ოქმი # 93

                                                                            საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

                                                                                                                             კომიტეტის სხდომის   ოქმი  # 93    
                                     
                                                                                                                                                                                                            18  მაისი 2011 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:                     ოთარ თოიძე   ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          გურამ მისაბიშვილი;        მაგდალინა ანიკაშვილი;       ჯონდო ბაღათურია;  ავთანდილ ლეკაშვილი;

                                                                                        მამუკა სანებლიძე;                                     

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო            დავით ლომიძე

                                         ამირან დათეშიძე

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო                თამარ მახარაშვილი

                                          გია კაკაჩია

"ჭორლდ Vისიონ - ის წარმომადგენელი            ნინო ოდიშარია

                                                                                     ტატა ალექსიძე

"საქართველოს ბავშვები”                                           ჯაბა ნაჭყებია  

სხდომის დღის წესრიგი

1.    საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” განხილვა.

          მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

                       პაპუნა პეტრიაშვილი

2.    ინფორმაციის მოსმენა ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებების მიმდინარეობის თაობაზე.

  მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

              და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე       

              დავით ლომიძე

სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ პაპუნა პეტრიაშვილს.

პაპუნა პეტრიაშვილი -  მან წარმოადგინა ანგარიში "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ”. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ქვეყანაში ჯერ კიდევ იყო კრიზისული მდგომარეობა. წლის განმავლობაში ბიუჯეტში სამჯერ შევიდა ცვლილება. მისივე თქმით 2010 წლის შემოსავლების ნაწილი 325 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსოფლიო ბაზარზე არსებულმა მარცვლეულის დეფიციტმა საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია ქართულ ბაზარზეც. ინფლაცია გასული წლის ბოლოს 11,2% -ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალოდ 7 %-ით. პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით 2010 წლის ბიუჯეტში დიდი ნაწილი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს პროგრამების დაფინანსებას ეკავა.

გადაწყიტეს (ერთხმად): საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად თვლის საქართველოს პარლამენტის სესიაზე მის წარდგენას.

ოთარ თოიძე – საქრთველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით დოლიძეს მიმართა  თხოვნით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხის განხილვამდე მოკლედ წარმოედგინა  ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

დავით დოლიძე – იგი მოკლედ შეეხო ჯანდაცვის სფეროში 2010 წლის ბიუჯეტს და განაცხადა, რომ 2010 წლის ბიუჯეტში დიდი ნაწილი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს პროგრამების დაფინანსებას ეკავა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთა სახელმწიფო პროგრამამ 139 მლნ. ლარით 876 ათასამდე ბენეფიციარის დახმარება შეძლო. ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა – 17 მლნ ლარით, ონკოლოგიურ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამა -3 მლნ. ლარით, ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა – 9 მლნ. 800 ათასი ლარით, ხოლო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა 412 ათასი ლარით დაფინანსდა. მინისტრის მოადგილე მოკლედ შეეხო თითოეულ პროგრამას და ისაუბრა მის დაფინანსებაზე. იგი მოკლედ შეეხო ასევე დეფიციტურ პროგრამებსაც. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტრო კომიტეტთან ერთად მზად არის იმუშაოს გასული წლის, უკვე შესრულებული ბიუჯეტის ანალიზზე და შემდგომ კვლავ ჩაატაროს ანალიზი 2011 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

დავით ლომიძემ აღნიშნა, რომ ბავშთა კეთილდღეობის რეფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბავშვთა ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, რადგან ოჯახური გარემო საუკეთესოა ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის. შესაბამისად, რეფორმის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს დეინსტუტიონალიზაცია – ოჯახის მზრუნევლობასმოკლებულ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულებების ნაცვლად მათი ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში აღზრდა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა პირველ რიგში ითვალისიწინებს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების ხელშეწყობას და მისი მიტოვების პრევენციას. ამისათვის, სახელმწიფო სიღარიბის მოტივით მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვების ოჯახებს უზრუნველყოფს ბავშვთა კვების პროდუქტებით.(იხ. დანართი ¹1)

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციის კუთხით ასევე პრიორიტეტულია ქვეყანაში გადაუდებელი მინდობით აღზრდის მომსახურების პოპულარიზაცია და განვითარება. სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების პრევენციისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ტიპის მომსახურების, კერძოდ დღის ცენტრების მომსახურების განვითარება.

საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში რეფორმის პროცესში დაგროვილი გამოცდილება ადასტურებს, რომ ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, გაშვილების და მინდობით აღზრდაში გადაყვანის შესაძლებლობათა ამოწურვის შემდეგ, ბავშთა ზრუნვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აღზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნულ სახლებში სათანადო კვალიფიკაციის მქონე დედობილ-მამობილის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდა ხელს უწყობს ბავშვის ინდივიდუალობის წარმოჩენას და უქმნის მას მშობლიური გარემოს ტოლფას ალტერნატიულ გარემოს.

რეფორმის დასაწყისიდან დღემდე მოხდა დიდი ზომის ბავშვთა სახლების რაოდენობის 46-დან 18-მდე შემცირება და ამ სახლების კონტიგენტის 5000-დან 1000-მდე შემცირება.

როგორც ბატონმა დავით ლომიძემ აღნიშნა განსაკუთრებული მიდგომაა ჩამოსაყილიბებელი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ მათი დამოუკიდებლი ცხოვრების ხელშეწყობის თვალსაზირისით. წლის განმავლობაში 18 წელი უსრულდება საშუალდო 50 სახელმწიფო მზრუნევლობის ქვეშ მყოფ ბავშვს. მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების დაგეგმვა და განვითარება, რაც უზრუნველყოფს ამ პირთა პროფესიულ განათლებას, გარკვეული ვადით საცხოვრებლითა და საარსებო საშუალებით უზრუნველყოფას. სასურველია ამ საკითხის ირგვლივ კერძო სექტორის ფართო ჩართულობის და მათი რესურსების გამოყენების უზრუნველყოფა.

დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში საკვანძო როლი ენიჭება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემდგომ გაძლიერებას.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹869 განკარგულებით დამტკიცდა "ბავშვთა კეთილდრეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა’’, რომელიც სრულად ასახავს სახელმწიფო პრიორიტეტებს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირებისა და  გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების კუთხით. გეგმის განხორციელებაში ჩართულები არიან სხვადსხვა სახელმწიფო უწყებები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ბავშვთა სახლების ოპტიმიზაციის ფარგლებში დიდი როლი ენიჭება ბავშვების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. 2007 წლამდე დღემდე ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ იქნა 1185 ბავში (მ.შ 50 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე). რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა შეადგენს 90 ლარს, შშმ ბავშვის შემთხვევაში კი 130 ლარს.

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით, ამჟამად ბავშვთა კვების ვაუჩერის მოსარგებლეა 50-მდე ოჯახი.

ამჟამად მინდობით აღზრდაში განთავსებულია 500-მდე ბავშვი. ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, შშმ ბავშვების შემთხვევაში – 300 ლარს. არანათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში თვეში 450 ლარს, შშმ ბავშვის შემთხვევაში, ასევე გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი 600 ლარს. 

ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლებიც საკუთარი გამართული ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობითა და სათანადოდ მომზადებული დედობილ-მამობილის მეშვეობით უზრუნველყოფენ 142 მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას.

2010 წელს ბავშვთა სახლებში ჩატარებული შეფასების საფუძველზე, ბავშვთა სახლებში დარჩენილი კონტიგენტის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება დამატებით 70 მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედება.

ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით შერჩულია 20 სახლი, მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის, სახლების შერჩევისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილება ასევე, დღის ცენტრების ქსელის განვითარება. სადღეისოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 900-მდე ბავშვის მომსახურება. 

დღეისათვის ძალადობის მსხვერპლთათვის და მიუსაფარი ე.წ. "ქუჩის ბავშვებისათვის’ ქ. თბილისში მოქმედებს კრიზისული ცენტრი (30 ბავსვზე), ხოლო დასავლეთ საქართველოში დამატებით იგეგმება ერთი კრიზისული ცენტრის გახსნა.

მზრუნველობამოკლებული 6-18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები სადღეისოდ განთავსებულნი არიან სსიპ - "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ორ ფილიალში – კოჯრისა და სენაკის შშმ ბავშვთა სახლებში, რომლებიც მომსახურეობას უწევენ საერთი ჯამში 85 შშმ ბავშვს.

ოთარ თოიძე – სხდომის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი საკითხები და მომხსენებლეს დაუსვა რამოდენმე საინტერსეო შეკითხვა, რომელიც ეხებოდა რეფორმას და უშუალოდ მინდობის აღზრდას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო პასუხი, იმაზე რომ ხომ არ იყო უფრო მიზნაშეწონილი მინდობის აღზრდის უფრო გაძლიერება,  იყო თუ არა სტანდარტები და ხომ არ არის ეს სისტემა უფრო რთული ვიდრე მინდობით აღზრდა. მისთვის საინტერესო იყო ასევე, თუ რატომ არის სხვადასხვა რაოდენობით განსაზღვრული თანხა მინდობით აღზრდის შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ნათესავს და არანათესავს, როგორია მინდობით აღზრდის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი, ამავე დროს სოციალური მუშაკების მომზადებისა და განათლების საკითხი. მარტოხელა დედების პრევენციისა კონტროლის საკითხი და სხვა.  აღნიშნულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა მომხსენებელმა.

სხდომის თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა მომხსენებლს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სისტემის გარდაქმნა. "ეს არის რეფორმა, რომლის დროსაც ხდება კარგად ჩამოყალიბებული ძველი სისტემიდან გადასვლა ჰუმანურ, თანამედროვე რელსებზე და სრულიად განსახვავებულ სისტემაზე. ამ პერიოდში არის ძიება, მეტი აქვს სამუშაო როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე სამინისტროს, არის ახალი დარგები, ამ სისტემაში მომუშავე ფსიქოლოგები, ადამიანები ვისაც ვანდობთ ამ ბავშვების აღზრას, მშობელთან მიახლოებული, სითბოსა და ემოციების პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. ამ სისტემის შენებას 1- 2 წელიწადში ვერ შევძლებთ და მზად უნდა ვიყოთ კრიტიკული შენიშვნების მიმართ. 2-3 წლის განმავლობაში კი ბევრი რამ არის გაკეთებული.    3 წლის წინ ამოცანა იდგა არსებულის გაუმჯობესებაზე, ამჟამად კი მოხდა აბსოლიტურად სხვა მიმართულებით გადახვევა, რომელიც ცოტა ხანში ისეთივე მისაბაძი გახდება, როგორც სხვა წარმატებული საქმეები”.

გადაწყიტეს (ერთხმად):

კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შეაფასა ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებების მიმდინარეობის თაობაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules