% იხდის სახელმწიფო, ხოლო 20% თანაგადახდას და ტრანსპორტირების ხარჯების ადმინისტრირების უზრუნველყოფა მოხდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებული ფონდებიდან; პროექტის ფარგლებში გადამზადებას გაივლის 100 პირი, ამ ეტაპზე ჩართულია 38 პირი. პროექტი "ჩემი მეგობარი" პროექტი სთავაზობს სხვადასხვა კომპანიებს დაეხმარო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს საზოგადებასთან ინტეგრაციაში
ქ პროექტის მიზანი: თითოეულ სახლს ჰყავდეს მეგობარი კომპანია;
რეფორმის თანახმად, დღეისათვის მზრუნველობამოკლებული ბავშვისათვის შექმნილია ისეთი სერვისები სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორისაგან, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ამზადებს მოზარდს და სრულფასოვან ინტეგრაციას სთავაზობს საზოგადოებაში სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შემდეგ. ქ არქიმედეს გლობალ ჯორჯია, რომელიც დაუმეგობრდა თელავში მდებარე მცირე საოჯახო სახლს; ქ ლიბერთი ბანკი – ახმეტის მცირე საოჯახო სახლს; გეგმები: ქ 2012 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლში განთავსებული ბავშვის შეფასება; ქ მოხდება ალტერნატიული სერვისების – მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობის გაზრდა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს დიდი ზომის ბავშვთა სახლებს; ქ 2013 წლიდან არც ერთი დიდი ზომის ბავშვთა სახლი აღარ იარსებებს ქ ალტერნატიულ სერვისებში განთავსდებიან ბავშვები, რომელთა რეინტეგრაციასა და მინდობით აღზრდაში გაყვანა მოცემული პერიდისთვის იქნება შეუძლებელი; ქ განვითარდება ოჯახის მხარდამჭერი სერვისები, რათა მოხდეს სახელმწიფო მზრუნველობაში ბავშვების შედინების პრევენცია ქ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით იგეგმება პროექტი " ქუჩის ბავშვები", რომლის მხარდასაჭერად ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან საპილოტე ფაზის დაფინანსებასთან მიმართებაში ჩვენი მიზანი - ბავშვი სახლში და არა ბავშვთა სახლში! კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1. კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წამოდგენილ შეთანხმება (№1/283; 04.10.2011): "საქართველოს მთავრობისა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" (№07–2/309; 04.10.2011) და მხარი დაუჭირა მის რატიფიცირებას. 2. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოდაბრელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/433; 29.04.11). პრინციპების დონეზე კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 3. კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დოლიძის ინფორმაცია საქართველოში ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. 4. კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ " სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო”-ს ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. 5. კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაცია 2009 წლიდან დღემდე ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი |






