ოქმი #60

საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

                                  ოქმი #60

 

                                                 22 აპრილი 2010 წელი

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                              ოთარ თოიძე

  

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:

                 გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 მ. ანიკაშვილი

                 კ. ოქრიაშვილი

                 კ. კურდღელაშვილი

                 ა. ლეკაშვილი

                 ს. ქიტიაშვილი                                

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მეორე მოსმენით განხილვა

                     

მომხსენებელისაქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე

                     

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის მოსახსენებლად სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ ფრუიძეს.

ფრუიძე – კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირების სოციალური დაცვის ხელშეწყობას და ამ პირების სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით უზრუნველყოფას. ახალი რედაქციით ყალიბდება მოქმედი კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "კ” ქვეპუნქტი:  "სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირებისა)”. კანონის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2010 წლის 1 ივნისი

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი