ოქმი #71

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა      კომიტეტის სხდომის

                               ოქმი #71

 

                           15 ივლისი 2010 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე  

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 ჯ. ბაღათურია

                 ზ. გამცემლიძე

                 ა. ლეკაშვილი

                 მ. სანებლიძე

                                          

დღის წესრიგი

1. საქართველოს  პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” (07-3/305 01.07.2010) მეორე მოსმენით განხილვა

მომხსენებელიზვიად კუკავა

საქართველოს პარლამენტის წევრი

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე"; "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (1/187 05.07.2010) – მესამე მოსმენით განხილვა

მომხსენებელიგიორგი ჩახნაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ბ-ნ ზვიად კუკავას.

 ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად იქნა განხილული. კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ხდება სასამართლოსთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვის სუბიექტი. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისიტრაციის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული ან შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. სასამართლო პროცესზე ფსიქიატრიული დაწესებულების ან შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ან შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

ჩახნაშვილი – წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”; ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით.

   კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

 გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 

 
modules