ოქმი #86

      საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის  სხდომის
                                                                               
ოქმი #86

 

                                                                              16 დეკემბერი 2010 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

   

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ზ. გამცემლიძე

                 კ. გეწაძე

                 ა. ლეკაშვილი

                 კ. ოქრიაშვილი             

                         

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”- მესამე მოსმენით განხილვა

მომხსენებელიხათუნა კაპანაძე

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – მესამე მოსმენით განხილვა

მომხსენებელიდავით ლომიძე

საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოადგილე

 

3საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”- მესამე მოსმენით განხილვა

 

მომხსენებელიდავით ლომიძე

საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოადგილე

   სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ.

სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

დავით ლომიძე – მესამე მომსენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მხარს უჭერს მისი მესამე მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი