| ოქმი #79 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
4 ნოემბერი 2010წ. სხდომის თავმჯდომარე:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები : ზ. გამცემლიძე, გ. გოდაბრელიძე, ს. ქიტიაშვილი, ჯ. ბაღათურია, გ მისაბიშვილი. ა.ლეკაშვილი. დღის წესრიგი
1. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე. II მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: ნათია მიქელაძე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2. "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე., "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, " საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილე3ბებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. მომხსენებელი: ლ.თორდია საქართველოს პარლამენტის წევრი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა ნათია მიქელაძეს. მან კომიტეტს II მოსმენით წარუდგინა კანონპროექტი "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე. ნათია მიქელაძე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, საგამოძიებო სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო. შესაბამისად, სამსახურის თანამშრომლებზეც უნდა გავრცელდეს ისეთივე სოციალური გარანტიები, როგორიც ვრცელდება სხვა სამართალდამცავ ორგანოების თანამშრომლებზე. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.» ნაწილობრივ გაიზიარა სამინისტრომ კომიტეტის კანონპროექტის მიერ I მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნა კანონის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით. კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რის საფუძველზეც 2011 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევა. აღნიშნული საკითხები დარეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. კომიტეტზე დაისვა კითხვა დაზღვეულთა რაოდენობის შესახებ, რაზეც მომხსენებელმა უპასუხა, რომ აქ საუბარია დაახლოებით 500 თანამშრომელზე და რომ თანხა დაიფარება ბიუჯეტის ასიგნებებიდან. კომიტეტს შენიშვნები არ გამოუთქვამს და კანონპროექტი მომზადებულად მიაჩნია პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის. დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე., "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, " საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კომიტეტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თოდრიამ. ლაშა თოდრია: "სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიღების მიზანია კანონის სრულყოფა, რის საფუძველზეც პრივატიზების პროცესი გამარტივდება და უფრო სწრაფად და მოქნილად განხორციელდება. კანონპროექტის პირველი მუხლით კანონის რეგულირების სფეროდან გამოვიდა მუხლი I-ის მე-5 პუნქტი (ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით) ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისავის შესყიდული საქონელზე; აგრეთვე, ერთჯერადი გამოყენების, სწრაფადცვეთადი საგნების, სამკურნალწამლო საშუალებებისა და კვების პროდუქტების დარიგება _გადაცემაზე,გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა; თ) სხვა ქყვეყნის სახელმწიფო ორგანოსათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა/გადაცემა, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით გადასაცემი ქონების მიმართ. კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი "სამკურნალწამლო საშუალებები” არ გვხვედბა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში და შესაბამისად, კომიტეტის თვლის, რომ სასურველია იგი შეიცვალოს ტერმინით "ფარმაცევტული პროდუქტი”. სხვა შენიშვნა კომიტეტს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით არ გააჩნია და მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე სხდომის მდივანი: ინგა ბიწაძე. |






