ოქმი #67

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის სხდომის ოქმი  #67 

                                                       24 ივნისი   2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                         ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :   
                                                  მ. ანიკაშვილი,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  გ. მისაბიშვილი,

                                                  კ. ოქრიაშვილი.                                          

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი " სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მომხსენებელი: ნათია მიქელაძე- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. შეთანხმება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩეველების მივლინების შესახებ”.

მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

3.                   "საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება და შეთანხმების ოქმი.

      მომხსენებელი: ნათია მიქელაძე_ ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

4. " საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება და შეთანხმების ოქმი.

მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით    წარმოდგენილი კანონპროექტები: " ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაიობაზე,’ " ფსიქიატრიული დახმარების შერსახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის ტაობაზე,” " სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე,” " ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, " საქართველოს ადმინიცტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, " სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელი: ნიკოლოზ ფრუიძე  ფრუიძე_ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

6.       საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: " საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ლ.თორდია და ზ.კუკავა.

საქართველოს პარლამენტის წევრები.

7. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ.თორდიასა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "პატიმრობის შესახებ" და " პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

მომხსენებელი: ლ.თორდია და ზ.კუკავა.

საქართველოს პარლამენტის წევრები.

8.   საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის   წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/121; 14.06.10): საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სამეწარმეო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", " სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქრთველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "მავნე ორგანიზმებიდან მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (07-2/193; 14.06.10)

     მომხსენებელი- ირაკლი სირაძე –ფინანსთა მინისტრის მოადგილე

9. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა.

                    მომხსენებელი: ოთარ თოიძე-კომიტეტის თავმჯდომარე

 

    სხდომას თავმჯდომარეობდა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ოთარ თოიძე.

    სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა  პარლამენტის წევრს ზ. კუკავას. მან კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

     ზ. კუკავა: აღნიშნული კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის მე-9 მუხლი არასრულად არეგულირებს ავტოტრანსპორტის მართვის უფლების გაცემის საკითხებს. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისათვის სავალდებულო აღარ იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაივლის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენ ტესტირებას. შესაბამისად, მართვის უფლების აღებით დაინტერესებულ პირებს დამატებით აღარ მოუწევთ ჯანმრთელობის ცნობის აღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა, რაც გარკვეულ წილად დაზოგავს ასევე მათ სახსრებს.

   კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია, კანონპროექტი ითვალისწინებდეს ისეთი სამედიცინო კომისიების არსებობას, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისათვის გასცემენ ჯანმრთელობის ცნობას და შესაძლებელი იქნება მათ მიერ ისეთი დაავადებების დადგენა, როგორიცაა: ეპილეფსია, დიაბეტი, ენდარტერიტი, გულის არითმია და სხვა.K

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ 2008 წელს და ავტოსანტრანსპორტო საშუალებების სამოყვარულო და პროფესიული მიზნით გამოყენებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისას მოხდეს მათი უფლებების დაცვა.

კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შემუშავდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის პროცედურა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ამ ბრძანებაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მართვის მოწმობებით დაკმაყოფილების საკითხი, რაც ამ ბრძანებას შესაბამისობაში მოიყვანს აღნიშნულ პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციასთან.

შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს (ერთხმად)  წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ზ. კუკავამ წარუდგინა ასევე კომიტეტს კანონპროექტი  " პატიმრობის შესახებ” და " პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.

ზ. კუკავა: კანონპროექტის მიღება განაპირობა "პატიმრობის კოდექსში” არსებულმსა ხარვეზმა. "პატიმრობის შესახებ” კანონს დაემატება 401 მუხლი რომლითაც სავალდებულო გახდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის შემდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მსჯავრდებულთა გადაგზავნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

  "პატიმრობის კოდექსის” 41-ე მუხლის მე5 ნაწილში  შედის ასევე ცლილება. კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი საბჭოების წევრთა  უფლებოსილების  ვადის შემცირება, მაგრამ ამასთანავე მათი განმეორებით ერთი ვადით დანიშვნის შესაძლებლობა და ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.

კომიტეტს მიაჩნია, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში კრიტერიუმების დასადგენად ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი რგოლია. მით უფრო, რომ აღნიშნული პროცედურა გამოიწვევს პაციენისათვის ადეკვატური დახმარებიის გაწევის დაყოვნებას. მთავარია პაციენტს გაეწიოს დროული და კვალიფიციური სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება( ერთხმად) მხარი დაეჭიროს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნათია მიქელაძეს. მან კომიტეტს წარუდგინა დრის წესრიგით გათვალისინებული საკითხი.

ნათია მიქელაძე: "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად-შემოსავლების სამსახურად რეორგანიზაციით.

 კერძოდ, საბაჟო/საგადასახადო ორგანოები რეორგანიზაციამდე მოქმედებდნენ სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამართლებრივი სტატუსით, შესაბამისად მათზე ვრცელდებოდა " სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისულდებიან დაწესებულებები

( ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან_ ყველა საქმეზე.

  განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, საგადასახადო/საბაჟო ორგანოები ჩამოყალიბდა რა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, " საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მათი დაფინანსების წყარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაძლებელი ხდება საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საგადასახადო/საბაჟო ორგანოების გათავისუფლება.

  ასევე სიღარიბის პროგრამაში მყოფი პირები კანონპროექტის მე-5 მუხლის მიხედვით გათავისუფლდებიან ბაჟის გადახდისაგან.

   აზრი გამოთქვეს დეპუტატებმა გოდაბრელიძემ და ბაღათურიამ. ისინი ძირითადად მიესალმნენ აღნიშნულ ინიციატივას. ბაღათურიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ბაჟის გადახდისაგან გაეთავისუფლებინათ პენსიონერებიც, რაც კომიტეტმა არ გაიზიარა.

  კომიტეტი მიესალმება და მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან  გაათავისუფლებს, თუმცა წარმოდგენილ კანონპროექტთან კომიტეტს გააჩნია შენიშვნა, კერძოდ: კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  "მ1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი არ აღემატება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს”

   აღნიშნულ შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტმა  მოიწონა და მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ შეთანხმებას და შეთანხმების ოქმს "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”.

   ასევე მოიწონა და მხარი დაუჭირა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ შეთანხმება და შეთანხმების ოქმი "საქართველოს მთავრობისა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”.

   სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ირაკლი სირაძეს. მან კომიტეტს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საგადასა ხადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

   ირაკლი სირაძე: ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება განაპირობა დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემოღებამ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. საგადასახო და საბაჟო სამსახურების  გაერთიანებამ კი განაპირობა საგადასახადო და საბაჟო ნორმების ერთ კანონში გაერთიანება. მოქმედი საგადასახადო კოდექსი საჭიროებდა მუხლების 95%-ში ცვლილებების შეტანას, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიის მომზადება.

   კანონპროექტის  მიღების მიზანს წარმოადგენს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. მიკრო ბიზნესის გადასახადებისაგან გათავისუფლება, ხოლო მცირე ბიზნესისათვის გადასახადის დაწესება ბრუნვის მიხედვით. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით მიკრო და მცირე ბიზნესისათვის წესდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რისთვისაც მიმართვის საფუძველზე ფიზიკურ პირს ენიჭება მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი. სპეციალური საგაასახადო რეჟიმი გულისხმობს მიკრო და მცირე ბიზნესისათვის გადასახადის პროცედურების გამარტივებას, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას.

   შემოდის ტერმინთა განმარტებებში ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს გადამხდელის უფლებებს. შემოდის ასევე ტერმინი "კეთილსინდისიერი გადამხდელი”. მოწესრიგებულ გადამხდელს ეძლევა გადახდის 3%-იანი შეღავათი.

  შემოდის საგადასახადო აგენტის ცნება.

  თუ გადასახადის გადახდისას მოხდა ორაზროვანი დარიცხვა, დავა წყდება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ.

  მე-6 მუხლი განმარტავს გადასახადის როგორც სავალდებულო,უპირობო ფულად შენატანს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი. გადასახადები დაყოფილია შემდეგ სახეებად: საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი. საერთო-სახელწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, საბაჟო გადასახადი. ადგილობრივი გადასახადის სახეა ქონების გადასახადი.

  კოდექსის მიზნებისათვის დაქირავებით მუშაობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შრომის კოდექსით და "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობით. მისი რეგულირება შესაძლებელი ხდება უცხოური კანონმდებლობით. 

  26-ე მუხლი სავაჭრო ზონებში მოვაჭრეთა ხელშეწყობისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით ითვალისწინებს პირებისათვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებას. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს უფლება ეძლევა ისარგებლოს მიკრო-მცირე ბიზნესის სტატუსით.

  საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლისთვის შეადგენს 20%-ს და იგი 15%-მდე მცირდება 2014 წლის 1 იანვრიდან.

 შეიცვალა მიდგომები დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებით. დღგ-თი დაბეგვრის სავალდებულო ზღვარი იზრდება 100 000 –დან 200 000-მდე.

  ახალი მიდგომებია სააქციზო გადასახადთან დაკავშირებით. სააქციზო გადასახადი ორმაგდება სპირტიან სასმელებზე და ლუდზე. მსოფლიოში ყველაზე დაბალი სააქციზო გადასახადი საქართველოშია. აქციზი ორმაგდება ჯართზე. შემოდის აქციზის ახალი სახე კომუნიკაციების აქციზი, რაც გამოიწვევს ფასების მომატებას აღნიშნულ სფეროში.                                                                                                                                                                                                                                                                     ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოდის გაფრთხილების ინსტიტუტი.

    კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს დეპუტატებმა: ფრიდონ თოდუამ, კახა ოქრიაშვილმა,  მაგდა ანიკაშვილმა, ჯონდი ბაღათურიამ, გირგი გოდაბრელიძემ, რუსუდან კერვალიშვილმა.

   მათ აღნიშნეს, რომ დღეისათვის ქართული სამედიცინო სექტორი ინტენსიური ცვლილებების ეტაპზე იმყოფება. როგორც ცნობილია, ხანგრძლივი სამედიცინო ბაზრის განვითარება საჭიროებს სტაბილური გარემოს დაგეგმარებას. მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებაზე. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლის გამოყენებაც არ მოიტანს გარკვეულ არასასურველ შედეგებს. კომიტეტის მხარს უჭერს პროექტს პრინციპების დონეზე და მიზანშეწონილად თვლის,რომ XIII თავის (DDდღგ--საგან მარეგულირებელი წესები და გადასახადისაგან გათავისუფლება) მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     "ე) სამედიცინო მომსახურების სახეების მიხედვით;”

  ასევე აღინიშნა,რომ კანონის პროექტში არ არის გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების წილის სარეინვესტიციოდ მოგების გადასახადიდან გათავისუფლება, რაც აქამდე სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ტექნიკური სრულყოფისა და კადრების დახელოვნების ერთ-ერთი წყარო იყო. ამ შეღავათის გაუქმება გამოიწვევს სამედიცინო მომსახურების დონის ზრდის შეფერხებას და, შესაძლოა მათ გაძვირებასაც. კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის,რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის "ე” ქვეპუნქტის : "ე) სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას”. აღდგენილ იყოს ახალ პროექტში.

  უარყოფითი  აზრი გამოიქვა სწავლისა და სამედიცინო აპარატურის დღგ-თი დაბეგვრასთან დაკავშირებით.  აღნიშნეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი სამედიცინო მომსახურებას 4-7-%-ით გააძვირებს და ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

  დეპუტატმა გიორგი გოდაბრელიძემ წამოაყენა წინადადება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოდექსში არსებულ მთელ რიგ საკითხებზე იმსჯელებს და საბოლოო დასკვნას მიიღებს.

  კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება (ერთხმად) მხარი დაეჭიროს კანონპროექტის    პლენარულ სხდომაზე განხილვას.  

  შემდეგი საკითხი: შეთანხმება " საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ”_კომიტეტს წარუდგინა თინათინ ბოქველიშვილმა.

  კომიტეტს აღნიშნული შეთანხმების Mმიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარი დაუჭირა მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კომიტეტს წარუდგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილებ ნიკოლოზ ფრუიძემ.

  ნიკოლოზ ფრუიძე:  წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზია ზოგიერთი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სამედიცინო სერვისის ხარისხის არათანაბარი სტანდარტების არსებობა. კერძოდ, დღესდღეობით სასაჯელაღსრულების სისტემაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ ექვემდებარებიან ქვეყენაში არსებულ სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლის ერთიან სისტემას – ლიცენზირებას. შესაბამისად, პაციენტების უფლების თანაბარმნიშვნელოვნად დაცვისათვის საჭიროა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობდეს სამედიცინო მომსახურების თანაბარი მინიმალური სტანდარტები და აღნიშნული სტანდარტების შესრულება უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო კონტროლის ერთიანი, საერთო მექანიზმით – ლიცენზირება, ნებართვების გაცემა, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილების ვალდებულება და ა.შ.

  კანონოპროექტის მომზადება განპირობებულია აგრეთვეზოგირთი სახის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების/ნებართვების გზით კონტროლის მექანიზმის არ არსებობით. კერძოდ, დღესდღეობით სალიცენზიო კონტროლს არ ექვემდებარება საემდიცინო საქმიანობის ისეთი სახეები, როგორებიცაა - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და პათოლოგ-ანატომიური საქმიანობა.

  კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი რომლის თანახმად, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვალდებულია აიღოს შესაბამისი ლიცენზია/ნებრათვა.

   ცვლილების ძირითადი არსის მიხედვით, კანონს ემატება ახალი სახის სალიცენზიო საქმიანობები_სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, პათოლოგ-ანატომიური საქმიანობა.

   ასვე, ხდება დღესდღეობით არსებული ლიცენზირებადი სტაციონარული  სამედიცინო საქმიანობების გამსხვილება და ერთი სახის ნებართვად ჩამოყალიბება - «სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.»

  წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში მოდის «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» და «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონებში მომზადებულ ცვლილებებთან. კერძოდ, «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტით ლიცენზირებას დაქვემდებარებული გარკვეული სტაციონარული სამედიცინო საქმიანობები ერთიანდება ნებართვის ახალ სახედ - «სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.» შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სალცინეზიო პირობებთან ერთად ადმინისტრაციულ გადაცდომად ჩაითვლება სანებართვო პირობების შეუსრულებლობაც და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიასთან ერთად მოხსენიებული იქნება ტერმინი ნებართავაც.

 აგრეთვე, «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს იმ  მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ლიცენზიის/ნებართვის აღებას. ასეთი დაწესებულებები ექვემდებარებიან სამინისტროსათვის მათი საქმიანობის შესახებ სავალდებულო შეტყობინებას და მათთვის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ღონისძიებად განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილების ვალებულება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წელწადში ერთხელ, შერჩევითად გააკონტროლებს მაღალის რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლების მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებას და დარღვევების აღმოჩენს შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, რომ გამოყენებულ იქნეს ადმინიტრაციული პასუხიმგებლობის მექანიზმები. ამ მიზნით, კოდექსს ემატება სპეციაულური მუხლები, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე.

  თუ კომიტეტი დაეთანხმება სამინისტროს პოზიციაა სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებზე გავრცელდეს ტექნიკური რეგლამენტი  და არ დაექვემდებარონ შეტყობინების რეჟიმს.

ასევე, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისათვის. გარდა ამისა, სწორდება ზოგირთი საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, ახალი რედაქციით ყალიბდება 55-ე მუხლი, რომლის მოქმედი რედაქცია არ შეესაბამება «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» კანონის ძირითად პრინციპებს.

 კომიტეტი პრინციპების დონეზე ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს და მხარს უჭერს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა კომიტეტის ახალი საკანონმდენლო ინიციატივა კანონის პროექტი ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.”

      ოთარ თოიძე: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 442 მუხლს შორის არსებული ტექნიკური  ხარვეზის აღმოფხვრა. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის” შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით, რომლის მიხედვით "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 442მუხლით გათვალისწინებული ფარმაციის სფეროში არსებული სამართალდარღვევების ნაწილი გადატანილ იქნა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში, ხოლო ნაწილი დარჩა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”.

 კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება მოქმედი კანონის 374მუხლი, მას  ემატება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლში დარჩენილი მე-2 ქვეპუნქტი და შესაბამისად  ფარმაციის სფეროში სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ  «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» კანონში.

 კანონპროექტის თანახმად, სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

    კანონის მიღება  გარკვეულ გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის სახით გადახდილი თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში. ამასთან, ამ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და შესაბამისად გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე.

   კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭიროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტს ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას.

ო  ოთარ თოიძე

კ   კომიტეტის თავმჯდომარე

ს   სხდომის მდივანი:    ინგა ბიწაძე.