ოქმი # 69
                              საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა   კომიტეტის სხდომის  

                                                                                                       ოქმი # 69
                                         
                                                                                                                                                                
                                                                                                                                                                            6  ივლისი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:       ოთარ თოიძე 

 ესწრებოდნენ
:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          ზაალ გამცემლიძე;

                                          კახა გეწაძე;

                                          გიორგი გოგუაძე;    

                                          მამუკა სანებლიძე;

საქართველოს განათლებისა და                 გიორგი ჩახნაშვილი

მეცნიერების მინისტრის მოადგილე

სხდომის დღის წესრიგი

 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების (¹07-2/209; 05.07.10): "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე I მოსმენით განხილვა.

              მომხსენებელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 

                          მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი  

გიორგი ჩახნაშვილი –"ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის შემუშავება გამოიწვია  "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის 32მუხლმა. კანონპროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსების, სააღმზრდელო მომსახურების,  საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების ამოღება "სოციალური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონიდან. კანონპროექტის ძირითადი არსია ის, რომ "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს დაევალა მოამზადონ შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მის სისტემაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების _ მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსების მიზნით.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსებას ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო  სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯებს აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

     სააღმზრდელო მომსახურების,  მოსწავლეთა ზოგადი განათლების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების პირობების ხარჯების ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსებას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებს შემდეგ,  სრულად  განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აღნიშნული  ხარჯები ამოიღება  "სოციალური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონიდან.

 მომხსენებლმა წარმოადგინა ასევე თანმხლები პროექტი: "სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოკლედ შეეხო კანონპროექტის წარმოდგენის მიზანსა და მიზეზს. კერძოდ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსების, სააღმზრდელო მომსახურების,  საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების ამოღება "სოციალური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონიდან."სოციალური დახმარების შესახებ" კანონპორექტის შემუშავება განაპირობა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”  საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტის ძირითად არსად კი დაასახელა ის, რომ  "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს დაევალა მოამზადონ შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მის სისტემაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების _ მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსების მიზნით.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსებას ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო  სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯებს აფინანსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

     სააღმზრდელო მომსახურების,  მოსწავლეთა ზოგადი განათლების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების პირობების ხარჯების ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული პანსიონური მომსახურების  მქონე საჯარო სკოლების დაფინანსებას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებს შემდეგ,  სრულად  განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აღნიშნული  ხარჯები ამოიღება  "სოციალური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონიდან.

 "სოციალური დახმარების შესახებ"  საქართველოს კანონიდან ამოსაღებია სიტყვები "შვილად აყვანა”, რათა აღნიშნული კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”  საქართველოს კანონთან. რომელიც იცნობს მხოლოდ "მინდობით აღზრდის ცნებას.

გადაწყვიტეს (ერთხმად): წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე კომიტეტს შენიშვნები არ გაჩნია და მიზანშეწონილად თვლის საქართველოს პარლამენტის სესიაზე I მოსმენით წარდგენას.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

შემსრულებელი მაია ესებუა