ოქმი# 83

                                              საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 
                                                                                                                        ოქმი# 83                            
                                                                                                                                                                                            3  დეკემბერი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:     ოთარ თოიძე 

 ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გურამ მისაბიშვილი;

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          ზაალ გამცემლიძე;

                                          ავთანდილ ლეკაშვილი;

                                          გიორგი გოგუაძე;

                                          მამუკა სანებლიძე;                              

სხდომის დღის წესრიგი

1.    საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹1/301; 25.11.2010):  "თამბაქოს კონტროლის შესახებ” (¹07-2/249; 25.11.2010) I მოსმენით განხილვა.      

                მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო

                            მდივანი გიორგი ხუროშვილი

2.    საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე” (07-3/359; 05.11.10) განხილვა.

                 მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                             ანდრო ალავიძე

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, და საქართველოს კანონპროექტების: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველო კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/369; 15.11.10) განხილვა.

                 მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                             კახაბერ ანჯაფარაძე

სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ. მან სხდომის წევრებს შეახსენა, რომ 3 დეკემბერი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. დაგეგმილი იყო მთვარობის, პარლამენტის, საელჩოების და საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, გარკევული წინსვლა ამ მიმართულებით ქვეყანაში შეინიშნება. კერძდ ის, რომ სახელმწიფო დახმარება პროგრამების სახით იმავე მოცულობით მიმდინარეობს, გარდა ამისა პარლამენტის მიერ იქნა მიღებული დადგენილება შეზღუდული შესაძლბლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შესახებ. მის საფუძველზე შემუშავებულია სამოქმედო გეგმა 2010-2013 წლებისთვის, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი, ინტენსიურია საქველმოქმედო აქციები და ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურებულია საზოგადოებრივი სექტორი. ამავე დროს ამ საკითხში ჩაერთო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. ხაზგასასმელია რომ პრევენციის თვალსაზრისით მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც შემოღებული იქნა ღვედები. ამის შემდეგ ბატონმა სხდომის თვმჯდომარემ, როგორც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ბატონ გიორგი ხუროშვილს.

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:  "თამბაქოს კონტროლის შესახებ”.

ბატონმა გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ  კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ მიზეზმა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედებს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’,  "სურსათისა და თამბაქოს შესახებ’’ და "თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ’’ საქართველოს კანონები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მოძველებულია და არ ასახავს რეალობას. კერძოდ:

 1. "თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობის სახედ არის მოხენიებული, მაშინ, როდესაც "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი ასეთი სახის ლიცენზირებად საქმიანობას არ ითვალისწინებს.

 2. "სურსათისა და თამბაქოს შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს, თუმცა "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ’’ საქართველოს კანონი ახლებურად არეგულირებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ურთთიერთობებს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი საქართველოში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ერთგვაროვანი ურთიერთობების მარეგულირებელი  ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრა და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. ხოლო მისი ძირითადი არსი არის "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’,  "სურსათისა და თამბაქოს შესახებ’’ და "თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ’’ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადება და  მათ მაგივრად ერთგვაროვანი სამართალურთიეთობების მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს სხდომაზე მოწვეულმა პირებმა: არასამთავროებო ორგანიზაციების, თამბაქოს ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტიორების წარმომადგენლებმა. მათი აზრით გარდა ტექნიკური ცვლილებებისა კანონპროექტში არის არსობრივი ცვლილებებიც. გარდა ამისა მათ დააფიქსირეს, რომ რამდენადაც კანონპრექტის ავტორი არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიუხედავად ამისა ამ სამინისტრომ უარყო მათი კომპეტენცია თამბაქოს კონტროლის სფეროში. მათ ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს, ამ კანონპროექტის განხილვა, მაშინ როცა ისინი ელოდებოდნენ ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში ცვლილებებს და ასევე მათი აზრით, თუ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური გაერთიანება 3 კანონისა ერთ საკანონმდბელო აქტად, ხოლო ძირითადი კანონი "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ არ იცვლება, მათ გამოთქვეს აზრი, რომ მაშინ უმჯობესი იქნებოდა დარჩენილიყო "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი და მასში შესულიყო ეს 2 კანონი, დამატებების და ცვლილებების სახით. ასევე მათ ყურადღება გაამახვილეს თამბაქოს ჩარჩო კონვენციის ვალდებულებებზე, რომლებიც კვლავ შეუსრულებელი რჩება.

 საპარლამენტო მდივანმა მათ კიდევ ერთხელ აუწყა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში ახალი რეგულაციები არ იდო და ცვლილება განპირობებული იყო მხოლოდ 3 საკანონმდებლო აქტის ერთ საკანონმდებლო აქტად თავმოყრა.

ოთარ თოიძე – ამ კანონების გაერთიანების დროს, მისი აზრით მოხდა მნიშვნელოვანი პრინციპების ამოვარდნა და იგი თვლის, რომ აუცილებელია ამ პრინციპების აღდგენა კანონპროექტში, როგორც იყო კანონში "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ”. ასევ მან აღნიშნა, რომ გარდა პრინციპებისა, არის ასევე ტექსტური ცდომები მოქმედ კანონთან და მიაჩნია რომ, შესაბამისი მუხლები უნდა აღსდგეს იმ რედაქციით, რომელიც არის უკვე მოქმედ კანონში. ამდენად კანონპროქტის მე-2 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის "მ’’ პუნქტი:  "საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა”.

მიიღეს გადაწყვიტილება (ერთხმად): კანონპროქტის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "მ’’ პუნქტი:  "საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა”.

აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი ეთანხმება კანონპროექტის ძირითად პრინციპს, საქართველოში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ერთგვაროვანი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრას და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

სხდომის თავმჯდომარემ შემდეგ სიტყვა  გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ანდრო ალავიძეს.

ანდრო ალავიძეს.– მან სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა თორდიასა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”. როგორც კანოპროექტის ავტორმა და ამავე დროს ინიციატორმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოქმედი კანონმდებლობით ღიად არის დარჩენილი "თიანეპტინის” როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების არალეგალური გამოყენების შემთხვევებთან ბრძოლის საკითხი. კერძოდ, ასეთი ნივთიერების შემცველი ერთ-ერთი საშუალება "კოაქსილი” მიეკუთვნება ანტიდეპრესანტთა ჯგუფს, იგი გამოიყენება დეპრესიის სმკურნალოდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და პერორალურად. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ რეალობაში ხშირია პრეპარატი "კოაქსილის” არასამედიცინო მიზნით მოხამრება. აღნიშნულ მედიკამენტის მოხმარებამ მიიღო მასიური ხასიათი. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ღებულობენ ინტრავენურად, დიდი რაოდენობით, რაც დაუშვებელია, მისი თვისებებიდან გამომდინარე. ამიტომ მომხმარებლებში ხშირია თრომბოფლებიტი, სეფსისი, სხეულის კიდურებისა და სხვა ადგილების დანეკროზება, განგრენა, ტოქსიკური ენცეფალოპათია, ჭკუასუსტობა, ყურადღების გაფანტვა და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია "თიანეპტინი” და მისი შემცველი ყველა პრეპარტი (კოაქსილი, სტაბლონი და სხვა.) შეტანილ იქნას "საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიების მე-4 სიაში. კერძოდ, "ზოლპიდემის” შემდეგ დაემატოს ფსიქოტროპული ნივთიერება "თიანეპტინი”. ამ ცვლილებით ეს პრეპარატი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გახდება კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ცვლილება 2003 წლის 23 ივლისს დადგენილებით დამტკიცებულ "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერბების ნაწილში მიზანშეწონილია დაემატოს "თიანეპტინი” და განისაზღვროს მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული ცვლილებით "თიაპენტინის”  მფლობელობა და ბრუნვაში მიმოქცევა გახდება სისხლის სამართლის კოდექსისი 33-ე თავით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება. ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს თიანეპტინის ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში გათვალისწინებას და მისი გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე” პროექტს, მომხსენებლემა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის შემუშავება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოქმედი კანონმდებლობით ღიად არის დარჩენილი "თიანეპტინის” როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების არალეგალური გამოყენების შემთხვევებთან ბრძოლის საკითხი. კერძოდ, ასეთი ნივთიერების შემცველი ერთ-ერთი საშუალება "კოაქსილი” მიეკუთვნება ანტიდეპრესანტთა ჯგუფს. მიზანშეწონილია "თიაპენტინი” და მისი შემცველი ყველა პრეპარატი შეტანილი იქნას "საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერბებებისა და პრეკურსორების სიების” მე-4 სიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ცვლილება 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით (შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) დამტკიცებულ "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში მიზანშეწონილია დაემატოს "თიანეპტინი” და განისაზღვროს მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ბატონებმა გელა ლეჟავამ, გია ლობჟანიძემ და ხათუნა თოდაძემ.

მიიღეს გადაწყვიტილება (ერთხმად) : პრინციპების დონეზე კომიტეტი მხარს უჭერს ზემოთ აღნიშნული ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

შემდეგი საკითხის მოსახსენებლად ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსნებისთვის გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ კახა ანჯაფარიძეს.

კახა ანჯაფირიძე -  მან განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, და საქართველოს კანონპროექტების: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველო კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით მომხსნებელმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით თვითმმართველი ერთეულის საკუთარ კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა და შესაბამისი ნებართვების გაცემა, ხოლო ამავე ორგანული კანონის 22-ე მუხლით საკრებულოს განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს მომწესრიგებელი საპეციალური საკანონმდებლო აქტით - "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონით ქვეყნის შიგნით სამგზავრო გადაყვანის მხოლოდ ერთი სახის საქმიანობა –ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საჭიროებს ნებართვას (მხოლოდ თვითმმართველ ქალაქში), ხოლო თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება ტრანსპორტის სფეროში მხოლოდ აღნიშნული ნებართვის გაცემითა და შესაბამისი წესის დადგენით შემოიფარგლება, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონით განსაზღვრული თვითმმართველ ერთეულის უფლაბამოსილებები სტრანსპორტის სფეროში შეესაბამებოდეს სპეციალური კანონით დადგენილ უფლაბამოსილებებს. რაც შეეხება ტრანსპორტის მარშრუტებსა და გრაფიკების განსაზღვრას, ააღნიშნულ უფლებამოსილებას, ზოგადად მოიცავს ტერმინი "ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება”. ამასთან მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის ნებართვის არარსებობის პირობებში მარშრუტებსა და მოძრაობის გრაფიკს განსაზღვრავს გადამზიდველი. ამდენად კანონპროექტის მიზანია სამგზავრო გადაყვანის ნორმების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონპროექტს რაც შეეხება, მისი მომზადება განპიროებებულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მინიმალური ვადის არარსებობით. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ნორმატიული აქტით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ვადა შეადგენს რამდენიმე თვეს, რაც ხელს არ უწყობს გადამზიდველის სანებართვო საქმიანობის სტაბილურობას. კანონპროექტის მიზანი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა არის ის რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგინდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები. და ბოლოს "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს რაც შეეხება, როგორც  მომხსნებელმა აღნიშნა,  მისი მომზადება განაპირობა იმან, რომ "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით იურიდიულ პირსა და ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას ევალებათ ჯანდაცვის ორგანოების მუშაკებთან ერთად უზრუნველყონ მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ეს ვალდებულება არ სრულდება, მძღოლის წინასერეისო სამედიცინო შემოწმებას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი (რაც გარკვეულ კორუფციული ხასიათის გარიგებებსაც უკავშირდება). ამასთან ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ხორციელდება სასოფლო ტიპის დასახლებებიდან, ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, სადაც საკმაოდ რთულია მძღოლის სამედიცინო შემოწმების განხორციელება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ბატონმა ოთარ თოიძემ.

მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსენით განსახილველად გატანას. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ წინასარეისო სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში შემუშავებულ უნდა იქნას ისეთი რეგულირება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო საქალაქო სამგზავრო გადაყვანასა და გადატანას, რათა დაცული იყოს ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules