ოქმი # 72

               საქართველოს  პარლამენტის   ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა  კომიტეტის სხდომის

                                                                                       ოქმი # 72                                                                                                                                                                             16  ივლისი 2010 წ.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:     ოთარ თოიძე   

ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გურამ მისაბიშვილი;

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          ჯონდი ბაღათურია;

                                          ზაალ გამცემლიძე;                                          

                                          მამუკა სანებლიძე;

                                          ავთანდილ ლეკაშვილი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო            ირაკლი გიორგობიანი

სხდომის დღის წესრიგი

 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹07-3/305; 01.07.10): "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განხილვა.

              მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                          ზვიად კუკავა

  2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების სესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე”, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/179; 08.06.2010)  მესამე მოსმენით განხილვა. 

              მომხსენებლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

                          და სოციალური დაცვის

                          მინისტრის პირველი მოადგილე

                          ირაკლი გიორგობიანი

სხდომა გახსნა ბატონმა ოთარ თოიძემ და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა ბატონ ზვიად კუკავას.

ზვიად კუკავა – როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპორექტის მომზადება განაპირობა "პატიმრობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტმა, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხის სრულყოფილ დარეგულირებას. ხოლო კანონპროექტის მიზანი კი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის "პატიმრობის შესახებ’’ საქართველოს კანონში განსახორცილებელ ცვლილებებთან შესაბამოსობაში მოყვანაა.

 გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის.

შემდეგი საკითხი, რომლითაც კომიტეტმა გააგრძელა მუშაობა იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების სესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე”, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/179; 08.06.2010)  მესამე მოსმენით განხილვა. სხდომაზე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს ერთხმად: აღნიშნულ პაკეტთან ერთად წარმოდგენილ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით კომიტეტზე შენიშვნები არ გამოთქმულა, ხოლო "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილი პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა

 
modules