ოქმი #82

საქართველოს პარლამენტის 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

კომიტეტის  სხდომის ოქმი #82

                                                                                                           24  ნოემბერი   2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                              ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :  გ. გოგუაძე,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  გ მისაბიშვილი,

                                                  ა.ლეკაშვილი.

                           დღის წესრიგი

    საქართველოს პარლამენტის წევრების ზ.გელაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”, " საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე’, " სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”(¹07-3/377;19.11.10)

           მომხსენებელი: ვახტანგ ჯორბენაძე_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

   სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ვახტანგ ჯორბენაძეს.

   ვახტანგ ჯორბენაძე: წარმოგიდგენთ კანონპროექტს: "სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”. წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის თანმხლებ პროექტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდების შემოღებასთან ერთად აუცილებელია თანმდევი საკითხების დარეგულირება.

   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე გავრცელდება სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე მოქმედი სოციალური გარანტიები. ერთიანი მიდგომით და პროცედურებით მოხდება სამხედრო პოლიციის სამივე კატეგორიის თანამშრომელთა მართვა და მათთან სამსახურებრივი ურთიერთობის დარეგულირება. იხვეწება სამხედრო პოლიციის სტრუქტურასთან და ფუქციებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

   ცვლილება შედის  " საჯარო სამსახური შესახებ” საქართველოს კანონში. კერძოდ, 49-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3-4 პუნქტები:

 " 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტასუსის დადგენის შემთხვევაში თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

  ცვლილება შედის " საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტშიც.

 " 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი:

a)      საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;

b)     საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

ცვლილებები შედის "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში. ცვლილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემოღებული იქნება შემდეგი სპეციალური წოდებები:

a)      უმცროსი სპეციალური წოდება_ რიგითი, უმცროსი სერჟანტი, უფროსი სერჟანტი,ზემდეგი;

b)     საშუალო სპეციალური წოდება,_ უმცროსი ლეიტენანტი,ლეიტენანტი,უფროფსი ლეიტენანტი, კაპიტანი.

გ) უფროსი სპეციალური წოდება_მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება_ გენერალ-მაიორი, გენერალ_ლეიტენანტი, გენერალ_ პოლკოვნიკი.

შესაბამისი უწყებების მსგავსად საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გავრცელდება სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები.

   ცვლილება შედის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში. მოქმედი რედაქციით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას ახორციელებენ "რაიონის, ქალაქის, (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილებები”. წარმოდგენილი პროექტით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან,  "სამხედრო ვალდებულებისა და  სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

  აზრი გამოთქვეს: გ.გოდაბრელიძემ, გ. მისაბიშვილმა, ზ. გამცემლიძემ,ო. თოიძემ.

  კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტების მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე.           

 
modules