ოქმი #65

საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

 

კომიტეტის  სხდომის ოქმი #65

 

                                                         9 ივნისი   2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                         ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

 

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        მ. ანიკაშვილი,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  ზ. გამცემლიძე,

                                                  ჯ. ბაღათურია,

                                                  კ.  გეწაძე,

                                                  გ მისაბიშვილი,

                                                  კ. ოქრიაშვილი.

                                                  ს. ქიტიაშვილი.

  დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” ანგარიში

მომხსენებელიპაპაუნა პეტრიაშვილისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.)

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

(Mმომხსენებელიპაპუნა პეტრიაშვილისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)M

3. პალიატიური მზრუნველობის გეგმის პროექტის განხილვა.

   მომხსენებელიდიმა კორძაია _ პალიატიური ოფისის ხელმძღვანელი)

4. საორგანიზაციო საკითხები.

   სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ოთარ თოიძე. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პაპუნა პეტრიაშვილს. მან კომიტეტს წარუდგინა 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში  და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი  "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.”

    პაპუნა პეტრიაშვილი: 2009 წლის ეკონომიკურ განვითარებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე გავლენა მოახდინა 2008 წლიოს აგვისტოს ომმა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე რეალური გავრცელება დაიწყო 2008 წლის ნოემბრიდან და 2009 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა საშინაო პოლიტიკურმა სიტუაციამ. იმისათვის, რომ სახელმწიფოს უარი არ ეთქვა მის მიერ აღებულ ვალდებულებაზე, მათ შორის სოციალური კუთხითაც, მთავრობას მოუწია საგარეო დაფინანსების მოზიდვა. ეს პროცესი წარმატებით იქნა შესრულებული და ყველა ის ხარჯი და ყველა ის ღონისძიება, რომელი გაწერილი იყო 2009 წლის ბიუჯეტში მთლიანად იქნა დაფინანსებული.

მთლიანობაში ბიუჯეტის შემოსავლებმა და ხარჯებმა, შემოსულობებმა და გადასახდელებმა  ჯამში შეადგინა 6 მლრდ. 754 მლნ. ლარი. საიდანაც შიდა წყაროებზე მოდიოდა დაახლოები 80%-ის. ხოლო  23% მოდიოდა საგარეო წყაროებზე. დეფიციტმა შეადგინა 9,2 %. მშპ-სთან შედარებით, რაც მთლიანობაში მისაღები მაჩვენებელი იყო ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის. რაც შეეხება ხარჯებს, გეტყვით ძირითადი სფეროების მიხედვით; სოციალურ სფეროზე დაიხარჯა მილიარდ 20 მლნ. ლარი. გამოვყოფ რამდენიმე ღონისძიებას. ეს იყო ასაკის მიხედვით დანიშნული მინიმალური  პენსიის ზრდა. ეს ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 1 იანვრიდან. გაიზარდა ასევე შშმპ პირთა მინიმალური პენია. იგი გაუთანაბრდა ასაკით პენსიის მინიმალურ ზღვარს. გაიზარდა მეორე კატეგორიის შშმპ პირთა პენსიები 75 ლარამდე. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა 2009 წელს განათლების სფეროში. კერძოდ, საჯარო სკოლებში სკოლის მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა 2 ეტაპად; 1 იანვრიდან და 1 სექტემბრიდან, ჯამში მატებამ 80-დან 100 ლარამდე შეადგინა. ასევე გამოსაყოფია გასული წლის ხარჯებიდან ინფრასტრუქტურაზე დახარჯულ თანხები. მილიარდ ნახევარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის პროექტებზე. ეკონომიკური სტიმულირების პაკეტმა გაამართლა და 2009 წლის მე-4 კვარტლიდან დაიწყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება. 500 მილიონი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. 250 მილიონი იყო დონორების ფული, რომელიც მოხმარდა ავტობანის მშენებლობასა და სამცხე- ჯავახეთის გზების რეაბილიტაციას.

   2009 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ.

   კომიტეტის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა შშმპ პირებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა,  მარჩენალდაკარგულთა პენსიების მატებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კიდევ დარჩა გასაკეთებელი.

  პაპუნა პეტრიაშვილი: 2010 წლის სახელწიფო ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გათვალისწინებული იყო 2%-ის ფარგლებში. ოპონენტები ამბობდნენ რომ ეს იქნებოდა არარეალური იმ ფონზე, რომ 2009 წელი დამთავრდა 3 %-იანი ვარდნით. ჩვენ მოგვიწევდა ბიუჯეტის კორექტირება შემცირების კუთხით. ეს პროგნოზი არ გამართლდა. დღეს პირველი 5 თვის ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენ მოველოდით. ე-კური ზრდა უფრო მაღალია ვიდრე გთვალისწინებული იყო. წლის ბოლომდე ჩვენი პროგნოზით იქნება 4,5 %. ყოველივე ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ გადაგვეანგარიშებინა ბიუჯეტი ზრდის კუთხით. ახალი პროგნოზით საქართველოს შემოსავლები იქნება 150 მილიონით მეტი, ვიდრე იყო გათვალისწინებული. 70 მილოინი ლარით გაიზარდა

გრანტების მაჩვენებელი. ეს არის საბიუჯეტო გრანტები ევროკავშირის მიერ გამოყოფილი. მათ შორის არის დევნილთა სახლების მშენებლობისათვის. ეს პროგრამა დაიწყო გასულ წელს. მუნიციპალური განვითარევბის ფონდი ასრულებს ამ სამუშაოს. ევროკავშირის ექსპერტები ჩამოდიან და ამოწმებენ ამ შესრულებულ სამუშაოს, ხარჯთაღრიცხვებს. შარშან ამ მიმართულებით დაიხარჯა 70 მილიონი. წელსაც 10 მილიონი ევრო დევს ბიუჯეტში. კიდევ ემატება 10 მილიონო ევრო. დანაჩენი თანხა არის რეფორმაზე მიბმული გრანტები. ეს არის ევროკავშირისა და ევროკომისიის გრანტები, რომლებიც მიბმულია სხვადასხვა სფეროებში წარმატებით განხორციელებულ სფეროებზე. გრანტების მაჩვენებელი იზრდება 70 მილიონი ლარით. ამ ცვლილებების  შედეგად ბიუჯეტის საფინანსო შემოსავლები გაიზარდა დაახლოებით 215 მილიონი ლარით.

    რაც შეეხება ხარჯებს. ძირითადად 3 მიმართულევბაა. ძირითადია ინფრასტრუქტურის, სოციალური მიმართულება და სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ხარჯები. ინფრასტრუქტურაზე რეგიონული განვითარების ფონდი იზრდება დაახლოებით 80 მილიონი ლარით. ეს თანხა გამოეყოფა ადგილობრივი თვითმმართველობებს. მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას. ძირითადია გზების, წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. ეს პროექტები ხორციელდებოდა აქამდეც და გაგრძელდება წელსაც უფრო დიდი მოცულობით. მსხვილ ქალაქებში, ბათუმში. ფოთში, ქუთაისში მოხდება წყლის სისტემის რებილიტაცია. საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოიყოფა 40 მლნ. ლარი. მოხმარდება ლილოსა და ადლერის საბაჟო ტერმინალების სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს. ასევე ამ თანხით მოხდება სარფის საბაჟოს სრული რეაბილიტაცია. ეს მთლიანად მოხსნის საბაჟოზე არსებულ პრობლემებს. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის გამოიყოფა 20 მლნ. ლარი. ამ პროექტის დიდ ნაწილს აფინანსებს დონორი ორგანიზაციები.  ხაზის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. პენიტენციალურ სისტემაზე გამოიყოფა 9მლნ. 400 ათასი ლარი. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, თანხები გამოიყოფა დევნილთა სახლების მშენებლობისათვის. დაახლოებით 25 მილიონი ლარი მოხმარდება დასავლეთ  საქართველოში სახლების მშენებლობას.  დევნილთა სამინისტროს ემატება 12 მილიონი ლარი რომელიც მოხმარდება კომპაქტურად ჩასახლებული დევნილთა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას. ერთჯერადი კომპენსაციები გაიცემა იმ დევნილებზე, რომელთაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე.  ჯამში თითოეული ოჯახი  მიიღებს დაახლოებით 10 000 დოლარს.  თანხები გამოიყოფა სტიქიური უბედურებების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. 9მლნ. ლარი მოხმარდება რაჭის მიწისძვრის სტიქიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაციას. 6მლნ. ლარი გამოიყოფა მიმდინარე წლის 1 ნახევარში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მარტი- აპრილის თვეში ბევრი სტიქიური მოვლენა მოხდა, განსაკუთრებით, წყალდიდობა  კახეთში, ქარიშხალი დასავლეთ საქართველოში და ა.შ.შ.

  მოხსენების შემდეგ კითხვები დასვეს დეპუტატებმა: ჯონდი ბაღათურიამ, მაგდა ანიკაშვილმა, გურამ მისაბიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ.

 ჯონდი ბაღათურიაკარგია ბიუჯეტის ზრდა, მაგრამ ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე რის ხარჯზე ხდება ბიუჯეტის ზრდა. ჯერ ვილაპარაკებ საშემოსავლო, შემდეგ ხარჯვით  ნაწილზე. მივესალმები დევნილთა პრობლემების გადაჭრას, რაჭველების დახმარებას. საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა საგადასახადო ბაზის ზრდის მიხედვით, თუ ინფლაციის ხარჯზე? ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია ფასების ზრდა. შესაბამისად გაიზარდა დასაბეგრი ბაზა. ეკონომიკის ზრდა რომ ყოფილიყო, ეს საგრძნობი უნდა ყოფილიყო  არა მხოლოდ ფინანსთა სამინიოსტროსათვის, არამედ ასევე მოსახლეობისათვის, შესაბამისად უნდა გაჩენილიყო სამუშაო ადგილები. საგადასახადო შემოსავლები  იზრდება იმ ოდენობით, როგორც დაეცა ლარის კურსი. შესამამისად ზრდა არის ყალბი და მოსახლეობის  სოციალური სიდუხჭირის დამძიმების ხარჯზე. პირველადი მოხმარების საგნები გაძვირდა, უბრალოდ ცხოვრება გაძვირდა. თქვენ ცდილობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სულ არ ცდილობთ, რომ ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა. ერთობლივი შიდა პროდუქტი შევქმნათ არა მომსახურების, არამედ წარმოების ხარჯზე. არა მგონია, რომ ჩვენ ჰავაის კუნძულებს ვაჯობოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა. ახლა რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს მივესალმები ლტოლვილებისათვის დახმარებას. რაც შეეხება ინფრასტრუქურის განვითარებას პენიტენციალურ სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  2012 წლამდე ვუზრუნველყოთ ხანგრძლივი პირადი პაემნებით პატიმრები თვეში სამი დღით. უნდა მოეწყოს სასტუმრო, სადაც შეხვდებიან ოჯახის წევრები ერთმანეთს.

   ცუდია, რომ არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი ჯანდაცვისა და სოციალური სამინისტროს ანგარიშზე. ვიცი რომ რეფერალური პროგრამა შეჩერებულია. ამბობენ, რომ კომისია სექტემბრამდე აღარ შეიკრიბება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი ადამიანისათვის. რეფელარეული პროგრამისავის აუცილებელია 3 მლნ. ლარი. კარგია ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს ყველაფერი თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს. თუ ხალხი დაიხოცა რად გვინდა ინფრასტრუქტურა.

   გურამ მისაბიშვილმა დასვა კითხვა რამდენად დაეხმარება ბიუჯეტი აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ სენაკელებს და აღნიშნა, რომ ერთად ერთი რაიონია სენაკი, რომელსაც დსახმარება არ მიუღია. AMსაუბარია 170000 ლარზე.

   მაგდა ანიკაშვილიდასაზუტებელია რომელი სახლების ასაშენებლად იხარჯება ეს თანხები. საუბარია გარემონტებაზე, თუ ახალი სახლების აშენებაზე.  ეს პრობლემა სრულად გვარდება, თუ მაინც რჩება რამე მოსაგვარებელი. რაც შეეხება ჯანდაცვას, შემოთავაზებული ციფრები იმაზე  მეტყველებს რომ, ეს სფერო არ არის პრიორიტეტული. ყველაზე მწვავე დღეს არის ონკოლოგია, ასობით ადამიანი უშედეგოდ ელოდება, რომ რაიმე პასუხს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროსაგან. იგივე მდგომარეობაა კარდიოქირურგიაში. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.  დიალიზის პროგრამაც დეფიციტურია, მიუხედავად იმისა რომ ამ პროგრამას თანხები დაემატა. რაც შეეხება რეფერალურ პროგრამას, როგორც სამინისტროდან მაცნობეს 18 მილიონი იყო გამოყოფილი და დღესდღეობით დახარჯულია 10 მილიონი ლარი. თუ არის შესაძლებლობა იქნებ განახლდეს ეს პროგრამა. ან იქნებ დროულად გაეცეს პასუხი მოქალაქეებს, რომ უარის შემთხვევაში   მათ სხვა დაფინანსება მოიძიონ. სამინისტროში არის უამრავი განცხადება, რომელსაც პასუხი არ ეცემა. პირველ რიგში მათ უნდა დავეხმაროთ ვისაც მეტად უჭირს.

  პაპუნა პეტრიაშვილილარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ხარჯვით ნაწილში საგარეო მომსახურების თანხას ვიხდით დოლარებში. ლარის კურსი ერთნაირად აისახება როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯვით ნაწილში რაც შეეხება ციხეების მშენებლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს თავისი  გეგმა ციხეების მშენელობის ციხეების რეაბილიტაციის და ამ გეგმის მიხედვით თანხას ვაძლევთ ბიუჯეტიდან.

   ოთარ თოიძევეთანხმები კოლეგებს მედიცინას სჭირდება ფული. მაღალ მედიცინას, დიდი ფული. იგივე დებატები გვქონდა მაშინ როდესაც საუბარი იყო კარდიოქირურგიზე.დადგა პრობლემა, მოინახა, გადაიჭრა, ახლა ვამბობ, რომ კარდიოქირურგიას თანხები არ ყოფნის. ჩვენ სულ ვიქნებით დაწევის რეჟიმში  კარდიოქირურგიაში ალბათ უახლოსი 10 წელი მოსახლეობის სრული დაკმაყოფილების საშუალება არ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ის სერვისებიც არ გვაქვს ბოლომდე  განვითარებული, რომელიც საჭიროა ამ დაავედების დაძლევისათვის. არ ვართ მისული იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებებამდე, როგორიცაა  ჰიპერტენზიის მკურნალობა, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და ა.შ.შ. მოსალოდნელია კარდიოქირურგიული პაციენტი მეტი გვყავდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებში იქნება. ჩვენ ზღვარი დავწიეთ,ოპერაციების სპეციფიკა შეიცვალა. 10 წლიანი ზღვარის დაწევა ხომ არ შექმნის პრობლემას დაფინანსების კუთხით.

ალბათ პრობლემა შეიქმნება. შემდგომი მატებისას აუცილებლად უნდა დადგეს თანხის გაზრდის საკითხი. გაიჟღერა დიალიზის თემამ. მე რამდენადაც ვიცი არ არის კლება. პრობლემურია, ის რომ არ არის გათვალისწინებული წლიური მატება. წელიწადში 100-120 ადამიანი ხდება ბენეფიციარი. 20-30 ადამიანი იღუპება წლის განმავლობაში. ახლა დიალიზის პროგრამაში არის 960 ადამიანი.

 რომ არა ეს პროგრამა უკვე ყველა მათგანი დაღუპული იქნებოდნენ. ეს რა თქმა უნდა მიღწევაა ქვეყნისათვის. დღეს ლაპარაკია 100 ადამიანის დამატებაზე. შედეგი საკიხია კოხლიარული იმპლანტების საკითხი. ჩვენ გვყავს 6 თუ 7 ბავშვი. ^თუ მათ არ გაუკეთადათ იმპლანტატი, ისინი სამუდამოდ დაყრუვდებიან.

დღისათვის არის 80 ბავშვი. ჩვენ გვაქვს სკრინინგის პროგრამა. თუ მათ დროულ დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ, მაშინ სკრინინგის პრორამა რათ გვინადა. სხვა ქვეყნებთან შედარებით ოპერაცია ჩვენთან იაფია, იმპლანტიც იაფად შემოდის და არის დარგის განვითარების კარგი პერსპექტივა. საქართველოში შობადობამ მოიმატა, თუ ამ ტემპით გაიზარდა  შესაძლოა დეფიციტი გაჩნდეს  სამეანო მომსახურების პროგრამაში  2-3 თვეში.

  კომიტეტის სხდიომაზე დასმულ კითხვებს   პასუხი გასცა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილებ ბატონმა კოკა ფრუიძემ.

  კოკა ფრუიძეჩვენ კარგად ვიცით რაც არის დაგეგმილი. მთავარია რა არის პრიორიტეტი. ვინც არის ჩახედული დიალიზის პროგრამაში კარგად იცის, რომ ყოველწლიური მატება იქნება 200 ადამიანით. ერთი ადამიანის წელიწადში მომსახურეობა ღირს 15 000 ლარი. სიკვდილიანობა მკვეთრად კლებულობს და ძალიან კარგია. თირკმლის გადანერგვა წელიწადში კეთდება მხოლოდ 12, რადგან დონორები არ არიან. წელიწადში დაახლოებით 200 პაციენტი არის დასამატებელი. რაც შეეხება ჩ ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს წელიწადში არის საჭირო 2მლრ. 600 მილიონი ლარი. ეს არის მინიმუმი. ყველა რომ მოვიცვათ. ძნელია კრიტერიუმების განსაზღვრა. ავადმყოფი არის ავადმყოფი გამორჩევა ძნელია, ვის უნდა დაეხმარო და ვის არა. რაც შეეხება კარდიოქირურგიას, ჩვენ ვიცით რა მოცულობაა ყოველწლიურად საჭირო. პრიორიტეტი უნდა მივცეთ დაზღვევას. დღეს დაზღვეულია 1600000 ადამიანი, შემოღებულია ხელმისაწვდომი დაზღვევა, რომლიც რისკებს ფარავს, სამწუხაროდ არ ხდება ამის პოპულარიზაცია. სამწუხაროდ, არ გვაქვს გაცხადებული, რომ აქეთ უნდა წავიდეთ. ის რეფერალური პროგრამა რასაც ჩვენ ვამბობთ, სინამდვილეში არ არის რეფერალური პროგრამა. ეს არის დახმარების პროგრამა. ის რაც უნდა აკეთოს, იაფიანმა ხელმისაწვდომმა დაზღვევამ.

   დროა ვილაპარაკოთ პროფილაქტიკაზე. ერთი სეანსი ინკოლოგიური პაციენტის ქიმიოთერაპიული კურსისა დაახლოებით 14-16 000 ლარი ჯდება წელიწადში. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის დეფიციტური იქნება ბიუჯეტისათვის. უნდა ვეცადოთ სიმძიმე ბიუჯეტს მოცილდეს და გადავიტანოთ დაზღვევაზე.

   სხდომის დასასრულს დიმა კორძაიამ კომიტეტს წარუდგინა პალიატიური მზრუნველობის სამოქმედო გეგმა და კომიტეტს სთხოვა აღნიშნული დოკუმენტი გადაეგზავნოს შესაბამის ექსპერტებს ანალიზისათვის.

   სხდომის დასასრულს  კომიტეტმა ერთხმად მიიღო შემდეგი

             

 

კომიტეტმა განიხილა, რა საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”.  მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით მიღებული საფინანსო რესურსებით სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების დაფინანსებას, განსაკუთრებით – იმ პროექტებს, რომლებიც მიმართულია დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის – სახლების მშენებლობას, დევნილთა ობიექტების რეაბილიტაციას, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის დაფინანსებას, რაც გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ წარმოდგენილ კანონპროექტში, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულ იქნას მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამის დაფინანსების ზრდა.

აღინიშნა, რომ შობადობის დღეისათვის დაფიქსირებული მკვეთრი ზრდის ტემპის გამო შესაძლებელია, რომ 2010 წლის ბიუჯეტის კანონში სამეანო მომსახურების პროგრამის სრულყოფილი განხორცილებასათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრები არასაკმარისი აღმოჩნდეს რის გამოც აუცილებელი იქნება შესაბამისი კორექტირება.

2010 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით გულის ქირურგიის პროგრამის ბენეფიციართა ასაკობრივი ზღვარის 50 წლამდე შემცირდა, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს მათი რაოდენობის მნიშნელოვან მატებას, და დაფინანსების ზრდას მოითხოვს. მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე აღმოჩნდა ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა: – სამწუხაროდ, პაციენტთა რაოდენობის მატების გამო, 108 ადამიანი აღმოჩნდა საჭირო ჰემოდიალიზისა და პერიტრონეალური დიალიზის გარეშე; 5-თვიანი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეადგენს 847 595 ლარს.

    მძიმე მდგომარეობაა (კოხლეარული იმპლანტი პროგრამის საკითხვებში) დღეისათვის იმპლანტატის მომლოდინე 80 ბავშვია, აქედან 20 საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანს სამუდამო სიყრუე, მუტიზმი და ინვალიდობა ემუქრება. კომიტეტის თხოვნაა წლის განმავლობაში ამ ბავშვებისათვის პროგრამა გაიზარდოს 600 000 ლარით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოთავაზებული რეკომანდაციების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules