ოქმი #99

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #99

 1 ივლისი 2011წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                     გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                        გ. მისაბიშვილი

                                                                             მ. ანიკაშვილი

                                                                             გ. გოგუაძე

                                                                             ჯ. ბაღათურია

                                                                             მ. სანებლიძე

 

 

სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებას     (№1/176;   28.06.2011): "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განახლებული და შესწორებული დაფინანსების ხელშეკრულების (ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი)" ცვლილების ხელშეკრულება (№07-1/298; 28.06.11) განხილვა.

 

მომხსენებელირუსუდან კემულარია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს  რუსუდან კემულარიას, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებას     (№1/176;   28.06.2011): "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განახლებული და შესწორებული დაფინანსების ხელშეკრულების (ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი)" ცვლილების ხელშეკრულება (№07-1/298; 28.06.11).

 

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ძირითადი პროექტის მიზნებია ჯანდაცვის სექტორის მომსახურების დაფარვის, გამოყენებისა და ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში და ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს ფუნქციების გაძლიერება. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებიდან: პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემის გაძლიერება კერძოდ არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და რეგიონალური საოჯახო სამედიცინო   ტრეინინგ–ცენტრების რეაბილიტაცია, კადრების სპეციალური მომზადება. თავჯდომარემ იმედოვნა რომ აღნიშნნულ შეთახმების მეშვეობით გაუმჯობესდდება ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ისეთ მნიშნელოვანი ფუნკციები როგორც მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და შეფასება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

 

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.        კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ჩარჩო ხელშეკრულება ( 1/54; 18.03.2011) (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა") (N07-1/268;18,03,11) და მხარი დაუჭირა მის რატიფიცირებას.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: მ.ამბრიშევსკა–ხეჩინაშვილი