| ოქმი #95 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #95 7 ივნისი 2011წ.
სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გურამ მისაბიშვილი მაგდალინა ანიკაშვილი გიორგი გოდაბრელიძე ჯონდო ბაღათურია ზაალ გამცემლიძე კახა გეწაძე ავთანდილ ლეკაშვილი მამუკა სანებლიძე
მოწვეული სტუმრები:
1. იური გაიდაევი 2. იგორ გორბასენკო 3. ვიტალი რუდენკო 4. ვიტალი ფილიუკი 5. ალექსანდრ მორაჩოვი 6. გია ლობჟანიძე 7. გია წილოსანი 8. რეზო თათარაძე 9. ზაზა ხაჭიპერაძე 10. გივი ჯავაშილი 11. გურამ კიკნაძე 12. ირინა ქაროსანიძე 13. მაია გაბუნია 14. ქეთევან თათოშვილი
სხდომის დღის წესრიგი
1. ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები: დასკვნითი ვერსიის წარდგენა საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ. მომხსენებელი: სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ჯავაშვილი 2. უკრაინის უმაღლეს რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის შავი ზღვის პარტნიორობის სფეროში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხის განხილვა
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#07–1/254) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების,შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“. კანონის პროექტის განხილვა. მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი გაგნიძე
სხდომა გახსნა ბატონმა ოთარ თოიძემ. იგი მიესალმა სხდომის მონაწილეებს, და გააცნო დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ბატონ გივი ჯავაშვილს, მან კომიტეტს გააცნო "ექიმის პროფესიული საქმიანობის წესების" დასკვნითი ვერსია. მისი განმარტებით, "ექიმის პროფესიული საქმიანობისწესების" მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ექიმის საქმიანობის პროფესიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობას. მისი აზრით, აღნიშნული წესის შემოღებასამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უსაფრთხოებას, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის დამკვიდრებასა და ექიმის ავტორიტეტის ზრდასუზრუნველყოფს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, "ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები” ეფუძნება საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს,"საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსში" ასახულ პრინციპებს და პაციენტისა და ექიმის უფლება-მოვალეობათა შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულრეკომენდაციებს. "ექიმის პროფესიული საქმიანობის წესებში" ასახული რეკომენდაციების გამოყენება ნებაყოფლობითია. თუმცა, მისი გამოყენება ექიმს დაეხმარება უსაფრთხო,თანამედროვე ეთიკური სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის წარმართვაში. პროფესიული საქმიანობის წესების დაცვა საშუალებას მისცემს ექიმს, ერთის მხრივ, თავიაარიდოს კანონმდებლობასთან კონფლიქტს და მეორეს მხრივ, გააუმჯობესოს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი", – აცხადებს გივი ჯავაშვილი. კომიტეტისთავმჯდომარის, ოთარ თოიძის განმარტებით, "ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები" არის სახელმძღვანელო, რომელშიც ასახულია პაციენტთან, მის ახლობლებთან, მასობრივიინფორმაციის საშუალებებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპები და წესები.ბატონი ოთარი თოიძე დაინტერესდა: 1) თუ შეიძლება , რომ ეს დოკუმენტი დამქირავებლის მიერ გამოყენებული იქნეს, როგორც დასჯის მექანიზმი; 2) ტერმინთა განმარტებების საჭიროება; 3) შესაბანმისობა კანონმდებლობასთან (მითითება მუხლობრივად); 4) ექიმთა დაცვის მექანიზმი თუ არის ჩადებული არსებულ დოკუმენტში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გია ლობჟანიძე, გურამ კიკნაძე, ქეთევან თათოშვილი, გიორგი გოდაბრელიძე. აღნიშნული პროექტი უახლოეს პერიოდში პროფესიულ ასოციაციებს დაეგზავნებათ და ძირითადი როლი რეკომენდაციების დანერგვაში სწორედ ექიმთა საზოგადოებას ეკისრება.კომიტეტის წევრებმა "ექიმის პროფესიული საქმიანობის წესებზე" მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარესთან ოთარ თოიძესთან სხდომაზე უკრაინის უმაღლესი რადას შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისტუბერკულოზის საწინააღმდეგო თანამშრომლობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შავი ზღვის პარტნიორობის სფეროში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხებზე. კერძოდ ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივაზე. რომლის ავტორიც არის უკრაინა და მხარს უჭერს ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი,მოლდოვა და საქართველო. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინიციატივის მხარდაჭერისთვის. უმაღლესი რადას დეპუტატის, იურიგაიდაევის მოსაზრებით,ისეთი აქტუალური პრობლემის დაძლევა, როგორიც ტუბერკულოზია, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, უკრაინაშიტუბერკულოზური ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, ყოველ 100 000 პირიდან 83 დაავადებულია. მაღალია დაავადების მაჩვენებლები რუმინეთსა და მოლდოვაშიც. შავი ზღვისპირაქვეყნები მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის რისკის ქვეშ იმყოფებიან. კომიტეტის თქვმჯდომარის, ოთარ თოიძის განცხადებით, მემორანდუმზე ხელის მომწერი ქვეყნები ერთმანეთთან გამოცდილებების გაზიარების გარდა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზეც იმუშავებენ. საქართველოს პარლამენტი უკრაინის უმაღლეს რადასთან ტუბერკულოზისკონტროლის სფეროში შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის დაფუძნების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემონარდუმს გააფორმებს. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს ინიციატივას და მიიღებს აქტიურ მონაწილეობას მემორანდუმის შემუშავებაში. მემორანდუმს ხელი სავარაუდოდ ოქტომბერშიმოეწერება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა იუსტიციის მინისტრის მოადგილელეს ბატონ დიმიტრი ძაგნიძეს. მომხსენებელამა წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#07–1/254) საქართველოსორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“. კანონის პროექტი. განხილვისას აღინიშნა, რომ კანონის პროექტი შეესაბამებასაერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობას. არის პროგრესული და შესაბამისობაში მოდის ეროვნულ პოლიტიკასთან მოქლაქეთა უფლებების დაცვისსფეროში. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოთარ თოიძე სხდომის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ვარნაზიშვილი სხდომის მდივანი |






