ოქმი # 85

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი # 85

 13 დეკემბერი 2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                                                 ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                              გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                                გ. მისაბიშვილი

                                                                               ა. ლეკაშვილი

                                                                               გ. გოგუაძე

                                                                               ზ. გამცემლიძე

                                                                              მ. სანებლიძე

                                                                               კ. ოქრიაშვილი

 

სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"  მეორე მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: მიხეილ დოლიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის (N1/322; 03.12.10) "წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-2/256; 03.12.10)  მეორე მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: დავით ლომიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

3.  საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: ლაშა თორდია

საქართველოს პარლამენტის წევრი

  

4. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" (N07-3/359; 05.11.10) პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე განხილვა.

 

 

5.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის "თამბაქოს კონტროლის შესახებ" (07-2/249; 25.11.10) მესამე მოსმენით განხილვა.

 

მომხსენებელი: გია ხუროშვილი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

  

6.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"   (07-2/258; 03.12.10) მესამე მოსმენით განხილვა.

 

მომხსენებელი: გია ხუროშვილი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

7. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-3/390; 10,12,2010). 

მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე

                             საქართველოს პარლამენტის წევრი

 

 8. " საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  კანონის პროექტის განხილვა.

 

 მოწვეულ პირთა სია:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროდან:                                            მიხეილ დოლიძე

                                                                                         შორენა ოქროპირიძე

კომპანია  "GPჩ"– დან:                                                  ნინო ბარათაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა

ასოციაციებიდან საქართველოში:                             ირაკლი მარგველაშვილი

                                                                                          მარინა გიორგობიანი

                                                                                           გიორგი რამიშვილი

                                                                                           სოლომონ იორამაშვილი

                                                                                           იმედა კურტანიძე

კომიტეტთან არსებული

სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოებიდან:                 გია ლობჟანიძე

სამედიცინო დაწესებულებებიდან:                           მედიკო ზარნაძე

                                                                                           მარინა შიხაშვილი

                                                                                           ნანა ასათიანი

                                                                                           ნატო ბერიშვილი

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ლომიძეს, რომელმაც კომიტეტს მეორე მოსმენით მუხლობრივად განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით, დაუბრკოლებლად შემოტანა.

პროექტთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოთქმულა და კომიტეტი დაეთანხმა მისი მეორე მოსმენით განხილვას პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს  მიხეილ დოლიძეს, რომელმაც კომიტეტს მეორე მოსმენით მუხლობრივად განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

დოლიძე:  წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია არსებული რეალობით, როდესაც ექიმს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ პაციენტს შესთავაზოს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ფარმაცევტული პროდუქტი. აგრეთვე, კანონპროექტის მიზანია ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ტექნიკურიური ხასიათის ხარვეზების გასწორება. 

               კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის/პაციენტის უფლებების დაცვა, რათა მისთვის დანიშნულების გამოწერის მომენტში მოხდეს ფარმაცევტული პროდუქციის შეძლებისდაგვარად ფართო არჩევანის შეთავაზების უზრუნველყოფა შესაბამისი ხარისხის, ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებითა და სათანადო განმარტებებით. ამ მიზნით, ცვლილებები აისახა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ და "საექიმო საქმიანობის შესახებ’’ კანონებში, ხოლო აღნიშნული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”.

სხდომაზე მოწვეული იყვნენ წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, ასევე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები და დარგის მოწვეული  ექსპერტები, რომლებმაც სხდომაზე წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები.

კანონპროექტის მიმართ თავისი შენიშვნები წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ო. თოიძემ. კერძოდ:

1. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს მოქმედ კანონში სხვადასხვა სამართლებრივი ნორმების რეგულირება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ და არ არის დაკონკრეტებული ნორმატიული აქტის ფორმა. წარმოდგენილ კანონპროექტის  მიხედვით, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს (პროტოკოლს) და კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას (გაიდლაინს) ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

 შენიშვნა: გაურკვეველია, რატომ მოხდა ასეთი კონკრეტიზაცია, წარმოდგენილი კანონპროექტის მხოლოდ ერთ მუხლში. შესაბამისად, კანონი საჭიროებს გადახედვას და შესაბამისობაში მოყვანას აღნიშნული კუთხით.

იმის გათვალისწინებით, რომ "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" და "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს მოქმედ კანონებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ექიმთა პროფესიულ ასოციაციებს, სასურველია, აღნიშნული პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება მოხდეს აღნიშნულ ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.

2.   "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტის მე–3 მუხლს ტერმინთა განმარტებებში დაემატა ჩქვეპუნქტი – "სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება)". შესაბამისად, აღნიშნული ჩ1 ქვეპუნქტი უნდა  დაემატოს მე–3 მუხლში ჩამოთვლილ ქვეპუნქტებს.

დასაზუსტებელია ტერმინი "ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი" და "ტვინის სიკვდილი".

3. წარმოდგენილი კანონპროექტები ტექნიკური და რედაქციული  შესაბამისობის თვალსაზრისით საჭიროებს გადახედვას და შესაბამისობაში მოყვანას  "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონთან.

4. მე–16 მუხლში ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებში სასურველია აისახოს ტექნიკური რეგლამენტი და შერჩევითი კონტროლი.

5. 29–ე მუხლში  სიტყვების: "აღიარების/დამოუკიდებელი საქმიანობის" კავშირი "/" შეიცვალოს კავშირით "ან/და".

6. პროექტის მიხედვით, (მუხლი 30, პუნქტი 1, "გ" ქვეპუნქტი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები: "ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას, პაციენტს შეძლებისდაგვარად უნდა შესთავაზოს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით".

 

შენიშვნა: პროექტის ტერმინთა განმარტებების მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალში იგულისხმება ექიმი, ექთანი,  ფარმაცევტი და სხვა პირები. შესაბამისად,  დასაზუსტებელია, თუ ვინ უნდა შესთავაზოს  ფარმაცევტული პროდუქტი სათანადო განმარტებებით პაციენტს, ასევე, როგორი დასახელებით (გენერიული, თუ სხვადასხვა სავაჭრო)  უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოწერა.

7. 30–ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები "არ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან’’ შეიცვალოს სიტყვებით "არ შევიდეს გარიგებაში სამედიცინო დაწესებულებასთან", ვინაიდან იგივე ანგარებას შესაძლოა ადგილი ქონდეს ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასთან და ა.შ.

8. კანონპროექტის 30–ე მუხლში ჩანაწერი: "პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, გადავიდეს "ა’’ ქვეპუნქტად. ამასთანავე დაემატოს სიტყვები "მათ შორის მესამე პირის სასარგებლოდ;’’. 

9.  "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტის 30–ე მუხლში მიზანშეწონილია აღდგეს ეთიკის ნორმები, მოქმედი რედაქციის შესაბამისად.

10. დასახვეწია კანონპროექტის 49–ე მუხლი.

11. "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონპროექტის 38–ე მუხლის მეორე პუნქტში დაემატოს სიტყვები – "ეთიკური და" და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად".

12. პროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსს ემატება 447 მუხლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ, პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა,– გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ჩვენება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 

შენიშვნა:  შესაბამისობაშია მოსაყვანი პირველად და განმეორებით ჩადენილ დარღვევაზე საჯარიმო სანქციის რედაქცია.

ასევე დასაკონკრეტებელია თუ ვის ეკისრება ჯარიმის გადასახადი, სამედიცინო დაწესებულებას, თუ კონკრეტულ ექიმს.

ვინაიდან მოქმედ კოდექსში უკვე არსებობს 447  მუხლი, კანონპროექტით წარმოდგენილი რედაქცია საჭიროებს გადანომვრას.

                        ასევე, რედაქციულად დასახვეწია "ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 208–ე და 239–ე მუხლები.

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ლ. თორდიას, რომელმაც კომიტეტს მესამე მოსმენით განიხილველად წარმოუდგინა  საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" (N07-3/359; 05.11.10).

აღნიშნული დადგენილების პროექტის მიმართ, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის  დასკვნაში წარმოდგენილი იყო წინადადება, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ "თიანეფტინი"–ს ერთი ტაბლეტი შეიცავს 12.5 მგ. ანუ 0.0125გ. თიანეფტინს, შესაბამისად 10 ტაბლეტი შეიცავს 0.125გ, 100 ტაბლეტი – 1.25გ, ხოლო 1000 ტაბლეტი – 12.5გ. თიანეფტინს, მიზანშეწონილია, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გაანგარიშებისას, "თიანეფტინი"–ს გაანგარიშება მოხდეს ერთ ტაბლეტში შემავალ თიანეფტინის სუფთა ნივთიერებაზე და შესაბამისად განისაზღვროს უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული "თიანეფტინი"– ს  მცირე – 0.125გ, დიდი – 1.25გ. და განსაკუთრებით დიდი – 12.5გ. ოდენობი.

კომიტეტმა გაიზიარა ზემოთ აღნიშნული წინადადება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მხარი დაუჭირა  დადგენილების პროექტის შესწორებულ ვარიანტს. ხოლო კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა  და კომიტეტმა მხარი დაუჭირა მისი მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხ. კაპანაძეს, რომელმაც კომიტეტს მესამე მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტები "თამბაქოს კონტროლის შესახებ" (07-2/249; 25.11.10)  და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"   (07-2/258; 03.12.10).

აღნიშნული კანონპროექტების მიმართ გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა მათი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ვახტანგ ბალავაძეს, რომელმაც სხდომას პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-3/390; 10,12,2010).

აღნიშნული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა მისი პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სხდომაზე.

შემდგომ, კომიტეტმა განიხილა " საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  კანონის პროექტი. გამოითქვა წინადადება, რომ 35 12 02 06 კოდით აღნიშნული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა "დიაბეტის მართვა" შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა".

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო 

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.                                კომიტეტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი (N1/268; 22.10.10) "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

აღნიშნული კანონპროექტის მიმართ  გამოითქვა შემდეგი სახის შენიშვნები:

1.   "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტის მე–3 მუხლს ტერმინთა განმარტებებში დაემატა ჩქვეპუნქტი – "სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება)". შესაბამისად, აღნიშნული ჩ1 ქვეპუნქტი უნდა  დაემატოს მე–3 მუხლში ჩამოთვლილ ქვეპუნქტებს.

2.  დასახვეწია ტერმინი "ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი" და "ტვინის სიკვდილი".

3. მე–16 მუხლში ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებში სასურველია აისახოს ტექნიკური რეგლამენტი და შერჩევითი კონტროლი.

4. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტის 30–ე მუხლში მიზანშეწონილია აღდგეს ეთიკის ნორმები, მოქმედი რედაქციის შესაბამისად.

5. 29–ე მუხლში  სიტყვების: "აღიარების/დამოუკიდებელი საქმიანობის" კავშირი "/" შეიცვალოს კავშირით "ან/და".

6. 30–ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები "არ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან’’ შეიცვალოს სიტყვებით "არ შევიდეს გარიგებაში სამედიცინო დაწესებულებასთან", ვინაიდან იგივე ანგარებას შესაძლოა ადგილი ქონდეს ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასთან და ა.შ.

7. კანონპროექტის 30–ე მუხლში ჩანაწერი: "პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, გადავიდეს "ა’’ ქვეპუნქტად. ამასთანავე დაემატოს სიტყვები "მათ შორის მესამე პირის სასარგებლოდ;’’. 

8. გაურკვეველია და დაზუსტებას საჭიროებს 30–ე მუხლის გ–ქვეპუნქტი: "ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას პაციენტს შეძლებისდაგვარად შესთავაზოს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით".

9. დასახვეწია კანონპროექტის 49–ე მუხლი.

10. "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონპროექტის 38–ე მუხლის მეორე პუნქტში დაემატოს სიტყვები – "ეთიკური და" და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად".

11. კანონპროექტის მიხედვით "ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება ახალი 447 მუხლი. ვინაიდან მოქმედ კოდექსში უკვე არსებობს 447  მუხლი, კანონპროექტით წარმოდგენილი რედაქცია საჭიროებს გადანომვრას.

      ზემოთ აღნიშნულ მუხლში  "სამედიცინო დაწესებულების/ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის’’ კავშირი "/’’ შეიცვალოს კავშირით "ან/და’’.

      ასევე, რედაქციულად დასახვეწია "ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 208–ე და 239–ე მუხლები.

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.  კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი (N1/322; 03.12.10) "წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". (N07-2/256; 03.12.10).

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და კომიტეტი მხარს უჭერს მისი  მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

      3.    კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა  და კომიტეტი მხარს უჭერს მისი მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

   

       4.    კომიტეტმა, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის წინ, განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" (N07-3/359; 05.11.10).

აღნიშნული დადგენილების პროექტის მიმართ, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის  დასკვნაში წარმოდგენილი იყო წინადადება, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ "თიანეფტინი"–ს ერთი ტაბლეტი შეიცავს 12.5 მგ. ანუ 0.0125გ. თიანეფტინს, შესაბამისად 10 ტაბლეტი შეიცავს 0.125გ, 100 ტაბლეტი – 1.25გ, ხოლო 1000 ტაბლეტი – 12.5გ. თიანეფტინს, მიზანშეწონილია, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გაანგარიშებისას, "თიანეფტინი"–ს გაანგარიშება მოხდეს ერთ ტაბლეტში შემავალ თიანეფტინის სუფთა ნივთიერებაზე და შესაბამისად განისაზღვროს უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული "თიანეფტინი"– ს  მცირე – 0.125გ, დიდი – 1.25გ. და განსაკუთრებით დიდი – 12.5გ. ოდენობები.

კომიტეტმა გაიზიარა ზემოთ აღნიშნული წინადადება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მხარი დაუჭირა  დადგენილების პროექტის შესწორებულ ვარიანტს.

         5. კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტები "თამბაქოს კონტროლის შესახებ" (07-2/249; 25.11.10)  და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"   (07-2/258; 03.12.10).

აღნიშნული კანონპროექტების მიმართ გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა მათი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.

6. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-3/390; 10,12,2010). აღნიშნული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა მისი პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სხდომაზე.

7.  კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტში  35 12 02 06 კოდით აღნიშნული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა "დიაბეტის მართვა" შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა".

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი

 
modules