| ოქმი # 100 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე კომიტეტის წევრები: გურამ მისაბიშვილი; გოდაბრელიძე გიორგი; მაგდალინა ანიკაშვილი; ზაალ გამცემლიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის რუსუდან კემულარია მოადგილე 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/241; 29.08.2011): "საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’. (07-2/302; 29.08.2011). მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ რუსუდან კემულარიას. რუსუდან კემულარია – მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ბაჰრეინის სამეფოც. წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) მოდელს. მოდელის შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების და კაპიტალის დაბეგვრა შემოსავლების წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლების წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსახვავებული ნორმების დაწესებას. თუმცა, პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 6) შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივ საკანომდებლო აქტებთან მიმართებაში. საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატეს იურიდიულ ძალას აღიარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც. შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. დასასრულს მომხსნებელმა დაკვნის სახით აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ "საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმების პროექტი შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გაფორმება. კომიტეტმა განიხილა რა "საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმება მის მიმართ გამოთქვა რამოდენიმე რედაქციული ხასიათის შემიშვნა. გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. "საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ტერმინი "ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები” შეესაბამისობაში უნდა მოვიდეს "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერმინ "თვითმმართველ ერთეულებთან”. 2. შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის "ა” ქვეპუნქტი საჭიროებს ტექნიკურ გასწორებას. 3. "საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ’’ შეთანხმების მე-20 მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებია ტერმინი "სტაჟიორის”, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი "პრაქტიკანტი”, ხოლო ეს ტერმინები შეთანხმების ინგლისურ ვარიანტში არის ერთი და იგივე. ამიტომ კომიტეტი თვლის, რომ უმჯობესია ქართულ ტექსტშიც გამოყენებული იქნას ერთი და იგივე ტერმინი. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა |






