ოქმი N 66

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი N 66

 16  ივნისი  2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                          ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და 

 სოციალურ საკითხთა     

კომიტეტის წევრები                                      გ. მისაბიშვილი

                                                                           გ. გოდაბრელიძე

                                                                           ზ. გამცემლიძე

                                                                            კ. გეწაძე

                                                                            ა. ლეკაშვილი

                                                                            მ. სანებლიძე

 

სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 07-3/256, 08.04.10) –  III მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: ოთარ თოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2. საქართველოს კანონის პროექტის "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"  – III მოსმენით განხილვა. (07-2/124 25.11.2009)

მომხსენებელი: მიხეილ მჟავანაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2010 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  გასვლითი სხდომა მოაწყო ბათუმში.

 კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  

  1.    კომიტეტმა III მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.  კომიტეტმა III მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ელენე ჟორჟოლაძე