ოქმი #90

 საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 

                                       ოქმი #90

 

                              "18" მარტი 2011 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

  

 

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 მ. ანიკაშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ზ. გამცემლიძე                  

                 ჯ. ბაღათურია

                 ა. ლეკაშვილი

                 ს. ქიტიაშვილი                                    

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელივახტანგ ბალავაძე

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, წარმოადგინა დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ბალავაძეს.

 

ვახტანგ ბალავაძე – არსებული კანონმდებლობით, თვითმმართველ ერთეულებს არ შეუძლიათ სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კომპაქტურად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამოუკიდებლად და ოპერატიულად გაუწიონ დახმარება სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. კანონპროექტის თანახმად, აჟარის თვითმმართველ ერთეულს ენიჭება დროებითი უფლებამოსილება საკუთარი  და დელეგირებული ფინანსური რესურსი გამოიყენოს სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. 

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მხარს უჭერს მისი პირველი მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი