ოქმი #97

საქართველოს პარლამენტის 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

კომიტეტის სხდომის ოქმი #97 

                                                                                                               21 ივნისი   2011წ.

 

სხდომის თავმჯდომარე:

  

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ: 

 ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        მ. ანიკაშვილი,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  გ მისაბიშვილი,

                                                  ა. ლეკაშვილი.

                                                  გ. გოგუაძე,

                                                  კ. გეწაძე,

                                                  კ.ოქრიაშვილი,

                                                  მ.სანებლიძე.

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ANანჯაფარიძის, ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს ადნიმისტრაციული საპროცესო კოდექსი”,  "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”; "ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე"; "საქართველოს  საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე,’ "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”; საქართველოს ორგანული კანონის პროექტი

  "საქართველოს ორგანულ კანონში " საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”, "პატიმრობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი " საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელი: კ. ანჯაფარიძე. პარლამენტის წევრი.

2. საქართველოს მთავრობის ინიციატივა "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”. II მოსმენით განხილვა.

                                მომხსენებელი: დავით ლომიძე

                                საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

    კომიტეტის სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ.

    მან მიმოიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პარლამენტის წევრს ბატონ  კახა ანჯაფარიძეს. მან კომიტეტს წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი.

   კ.ანჯაფარიძე: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ახალი ადმინისტრაციული  საპროცესო კოდექსის მომზადებით, რამაც დღის წესრიგში დააყენა ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული პროცესუალური ნორმების ამოღება და მათი თავმოყრა შესაბამის სპეციალურ საკანონმდებლო აქტში.

   კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ და კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭიროს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

   საქართველოს მთავრობის ინიციატივა "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”. II მოსმენით განსახილველად კომიტეტს წარუდგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  დავით ლომიძემ.

   გამოითქვა შენიშვნები პროექტის მე-3 და მე-6 მუხლებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის მე-6 მუხლი საჭიროებს სრულყოფას სამართლებრივი თვალსაზრისით. რედაქციული თვალსაზრისით მუხლი მთლიანად შესაცვლელია. ჯერ უნდა განისაზღვროს კანონის ამოქმედების ძირითადი ვადა –ამოქმედებისთანავე და შემდგომ, ზოგიერთი ნორმების ამოქმედების შედარებით გვიანდელი ვადა-1 სექტემბერი.

   პროექტის მე-3 მუხლის რედაქცია საჭიროებს კორექტირებას პროექტის გარდამავალი დებულებების შესაბამისად, კერძოდ, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონშიც უნდა დაზუსტდეს, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მმართველობაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

  Mმიზანშეწონილია პროექტის მთელ ტექსტში გამოყენებულ იქნას ერთი ტერმინი-"უფლებამოსილი ორგანო”და  ქალაქ თბილისის გამწვევი კომისიის დონეზე დაზუსტდეს ტერმინი "რაიონის გამწვევი კომისია”.

  აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს  კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას.

კომიტეტის თავმჯდომარე

ოთარ თოიძე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.    

 
modules