| ოქმი #101 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #101
23 სექტემბერი 2011 წელი
სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი მ. ანიკაშვილი გ. გოდაბრელიძე ზ. გამცემლიძე ჯ. ბაღათურია გ. გოგუაძე ა. ლეკაშვილი კ. ოქრიაშვილი მ. სანებლიძე
დღის წესრიგი 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება" (07-1/303; 31.08.2011) მომხსენებელი: ვეფხია გრიგალაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ვეფხია გრიგალაშვილს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება" აღნიშნული შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად, ამავე შეთანხმების 2004 წლის 23 მარტის, 2004 წლის 30 აგვისტოს, 2005 წლის 3 ნოემბრის, 2006 წლის 23 ივნისის, 2007 წლის 6 მარტის, 2008 წლის 5 მარტის და 2009 წლის 13 აგვისტოს შესწორებების გათვალისწინებით, "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი თანხმდებიან შეიტანონ შესწორება შეთანხმების მე-4 მუხლში შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტის დამატებით: ”თავდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევისა და მატერიალური რესურსების სარდლობისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით შეიძლება დაარსოს გრელვადიანი ერთობლივი სამეცნიერო წარმომადგენლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის (სჯცრლ) ბაზაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასთან ერთად ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ხელშეწყობაზე, ინფექციურ დაავადებათა საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, აღნიშნული საფრთხეების შემცირებაში ჩართულობის განვითარებაზე, სჯცრლ-ის აღიარებულ რეგიონალურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის, კვლევისა და რეფერალურ ცენტრად გარდაქმნისათვის საჭირო ინსტიტუციონალურ განვითარებაში კონტრიბუციაზე და დაავადებათა ზედამხედველობის სფეროში ახალგაზრდა მეცნიერთა ახალი თაობის მომზადებაზე. გაერთიანებული ლაბორატორიების ქსელის საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით თავდაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებით უზრუნველყოფს, რომ ბაზა სრულად იქნება ინტეგრირებული და ფუნქციონირებადი საქართველოს მთავრობასთან არსებულ დაავადებათა ზედამხედველობის სისტემასთან, რომელიც დაფუძნებულია "ერთიანი ჯანდაცვის" კონცეფციაზე. თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად იმუშევებს შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სჯცრლ-ში განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდზედამხედველობის, კვლევისა და რეფერალური ფუნქციების შესაბამისი კომპონენტების გადასატანად და აგრეთვე, მის გამოყენებაზე სხვა პათოგენების უსაფრთხო განთავსებისათვის ქვეყნის ეპიდზედამხედველობის საჭიროებებიდან გამომდინარე". ეს შესწორება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაცვლის დღეს და ძალაშია მოქმედების ვადის დასრულებამდე. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება: "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება" (07-1/303; 31.08.2011) და მხარი დაუჭირა მის რატიფიცირებას. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პროექტის ქართულენოვანი ტექსტი დაიხვეწოს სტილისტურად და გრამატიკული თვალსაზრისით და მიუახლოვდეს შინაარსით პროექტის ინგლისურენოვან ტექსტს.
ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი სხდომის მდივანი |






