| ოქმი #62 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #62
30 აპრილი 2010 წელი
სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე
ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი გ. გოდაბრელიძე მ. ანიკაშვილი ჯ. ბაღათურია ზ. გამცემლიძე ა. ლეკაშვილი
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა
მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის მოსახსენებლად სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით ლომიძეს. დ. ლომიძე – კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება მოქმედი კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "კ” ქვეპუნქტი: "სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირებისა)”. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი სხდომის მდივანი |






