| ოქმი #80 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე ესწრებოდნენ: გ.მისაბიშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და ს. ქიტიაშვილი სოციალურ საკითხთა გ. გოდაბრელიძე კომიტეტის წევრები ჯ. ბაღათურია ა. ლეკაშვილი კ. გეწაძე ზ. გამცემლიძე კ. გეწაძე გ.გოგუაძე მ.სანებლიძე მოწვეულ პირთა სია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი –ანდრია ურუშაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე –გიორგი წერეთელი. საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი – ნინო კალანდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სამეცნიერო –საკონცულტაციო საბჭო – თამარ ლობჟანიძე სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის (¹1/273;05.11.2010): "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (¹07-2/237; 05.11.2010), განხილვა. M მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹01/270; 11.04.2010): "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ,” "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის” და თანმდევ კანონპროექტს "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-2/236; 05.11.10), განხილვა. მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ, საქართველოს კანონის პროექტს "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/231: 15.10.10), მესამე მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: ნათია მიქელაძე საქართველოს ფინანთა მინისტრის მოადგილე სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ, მან სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს ფინანთა მინისტრის მოადგილეს ნათია მიქელაძეს, რომელმაც კომიტეტს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” "საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.” კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს. ამის შემდეგ თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი. ”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და ”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ,” "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისთვის,” საქართველოს საბიუჯეტო კოდექში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ბატონმა ანდრიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2011 წლისათვის უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე. ჯამური დაფინანსება, ამ მიმართულებით განისაზღვრება მილიარდ ექვსას ოთხი მილიონი ლარით, აქედან ნაწილი არის დონორული დაფინანსებით განპირობებული, რომლის ძირითადი მიმართულებებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები. სუფთა საბიუჯეტო პარამეტრიც დონორული დახმარების გარეშე განისაზღვრება მილიარდ ხუთას სამოცდაათი მილიონი ლარით. არსებული ბიუჯეტის ძირითად მიმართულებად რომ განვიხილოთ, აქ არის პენსია და კომპენსაციები. ცხრაასმილიონ ლარზე მეტით არის დაფინანსების ეს მუხლი და მეორე მიმართულება სოციალური დახმარების მუხლი, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და იმ სოციალური დახმარებების დაფინანსებისათვის, რომელსაც ითვალისწინებს, ჩვენი სოციალური პოლიტიკა. დახმარებები განისაზღვრება ორას ოცდაათი მილიონ ლარზე მეტით და შედის დახმარებები, რომელიც მნიშვნელოვანად გაიზარდა, იმიტომ რომ გასული წლის განმავლობაში შვიდი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო დევნილის პოლიტიკური სტატუსი. შესაბამისად მათ წარმოეშვათ უფლება დევნილის დახმარების მიღების, ასევე ამავე მუხლითFფინანსდება საპენსიო შემწეობები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის.. მცირედი კლება არის მხოლოდ კონპენსაციებსა და აკადემიური სტიპენდიების მუხლში, რაც გამოწვეულია, იმით რომ ბევრი აკადემიური სტიპენდიის მიმღები უკვე საპენსიო ასაკს მიუახლოვდა, თავისი სურვილით გადადის ასაკით პენსიაზე და შესაბამისად აქ თუ არის კლება, ზრდა არის ჩადებული სახელმწიფო პენსიებში. ძირითადათ ეს არის ასაკით პენსიონერების ზრდის ხარჯზე. ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობა იზრდება. ასევე გაგრძელდება კვების ვაუჩერების პროექტი, რაც დაკავშირებულია სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებში ჩვილ ბავშვთა კვების უზრუნველყოფასთან. საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირება გაადვილდება. საპენსიო პაკეტი გულისხმობს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი ბენეფიტების გაერთიანებას და ინდივიდუალიზაციას. უშუალოდ ჯანდაცვის სერვისებზე გამოყოფილი ხარჯები, იზრდება გასულ წელთან შედარებით. სამედიცინო დაზღვევაში არის მცირე შემცირება. რადგანაც უარი თქვეს მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაზე. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, ფსიქიურად დაავადებული ადამიანებისათვის ახალი ინფასტრუქტურების განვითარებას, სადაც როგორც ქრონიკული დაავადებებისათვის, ისე მწვავე შემთხვევების დროს მათთვის იქნება შესაბამისი პირობები. წელს დაიწყება ინფასტრუქტურის განვითარება. ეს იქნება როგორც 120 მწვავე საწოლი, ასევე ზოგადი პროფილის კლინიკაში გრძელვადიანი და საშუალო ვადიანი სერვისებისათვის საჯარო შენობების რეაბლიტაცია და გარემონტება. ასევე ამბულატორიული სერვისების განვითარება, რაც აუცილებელია კრიზისული ინტერვეციასათვის. ასევე იგეგმება ფსიქო ნერვოლოგიური დისპანსერების ბაზაზე, თანამედროვე ტიპის ფსიქიური ჯანმრთელობის ცენტრების განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები არის დაგეგმილი, როგორც შიდსის, ასევე განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებში. ტუბერკულოზი, საქართველოში არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი. ყველაფერი ფინანსირდება, როგორც ახალი შემთხვევის გამოვლენის დროს, ასევე ლაბორატორიული ხარჯები. ასევე მკურნალობა, როგორ ორიგინალური შემთხვევები, ისე რეზისტენტული ფორმები. იზრდება ტუბერკულოზის ბიუჯეტი. ეპითზედამხედველობის პროგრამები ჩვეულებრივად გაგრძელდება. იზდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ბევრ კომპონენტს აერთიანებს. აქ არის მათ შორის უსაფრთხო სისხლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადამდები დაავადების პრვენციისათვის. აქ არის ასევე დავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნის პროგრამები და ნარკომანიასთან დაკავშირებული ჩანაცვლებითი თერაპიის გაძლიერება და ხელმისაწვდომობა. როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე ციხის პირობებში. ამ პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს ეკლესია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. გამკაცრდება მედიკამენტების გამოწერასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული პირობები. საქართველოში მიმდინარეობს, როგორც კერძო საინვესტიციო, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელებული ინფასტრუქტურის განვითარება. დაახლოებით 23 საავადმყოფო მოცულია ამ პროგრამით, რომლებიც ადგილმდებარეობას შეიცვლის და გადავა სამედიცინო შინაარსით დაპროექტებულ და რეაბლიტირებულ შენობაში. სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ ყველა ის მოთხოვნა რომლის სტანდარტები დაამტკიცა უკვე სახელმწიფომ და რომელიც აუცილებელია. მათ შორის არის ჟანგბადით მომარაგება, უსაფრთხო აპარატურისა და ტექნოლოგიების შეტანა, ტრანსპორტირება, უსაფრთხო მისადგომები, აუცილებელია ტემპერეტურის დაცვა, როგორც სპეციალურ სივრცეებში, ისე პალატებში, ლიფტების მუშა მდომარეობაში ყოფნა. რაც შეეხება კერძო საინვესტიციო პროექტებს, იგეგმება ოთხმოცამდე საავადმყოფოს რეაბლიტაცია. არსებობს, ხუთწლიანი გეგმა საინვესტიციო ღონიზიებებისა. ინვესტიცია გულისხმობს არამარტო ფიზიკურ ინფასტრუქტურებში, არამედ ადამიანური რესურსის განვითარებაში ინვესტიციას. რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევის პროექტებს, პედაგოგთა არანაირი თანგადახდა არც იყო ჩაფიქრებული. გასულ წელს აგრეთვე დაიწყო და დამთავრდა მიუსაფარი ბავშვებისა და ხანდაზმული მოქალაქეების დაზღვევა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, სამაგიეროდ მომავალ წელს ყველა ძირითად სამედიცინო სექტორებზე მათი სამედიცინო დაზღვევის პროგრამები მოგვარედება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ახალდაბადებული, მიტოვებული ბავშვები, რომელთა ხარჯები ყოველთვის პრობლემა იყო, დღეისათვის ეს პრობლემა აღარ არსებეობს, რადგან დაბადებიდან და ჩარიცხვის დღიდან ხდება მათი ხარჯების დაფინანსება. მოქალაქე , რომელიც გადაცილებულია 60 წელს ზუსტად უნდა იცოდეს, რა უფინანსდება და არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა. ძირითადი ხარჯები შემცირებულია ისეთი მიმართულებით, როგორიც არის რეფერალური პროგრამა. რეფერალური პროგრამა დაკავშირებულია იმასთან, რომ ინდივიდუალური დახმარებები დაექვემდებარება მკაცრ კრიტერიუმებს. ეს არის გადაუდებელი სიტუაციების დროს და სტიქიური უბედურებების დროს, სამედიცინო კომპონენტების დაფინანსება. ეს არის ის შემთხვევები, რომლის დიაგნოსტირება საქართველოში ვერ ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი გადადის თავდაცვის სამინისტროს დაქვემედებარებაში. გაწვევის ორგანიზება, რეგიონალური განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროში. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, რომელმაც აღნიშნა, რომ სტრატეგიულად ძალიან კარგი მიმართულება აქვს ბიუჯეტს, მაგრამ ამასთანავე არსებეობს ბევრი მტკივნეული საკითხები. მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი სამედიცინო კუთხით, ის, რომ მომსახურეობა არის განთავისუფლებული, მაგრამ პროგრამები იბეგრება.ასევე დეფიციტურია პროგრამები. შემდეგ სიტყვით გამოვიდა კომიტეტის წევრი ჯონდი ბაღათურია, რომელმაც აღნიშნა რომ ბევრი საკითხი იყო საკამათო, მაგალითად რეფერალურ პროგრამასთან, კარდიოლოგიასთან, ასევე ჩანაცვლებით პროგრამებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1. კომიტეტმა განიხილა საქართველოს კანონის პროექტები "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”; "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის” და თანმდევი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მხარი დაუჭირა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით მიღებული საფინანსო რესურსით სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების დაფინანსებას. 2. კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/231 15.10.2010). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი მესამე მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი: რ. ჩარკვიანი |






