| ქმი #73 |
|
საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #73 13 სექტემბერი 2010წ. სხდომის თავმჯდომარე:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები : გ. გოდაბრელიძე, ზ. გამცემლიძე, ჯ. ბაღათურია, გ მისაბიშვილი, ა.ლეკაშვილი. დღის წესრიგი
მომხსენებელი: კახი ანჯაფარიძე პარლამენტის წევრი.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე აბესალომ კეკელია.
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე. 4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/279;06.09.2010): "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)" და "საქართველოსა და რეკონსტრუციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (განვითარების პოლოტიკის მეორე ღონისძიება)" (¹07-1/222;06.09.2010); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მოქელაძე. 5. საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" ( ¹ 0-7-3/318; 03. 09.2010). მომხსებნებელი: ხ. გოგორიშვილი. საქართველოს პარლამენტის წევრი. კომიტეტის სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პარლამენტის წევრს ხათუნა გოგორიშვილს. მან კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ". ხ. გოგორიშვილი: "საჯარო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონის 411 მუხლი არეგულირებს მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისა და გაცემის წესს. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, რის გამოც წარმოდგენილი საკითხი ზემოთხსენებულ პირებთან მიმართებაში რეგულაციის მიღმა არის დარჩენილი. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ ხარვეზის აღმოფხვრას და კანონის მე-11 მუხლის 11პუნქტში მუხლების ჩამონათვალს ემატება 411 მუხლი, რის საფუძველზეც აღნიშნული მუხლის მოქმედება გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზეც. კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი I მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხი კომიტეტს წარმოუდგინა საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ინგა ახობაძემ. ი.ახობაძე: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭობის შესახებ 1995 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მხრიდან არ არის რატიფიცირებული. მიმდინარე ეტაპზე ამ ქვეყანასთან ორმხრივი "თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” დსთ-ს 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად საქართველოს ამ ქვეყანასთან მოქმედი, თავისუფალი ვაჭრობის ფუნქციონირების ორმხრივი მარეგლამენტირებული დოკუმენტი არ გააჩნია. ამასთან ორმხრივ შეთანხმებას თან ახლავს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გამონაკლისების შესახებ ოქმი, რომელიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 2006 წლის ბოლოს მომზადდა საქართველოს და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი ორმხრივი შეთანხმების პროექტი, რომელმაც გაიარა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და 2007 წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით გადაეცა უზბეკეთის მხარეს განსახილველად. ასევე საქართველოს საელჩოს მეშვეობით უზბეკურ მხარეს განემარტა ახალი შეთანხმების მომზადებასთან დაკავშირებით. უზბეკეთის მხარე თავს იკავებს ახალი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიაჩნია ძველი შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს მხრიდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება და შემდგომში შესაბამისი ცვლილების შეტანა. შეთანხმებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს დეპუტატებმა და მხარი დაუჭირეს მის რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტის ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2010 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ოქმი" კომიტეტს წარუდგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ნათია მიქელაძე: ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით საგადასახადო პოლიტიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მნიშვნელოვანი ხდება უკვე ძალაში შესული შეთანხმებების გადახედვა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ესტონეთის რესპუბლიკაც. ცვლილება შედის შეთანხმების მე-5 მუხლში. ინვესტიციების წახალისების მიზნით პროექტის მე-2, მე-3, და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად ხელშემკვრელ მხარეებს ერთმევათ შემოსავლების წყაროს დაბეგვრის უფლება. ოქმის გაფორმება საქართველოსათვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ "საქართველოს და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთახმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ოქმის პროექტი შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და მოიზანშეწონილად მიაჩნია მისი გაფორმება. კომიტეტს აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამს და მხარს უჭერს მის განხილვას პლენარულ სხდომაზე. ასევე ნათია მიქელაძემ წარუდგინა კომიტეტს დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)" და "საქართველოსა და რეკონსტრუციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (განვითარების პოლოტიკის მეორე ღონისძიება)."
ნათია მიქელაძე: განვითარების მეორე ღონისძიებასთან დაკავშირებით 2010 წლის 12 აგვისტოს ხელი მოეწერა დაფინანსების ხელშეკრულებას საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის და სასესხო ხელშეკრულებას საქართველოსა და საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის გამოყოფას 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. აქედან 40 მლნ აშშ იდას პირობებით. (სესხის ხანგრძლიობა 27 წელი, შეღავათიანი პერიოდი 10 წელი, წლიური საპროცენტი განაკვეთი 0,75%, ვალდებულების გადასახდელი 0,5%-მდე) და 10 მლნ აშშ დოლარი იბრდ-ის პირობებით.( სესხის ხანგრძლიობა 27 წელი, შეღავათიანი პერიოდი 8 წელი, ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 0,25%). აღნიშნული დაფინანსების პირველ ეტაპზე მიმღებმა(ანუ სახელმწიფომ) გააუმჯობესა მიზნობრივი სოციალური დახმარების ეფექტურობა შემდეგი ღონისძიებებით: დაიხვეწა სარეიტინგო ქულის დასადგენი ფორმულა; გაუმჯობესდა მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესი; განხორციელდა საზოგადოების ინფორმირების კამპანია; ხელმეორედ დაიწყო მიზნობრივი სოციალური დახმარების მოსარგებლეთა მოწმობების გაცემა. გაფართოვდა სახელმწიფო თანადაფინასებით სამედიცინო დაზღვევის პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა დაახლოებით 125,000-მდე, იმ მოსახლეობის ღია ჩართვით, რომლებზეც არ ვრცელდებოდა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა და შეინარჩუნა ეს პროგრამა 900,000 შემწეობამოკლებული ბენეფიციარისათვის, რომლებსაც მომსახურების პაკეტში დაუმატეს ამბოლატორიული მედიკამენტები. გააფართოვა ჯანმრთელობის სექტორის სახელმწიფო მართვა საშუამავლო სადაზღვევო მომსახურებისათვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის ინიცირებით, რათა გააძლიეროს პაციენტთა უფლებების დაცვა და წარმოადგინა ელექტრონული სისტემა მოსარგებლეთა იდენტიფიცირებისათვის. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული მხარდამჭერი სესხი მნიშვნელოვანია სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭიროს სასესხო ხელშეკრულების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. შემდეგ სხდომის თავმჯდოიმარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პარლამენტის წევრს კახი ანჯაფარიძეს. მან კომიტეტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ.თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. კახი ანჯაფარიძე: კანონპროექტის შენუშავება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დახვეწამ და მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამ. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას ორსული ქალისათვის, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. იგი აღარ ითვალისწინებს სასჯელის გადავადების შესაძლებლობას იმ ქალებისათვის, რომელთაც 5 წლამდე ასაკის შვილები ყავთ. შესაბამისად შეიცვალა სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც აღნიშნულ საკითხებს არეგულირებდა და იგი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ” საქართველოს კანონმში ცვლილების შეტანის თაობაზე: ვინაიდან საქართველოს სისლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღარ იცნობს ტერმინს "წინასწარი პატიმრობა” შესაბამისად, მოხდა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული ტერმინის ჩანაცვლება ტერმინით " პატიმრობა”. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”: ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღარ იცნობს ეჭვმიტანილის ცნებას შესაბამისად მოხდა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის კონკრეტულ მუხლებში აღნიშნული ცნების ჩანაცვლება ბრალდებულის ცნებით. "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე: ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღარ იცნობს ტერმინს " წინასწარი გამოძიება” შესაბამისად მოხდა " ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული ტერმინის ჩანაცვლება ტერმინით "გამოძიება.”აგრეთვე სწორდება მითითებითი ნორმებიც. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს: "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”განხილულ იქნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე სხდომის მდივანი: |






