ოქმი #98

                               საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

                                                                        კომიტეტის სხდომის 

                                                                    ოქმი #98                                                      24 ივნისი 2011 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

   ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 მ. ანიკაშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ზ. გამცემლიძე                  

                 ჯ. ბაღათურია

                 გ. გოგუაძე

                 ა. ლეკაშვილი                

                                          

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” (მესამე მოსმენა)

მომხსენებელიდავით ლომიძე

საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოადგილე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ლომიძეს.

 

დავით ლომიძე –მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”    

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა რედაქციული ხასიათის შენიშვნა. რომელიც გაზიარებული იქნა და კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში დაზუსტდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასახელება. ასევე გათვალისწინებული იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნა და კანონპროექტის მე-6 მუხლი  რედაქციული თვალსაზრისით ახლიდან ჩამოყალიბდა და დაიყო პუნქტებად.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules