ბიურო
ბიურო არის პარლამენტის უმაღლესი სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისათვის. მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. ბიურო შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუშაო გეგმას და სამუშაო პროგრამას, პლენარული სხდომების დღის წესრიგს და სხვა. ბიურო განიხილავს პარლამენტის სხდომებზე გასატანი კანონპროექტების მზადყოფნას, კომიტეტებისა და კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; ამტკიცებს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების დებულებებს; უზრუნველყოფს საპარლამენტო ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს და სხვა.
 
modules