ოქმი #75

                                               საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი #7

                                                                                               22 სექტემბერი  2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

                                                      კომიტეტის თავმჯდომარე                       ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:

                                  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები:                               

გიორგი გოდაბრელიძე                                            

                                                                                                                           ზაალ გამცემლიძე

                                                                                                                           კობა კურდღელაშვილი

                                                                                                                           ჯონდი ბაღათურია

                                                                                                                           მამუკა სანებლიძე

                                                                                                                          კახაბერ ოქრიაშვილი

                                                                                                                          ავთანდილ ლეკაშვილი

სხდომის დღის წესრიგი

1.     საქართველოს პარლამენტის წევრის ხ.გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” (¹07-3/318; 03.09. 2010) მესამე მოსმენით განხილვა

მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

ხათუნა გოგორიშვილი  

კომიტეტის სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პარლამენტის წევრს ხათუნა გოგორიშვილს. მან კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი  "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ".

გოგორიშვილი: "საჯარო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონის 41მუხლი არეგულირებს მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისა და გაცემის წესს. აღნიშნული მუხლის მოქმედება  არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, რის გამოც წარმოდგენილი საკითხი ზემოთხსენებულ პირებთან მიმართებაში რეგულაციის მიღმა არის დარჩენილი. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ ხარვეზის აღმოფხვრას და კანონის მე-11 მუხლის 11პუნქტში მუხლების ჩამონათვალს ემატება 411 მუხლი,  რის საფუძველზეც აღნიშნული მუხლის მოქმედება გავრცელდება  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზეც.

პროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსება მოხდება დაწესებულების შესაბამისი ბიუჯეტიდან, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

  კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარს უჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.

ოთარ თოიძე

სხდომის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ვარნაზიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules