ოქმი# 76

                                               საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

                                                                               კომიტეტის სხდომის   ოქმი# 76  
      
                                                                                                                                                                              7  ოქტომბერი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:     ოთარ თოიძე   ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          ჯონდო ბაღათურია;

                                           ზაალ გამცემლიძე;

                                          კახაბერ ოქრიაშვილი;

                                          სერგო ქიტიაშვილი;

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                     გიორგი წერეთელი;

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და

სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე                      გიორგი არსენიშვილი;

ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი

ინსტიტუტის დირექტორი

                                            გელა ლეჟავა;

წამლის სააგენტო            ზაზა ჩაფიძე;

                                            ნაილი შენგელიძე;

ფარმაცევტული კომპანია "ღოცჰე” –ს

წარმომადგენლობა საქართველოში                ნინო გოჩიტაშვილი;

                                           გიორგი რამიშვილი;

ფარმაცევტული კონმპანია "სანოფი-ავენტისი”       

                                            მარინა გიორგობიანი                                   

სხდომის დღის წესრიგი

1.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹1/249; 24.09.2010):  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/219;24.09.2010) განხილვა.

              მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის    

                          მოადგილე ნათია მიქელაძე

2.    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიცატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატივის წარდგენა.

            მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის

                        დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

                        თავმჯდომარე ოთარ თოიძე

3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიცატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტიების: "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ"; "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"; "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი; "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"; "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" განხილვა.

              მომხსენებლი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

                         მოადგილე გიორგი წერეთელი

4.    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან "ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების საქართველოში არასამედიცინო   მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს” შექმნა. 

5. პრზენტაცია თემისა "ბიომიმსგავსებული სამედიცინო პროდუქტები – თანამედროვე ხედვა”.

            მომხსენებლი:  F.Hოფფმან-Lა ღოცჰე-ს

                        წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორი            

                        ნინო გოჩიტაშვილი.

სხდომა გახსნა ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გიორგი წერეთელს მიულოცა მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტად არჩევა, რომლის აღმასრულებლი კომიტეტის სხდომა 4 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა.

გიორგი წერეთელი – მან ყველას მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის. ბატონმა გიორგიმ სხდომაზე დამსწრე პირებს აუწყა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტად არჩეული იქნა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი. იგი მოკლედ შეეხო ფორუმის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს განვითრების ათასწლეული მიზნების მხარდაჭერა, დემოგრაფიის, გლობალური ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ კუთხით საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაცია ევროპაში.

ჯონდო ბაღათურია – მან სიტყვა მოითხოვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდომარეობას შეეხო. აღნიშნა, რომ ხალხი ამ სოფლებში გაუსაძლის მდომარეობაში და გასაჭირში არიან ჩავარდნილები და რომ პრაქტიულად, ისინი შიმშილით იხოცებიან.

გიორგი წერეთელი – მან დააკონკრეტა სოფლები და დაამატა ასევე, რომ  ამ სოფლებს გარდა მაეტრიალური პრობლემისა,  აქვთ ასევე წყლის პრობლემა.  როგორც აღნიშნა მთავრობისათვის ეს საკითხი ცნობილია და რა თქმა უნდა მათ გააჩნიათ სურვილი ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის. მიმდინარეობს მუშაობა მხოლოდ თანხის მოძიებაზე. ამდენად მას მიზანშეწონილად მიაჩნია, კონკრეტულად მხოლოდ ამ საკითხის თაობაზე დაიგეგმოს შეხედრა, სადაც მოწვეული იქნებიან სხვა კომპეტენტური და გადაწყვეტილების მიმღები პირები, ხოლო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს  კოორდინაციული მუშაობა.

მაგდა ანიკაშვილი – იგი დაეთანხმა მის წინ გამოსულ კოლეგებს და დაადასტურა, რომ ამ ხალხს განსაკუთრებულად სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა. ქრისტიან-დემოკრატები კი მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ამ საკითხის დადებითად მოგვარებაში.

ოთარ თოიძე – სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დევნილების თაობაზე ამ შენობაში საუბარი და  დებატები მიმდინარეობს პრაქტიკულად ყოველ დღე. სოციალური მომსახურეობის თვალსაზრისით საუბარი თავიდანვე იყო და მისთვის ამ მხრივ დიდი სიახლე არ არის, მაგრამ ასე მძაფრად საკითხი ჯერ არ დამდგარა, სოციალური დახმარების მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ფენას.  თუმცა ისიც ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი. იგი ადგილზეც იყო და შესაბამისად ცნობილია მისთვის მოსახლეობის მდგომარეობა. თუმცა თვლის, რომ ამ ეტაპზე და კონკრეტულად ამ სხდომაზე, ეს საკითხი ვერ გადაწყდება. იგი მზად არის დღესვე დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ საჭიროა გათვლების გაკეთება, სხვა უწყებებთან კონსულტაციების გავლა  და შემდგომ დაუკავშირდებიან ბატონ ჯონდოს და უფრო მომზადებულები, დეტალურად განხილავენ საკითხს.

სხდომის თავმჯდომარემ შემდეგ სიტყვა  გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ნათია მიქელაძეს.

ნათია მიქელაძე – მან სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს საბაჟო კოდექსის გაუქმებამ და საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მისმა შერწყმამ, რის შემდეგაც საბაჟო კანონმდებლობაში აქამდე არსებული ყველა სპეციფიკური ტერმინი დაექვამდებარება გაუქმებას. ამასთანავე, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად რეორგანიზებამ. კანონპროექტის ძირიათადი არსი არის ის, რომ მის მიხედვით რედაქციულად იხვეწება და ტერმინოლოგიურ ცვლილებებს განიცდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებები. ტერმინოლოგიურ ცვლილებას განიცდის კოდექსის 71-ე და 127-ე მუხლები.

ოთარ თოიძე – ბატონმა სხდომის თავმჯოდამრემ მომხსენებლს დაუსვა კითხვა წარმოდგენილი კანონპროექტის 34-ე მუხლთან კერძოდ  "სურსათისა და თამბაქოს შესახებ”  კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი უნდა იქნეს ამოღებული, ხოლო "სურსათისა და თამბაქოს შესახებ”  კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად   "2. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება სურსათისა და თამბაქოს საბაჟო კონტროლით გადაადგილებაზე და საბაჟო საწყობებში შენახვაზე”. ბატონი სხდომის თავმჯდომარის კითხვა, ეხებოდა სწორედ ამ მუხლს. მისი ამოღება კანონიდან ხომ არ გამოიწვევდა სურსათისა და თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მიღმა დარჩენას?

ნათია მიქელაძე - ბატონ ოთარ თოიძეს მიერ დასმულ კითხვაზე მომხსენებელმა უპასუხა,  რომ კანონის პრეამბულით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ფაქტობრივად იყო პრეამბულის დუბლირება, გამომდინარე აქედან სწორედ დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტის ინიციატორებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს მისი გაუქმება.

გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹1/249; 24.09.2010):  "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”  საქართველოს პარლამენტის სესიაზე  I  მოსმენით განხილვას.

ოთარ თოიძე – პირველი საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ბატონ გიიორგი წერეთელს სთხოვა ნარკოკანონმდებლობის წარდგენა, კერძოდ საქართველოს კანონის პროექტების: "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ"; "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"; "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის; "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"; "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტადიაშია იმ დროისათვის აღნიშნული კანონპროექტი.

გიორგი წერეთელი – როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, კომიტეტმა კანონპროექტის ერთი ნაწილი, კომიტეტის სხდომაზე ერთხელ უკვე განიხილა. გამოითქვა შენიშნვები, მაგრამ სამწუხაროდ ჯგუფის წევრები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ აღნიშნულ კანონპროექტზე და არიან ავტორები, სრული შემადგენლობით  ქალაქში არ იმყოფებიან. მან ისაუბრა მთლიანად პაკეტზე და მათ შორის საქართველოს კანონის პროექტზე "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის შემუშავება განაპირობა "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შეუსაბამობამ გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის, 1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენციისა და 1988 წლის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ კონვენციის მოთხოვნებთან. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით მოცემულია ტერმინთა არასრულყოფილი განმარტებები, ასევე მოქმედი კანონის თანდართულ სიებში შეტანილი ნივთიერებები და მათში ცვლილებების შეტანის წესი შეუსაბამოა კონვენციებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამას გარდა, გადასახედია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და უშუალო პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა.

     კანონპროექტის მიზანი, კი როგორც ბატონმა გიორგიმ განმარტა არის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის გაეროს კონვენციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანობის ზრდა ნარკოტიკულ დანაშაულთან საბრძოლველად. რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად არსს, არის ის, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები და ნოვაციები. შემოთავაზებული კანონპროექტით გამოსწორდება ხარვეზი.

     საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს დახმარების პრინციპებსა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესებს. პროექტი იმითაა ღირებული, რომ ახლებურადაა წარმოდგენილი წამალდამოკიდებული ადამიანი, იქმნება მოტივაცია მკურნალობისთვის და ა.შ. ყველა ეს თემა, თვლის ბატონი გიორგი, რომ მსჯელობის საგანია. მანამდე აუცილებელია იურიდიული კომიტეტის მოწვევა და ერთობლივი სხდომის ჩატარება. განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო 260-ე მუხლთან, როგორც კრიმინალური ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ამ მუხლთან დაკავშირებით ბევრი იყო კრიტიკა. თუმცა არის რეალური საფუძველი იმისა, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ნარკომანიის შემცირებას. საკმაოდ ბევრი ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მისი აზრით აუცილებელია სასწრაფოდ სამუშაო ჯგუფის შეკრება და წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტის ჩასწორება. საჭიროა კოორდინაციული მუშაობის გაგრძელება იურიდიულ კომიტეტთან, როგორც ასევე წამყვან კომიტეტთან. მისი სურვილი ემთხვვა  საზოგადოებისას, რომელსაც სურს  დროულად ნარკოკანონმდებლობის გატანა პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის სიმკაცრის ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ მომავალი თაობა დაიცვან ამ საშინელი სენისაგან. მას მიაჩნია, რომ შესაძებლია კანონპროექტის ამ სესიაზე  I  მოსმენით მიღება, ხოლო საგაზაფხულო სესიაზე უკვე II მოსმენითაც იქნება შესაძლებელი. საჭიროა ბალანსის დაცვა კრიმნალური თვალსაზრისით,  რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა მაგდალინა ანიკაშვილმა და ჯონდო ბაღათურიამ.

გელა ლეჟავა – როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა 2010 წლის ნარკოკომიტეტმა წარმოადგინა სპეციალური ანალიზი სადაც ხაზგასმულია, რომ მარიხუანაზე და ანაშაზე დაიწყო მოხმარების დეკრიმინალიზაცია. საქართველოში დღეისათვის არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის 15 პროგრამა, რომელიც გეოგრაფიულად მოიცავს მთელ საქართველოს. ყველაზე ნაკლებად 47% ჩართულია მალტა. საქართველოში 1000-ზე ნაკლები, ე.ი. ცარიელია პროგრამები. ამ პროგრამიდან 8 ვერ შივსო.

გიორგი წერეთელი – ბატონი გელა ლეჟავას გამოსვლის შემდგომ, ბატონი გიორგი წერეთელი კიდევ ერთხელ შეეხო ნარკოპოლიტიკასა და მკურნალობის მეთოდებს. მან ბატონ ჯონდოს, რომელიც უკმაყოფილობას გამოთქვამდა პროგრამების მიმართ, განუმარტა, რომ არსებული პროგრამა არის ზიანის შემცირების და არა განკურნების პროგრამა. ნარკომანები, რომელთა უმეტესობა ავადმყოფები არიან, სჩადიან კრიმინალურ საქციელს. ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგები ვარირებს. მისი აზრით პირველ რიგში საჭიროა ნარკომანის პირადი გადაწყვეტილება, რათა ნარკოტიკს თავი დაანებოს.

ოთარ თოიძე  - მან მადლობა გადაუხადა ბატონ გიორგი წერეთელს და დაამატა, რომ პრინციპებს შორის, რომელიც ამ კანონში  დევს არის კიდევ ერთი პრინციპი, ეს არის ორმაგი პოლიტიკის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ნარკოტიკი გამოიყენება როგორც ერთის მხრივ სანარკოტიკო საშულება, მეორე მხრივ  სამკურნალწამლო საშუალება. კანონპროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ნარკოტიკის როგორც წამლის ფუნქცია ოდნავ დაიჩაგრა, ამიტომ სასურველია ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება. ეს უკვე მე-2 მოსმენის საგანს შეადგენს და ფიქრობს რომ შემდგომი მოსმენისასას კომიტეტი ამ საკითხს დაუბრუნდება. იგი ასევე დაეთანხმა ბატონ გიორგის, რომ I  მოსმენის ფორმატით  კომიტეტმა ადრე განიხილა ერთი ნაწილი არსებული პაკეტიდან. სამედიცინო პრინციპებს და სოციალურ პრინციპებს რაც შეეხება, არანაირი წინააღმდეგობა კომიტეტის მხრიდან არ ყოფილა. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კიდევ დაუბრუნდება ნარკოკანონმდებლობაზე მუშაობას სამუშაო ჯგუფთან ერთად. ამავე დროს იგი იზიარებს ბატონი გიორგი წერეთლის აზრს, რომ წლის ბოლომდე მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის I  მოსმენით გატანა პლენარულ სხდომაზე.

გადაწყვიტეს (ერთხმად): დაევალოს ავტორთა ჯგუფს გააგრძელოს მუშაობა ნარკოკანონმდებლობაზე და იურიდიულ კომიტეტთან ერთად, საშემოდგომო სესიის დახურვამდე წარმოადგინოს მზა პროექტი პლენარულ სხდომაზე  I მოსმენით განხილვისათვის.

ოთარ თოიძე – იგი გადავიდა პრაქტიკულად ამ საკითხის გაგრძელებაზე და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობისათვის პარლამენტში და არამარტო პარლამენტში აკლდათ გარკვეული კოორდინაცია იმ არასამთავრობოებთან, რომლებიც მრავლად არიან და აწყობდნენ შეხვედრებს და გარკვეულწილად ხელი შეეშალა კანონპროექტის განხილვას პარლამენტში. ამიტომ ეთხოვა ბატონ გელას, რომ შექმნილიყო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას. კომიტეტთან შეიქმნა "ახალი ფსიქოაქტური სუბსტანციების საქართველოში არასამედიცინო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭო”. სხდომას ეთხოვა საბჭოსა და მისი დებულების დამტკიცება.

გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას  "ახალი ფსიქოაქტური სუბსტანციების საქართველოში არასამედიცინო   მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭო” და დამტკიცდეს ამ საბჭოს დებულება.

შემდეგი საკითხი, რითაც სხდომზაე გაგრძელდა მუშაობა იყო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიცატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტიების: "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატივის წარდგენა. აღნიშნული საკითხი სხდომაზე გამოიტანა, კანონპროექტის ავტორმა და კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ.

ოთარ თოიძე – ავტორმა აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განაპირობა გარემოებამ, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ზრუნვის სფეროში ინერგება ალტერნატიული მომსახურება, მცირე საოჯახო ტიპის სახლების სახით, რომელიც წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურების სახეს. აღნიშნული მომსახურებები შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ერთ-ერთ მომსახურებას და არ იყოს შექმნილი დამოუკიდებელი სააღმზრდელო დაწესებულების სახით. აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისათვის.

ამასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლები, რომლებიც, მართალია, ექვემდებარებოდნენ ლიცენზიის აღებას, მაგრამ არ იყვნენ ლიცენზირებულნი, კანონის მიღების შემდეგ ავტომატურად ჩაითვლებიან ლიცენზირებულად, თუმცა, მათ 2010 წლის პირველ დეკემრამდე, ევალებათ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი სალიცენზიო ფორმის აღება.ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე’’ კანონის პროექტი მიზნად ისახავს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას, რაც შესაძლებელი იქნება, რომ განხორციელდეს, მომსახურების მიმწოდებელ იურიდიული პირებისა და ასევე, ფიზიკური პირების მიერ. აგრეთვე, განისაზღვრება პასუხისმგებლობა ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისათვის.

კანონპროექტის მიზანია, ასევე, მოქმედი არალიცენზირებული დაწესებულებების საქმიანობის ლეგალიზება, რაც, პირველ ეტაპზე, გულისხმობს მათი საქმიანობის ავტომატურად ლიცენზირებულად ჩათვლას, თუმცა, ისინი ვალდებულნი არიან, პროექტით განსაზღვრულ ვადაში, დააკამყოფილონ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები.

რაც შეეხება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონპროექტი გამომდინარეობს "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” პროექტიდან და ზუსტდება სალიცენზიო საქმიანობის სახეობა. კანონპროექტის მიზანია "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო კანონპროექტის ძირითადი არსია ის, რომ კანონპროექტის მიხედვით მე-6 მუხლის 27-ე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით.

ბოლო გამომდინარე პროექტია "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ აღნიშნული კანონპროექტი გამომდინარეობს "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” პროექტიდან და ზუსტდება სალიცენზიო საქმიანობის სახეობა. კანონპროექტის მიზანია "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა და განსახვავებული აზრი არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის კანონის პროექტიების: "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატივის წარდგენას.

ოთარ თოიძე – მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იმ დღევანდელი კომიტეტის სხდომისათვის გამიზნული იყო ინიცირიება კანონპროექტისა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  რომელიც შეეხებოდა ბიომიმსგავსებული პრეპარატების დეფინიციის აღიარებას, მათი რეგისტრაციის განსხვავებული წესის შემოღებას და ამ ტერმინის დამკვიდრებას საქართველოში, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები ფარმაციის სფეროში კომიტეტმა, ინტერესების შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავა კანონპროექტის ინიცირებისაგან. ამიტომ  კანონპრექტის ავტორებს, რომლებმაც თავიდანვე პირველად წამოაყენეს ეს იდეა, ეთხოვათ გააცნონ ის ძირითადი პრინციპები თუ რას დაემყარება საკანონმდებლო ინიციატივა. ამდენად ბოლო საკითხი რითაც სხდომამ დაასრულა მუშაობა იყო პრზენტაცია თემისა – ბიომიმსგავსებული სამედიცინო პროდუქტები – თანამედროვე ხედვა. (პრეზენტაცია თან ახლავს დანართი 1). აღნიშნული პრეზენტაცია წარმოადგინა მეიდიცინის დოქტორმა და საქართველოში ჩ ჰეპატიტის დაძლევის შვეიცარული პროგრამის F.Hოფფმან-Lა ღოცჰე ს წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორმა ქალბატონმა ნინო გოჩიტაშვილმა.

პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვა. დაისვა კითხვები თავად სხდომის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბატონი გიორგი წერეთლის მიერ. აღნიშნულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები გასცა როგორც თავად პრეზენტაციის ავტორმა, ასევე საქართველოში "როშის” ფირმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი რამიშვილმა.

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფასა პრეზენტაცია  - ბიომიმსგავსებული სამედიცინო პროდუქტები– თანამედროვე ხედვა.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules