ოქმი #78

საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

                         კომიტეტის სხდომის 

                       ოქმი #78

 

                       26 ოქტომბერი 2010 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ჯ. ბაღათურია

                 ზ. გამცემლიძე

                 ა. ლეკაშვილი

                 მ. სანებლიძე              

                                 

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელინათია მიქელაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნათია მიქელაძეს.

 

მიქელაძე – წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სავალდებულო სახელმწიფო დაზვევით უზრუნველყოფა 2011 წლის 1 იანვრიდან. ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საგამოძიებო სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებზე უნდა გავრცელდეს ისეთივე სოციალური გარანტიები, როგორიც ვრცელდება სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე.

აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოავლო და ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც ხარჯები აისახება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა.

 გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, რომლის ხარჯები დაფარული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კომიტეტს მომზადებულად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules