| ოქმი #91 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #91 1 აპრილი 2011წ. სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გ. გოდაბრელიძე კომიტეტის წევრები გ. მისაბიშვილი მ. ანიკაშვილი გ. გოგუაძე ჯ. ბაღათურია მ. სანებლიძე
სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" განხილვა; მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ჩარჩო ხელშეკრულების (N1/54; 18.03.2011) (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა") (N07-1/268;18,03,11) განხილვა.
მომხსენებელი: რუსუდან კემულარია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს რუსუდან კემულარიას, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ჩარჩო ხელშეკრულება (N1/54; 18.03.2011) (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა") (N07-1/268;18,03,11). აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სესხის სახით 500 მლნ. დოლარს გამოუყოფს, რომელიც 2011-2019 წლებში ქვეყნის საშუალო ზომის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში: მარნეულში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას და სრულყოფას მოხმარდება. კემულარიას განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება აღნიშნულ რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ პროექტების განხორციელების პროცესში, უნდა უზრუნველყოს სოციალური ზემოქმედებების მონიტორინგის უზრუნველყოფა ადგილობრივ მმართველობებთან, ადგილობრივ თემებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოთა საქართველოს არსებულ შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვა, შრომის სტანდარტების, ჯანდაცვისა და გენდერული საკითხების განვითარება. სამუშაო უბნებზე ჯანდაცვის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მშენებლობაზე მომუშავეთა შორის (შიდსისაგან თავდაცვის პროგრამების ჩათვლით). შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა და ცალკეული კულტურულად შესაფერისი სათავსოების გამოყოფა დასაქმებული მამაკაცებისა და ქალებისათვის, თავის შეკავება ბავშვთა შრომის გამოყენებისგან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ხელშეკრულებას. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ". პ. პეტრიაშვილი: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიანისტროს დაფინანსება 85 მლნ. ლარით იზრდება. აქედან 30 მლნ. ლარი ჯანდაცვის პროგრამებს, ხოლო 55 მლნ. ლარი პენსიების ზრდას მოხმარდება. მთავრობა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს. 13 800 მლნ. ლარი ასაკობრივ პენსიონერებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა გათვალისწინებული. აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ და განახლებულმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა განაპირობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს. კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1. კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ჩარჩო ხელშეკრულება ( 1/54; 18.03.2011) (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა") (N07-1/268;18,03,11) და მხარი დაუჭირა მის რატიფიცირებას. 2. კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტს. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გაზრდა 230 185,4 ათასი ლარით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მისასალმებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების ზრდა 86 096,8 ათასი ლარით. აქედან 55 200,0 ათასი ლარი გამოიყოფა 2011 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო ასაკის საფუძვლით და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 20 ლარით დანიშნული პენსიის გაზრდისათვის. აღნიშნული მატება გათვალისწინებულია 700 000–მდე ბენეფიციარზე (664 000 – საპენსიო ასაკის საფუძვლით, ხოლო 26 000 – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საფუძვლით დანიშნული პენსიის მიმღები პირები). ჯანდაცვის და სოციალურ სახელმწიფო პროგრამებში დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით ასევე გამოიყოფა 30 000,0 ათასი ლარი, ხოლო 896,8 ათასი ლარი – ტუბერკულოზთან ბრძოლის რეგიონალური პროგრამისათვის. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი |






