ოქმი #58

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის  სხდომის ოქმი #58

                                                         25  მარტი  2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                         ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        მ. ანიკაშვილი,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  გ. მისაბიშვილი,

                                                  გ. გოგუაძე,

                                                  კ. ოქრიაშვილი,

                                                  ჯ. ბაღათურია.

                                                  ზ. გამცემლიძე.

                                                                                 დღის წესრიგი

ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ.

მომხსენებელი: ანდრია ურუშაძე

     სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი

     კომიტეტის სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე.

     ოთარ თოიძე: ქრისტიან-დემოკრატების თხოვნით მოხდა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა. სააგენტომ ამ საკითხზე  მუშაობა ჯერ კიდევ  2003-2004 წლებში დაიწყო.  2008 წელს შეივსო მონაცემთა ბაზა. 2009 წლიდან დაიწყო ხარვეზების გამოვლენა, შეფასება, კრიტიკული  ანალიზი. წარმოდგენილია შეფასების მათემატიკური მოდელის სამი ვარიანტი. Lლაპარაკი იყო მთლიანი ბაზის ადმინისტრირებაზე. Aსოციალური მუშაკის შეფასებაში ჩართული უნდა იყოს მეზობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. გვესმის რომ ერთდოულად ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. Kკომიტეტის ისედაც აპირებდა საზედამხედველო კუთხით ამ საკითხის განხილვას. სასურველია ბაზაში მყოფი უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. სიღარიბესთან ბრძოლა წარმოადგენ ქვეყნის ძირითად სოციალურ  მიმართულებას.

     სხდომის გახსნის შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ბატონ  ანდრია ურუშაძეს. Mმან კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ.

 M(მასალა თან ერთვის).

    Aანდრია ურუშაძემოგახსენებთ რა იცვლება. შეცდომების გათვალისწინებით ხდება ცვლილება. Oობიექტური კვლევები ტარდებოდა 2-3 წლის მანძილზე. 2004 წელს დაიწყო ამაზე საუბარი. დღეის მონაცემებით 9,6% -10% იღებს ფულად დახმარებას. 15% იღებს სამედიცინო  დახმარებას. ბევრმა საერთაშორისო  და სახელმწიფო ორგანიზაციამ  გამოიყენა ბაზა დახმარებისათვის. სასამართლომ ბაზაში არსებულ ბენეფიციარებს  მისცა უფასო ადვოკატი და გაათავისუფლა სასამართლოს ბაჟის გადახდისაგან. ასევე, გათავისუფლდნენ კომუნალური გადასახადისაგან. Bბაზა მუდმივად იცვლება. ზოგი ოჯახი 2008 წლის შემდეგ დაემატა. ბევრმა მათგანმა სიღარიბეს თავი დააღწია. ამ პროგრამის ეფექტურობა დამოკიდებულია სიღარიბის მაჩვენებელზე. იუნისეფ-ის გამოკვლევებით, რომ არ ყოფილიყო ეს პროგრამა სიღარიბე, სიღატაკე ქვეყანაში ბევრად მეტი იქნებოდა. Kკვლევები ჩატარდა სამეგრელოში, აჭარაში. გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობა. Aადგილობრივი მმართველობა დაეხმარა მეტი ოჯახი ჩართულიყო ამ პროგრამაში. Bბაზა მთლიანად ჩანაცვლდება 2010  წლის 1 ივნისიდან.  თუ ოჯახში არის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისას ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა ექნება. მაცივრებთან და ფარდებთან დაკავშირებული "ყბადაღებული” თემა მოიხსნება. მნიშვნელობა არა ყოველდღიური მოხმარების საგნებს, არამედ ისეთ საგნებს მიექცევა როგორებიც არის ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმურ-ეკრანიანი ტელევიზორი, მუსიკალური სისტემა, ინდივიდუალური გათბობის სისტემა, კომპიუტერი და სხვა. ამასთან, გათვალისწინებული იქნება არის თუ არა ესა თუ ის ნივთი იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება მიზნად არ ისახავს ბაზის გაზრდას. არამედ, იგი ტარდება შეფასების სრულყოფის მიზნით და ამას, შესაძლოა,  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც კი მოჰყვეს. ყველაფერი მოხდება ადგილობრივ დონეზე. Yყველა რაიონში იქნება ადამიანი რომელიც ადგილზე შეიყვანს დეკლარაციას. შემოტანილია 3 თვიანი პერიოდი. ახალ დეკლარაციაში გათვალისწინებული იქნება ოჯახის სუბიექტური  შეფასება 9 ბალიანი შკალის გამოყენებით:

 2. უკიდურესად ღატაკი;

 3. უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის;

 4. ღატაკი;

 5. ღატაკსა და ღარიბს შორის:

 6. ღარიბი;

 7. ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის;

 8.საშუალო შეძლების;

 9. საშუალო და საშუალოზე მაღალი შეძლებას შორის;

 10. საშუალოზე მაღალი შეძლების.

    კონტროლის სამსახურის თანამშრომელის სავალდებულო ვიზიტი თუ დაფიქსირებულია სოცაგენტის სუბიექტური შეფასება-”(2) უკიდურესად ღატაკი” და სარეიტინგო ქულა არ არის ფულადი სარგებლის მიღებისათვის საკმარისი,

კონტროლის სამსახურის თანამშრომელი სწავლობს ოჯახის მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობა (სოფლის რწმუნებული) უნდა ადასტურებდნენ ოჯახის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. მხოლოდ ამ დასკვნის საფუძველზე ოჯახს ენიჭება შეფასება "1” ( უკიდურესად მძიმე). რაც თითქმის 100%-ით უზრუნველყოფს ოჯახის მიერ დახმარების მიღებას.

   შემუშავდა დამატებითი ინდიკატორები სიღარიბის შესაფასებლად. დეკლარაციაში დაემატება: ფლობს თუ არა პირი ძირითადი საცხოვრებელის გარდა სხვა საცხოვრებელს; საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის სხვა უძრავი ქონება თუ არა. მაგ. ავტოფარეხი, მარანი, დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებნობა, სამეურნეო ნაგებობები, სარდაფი, კომერციული ფართი. 

    რაც შეეხება  დაბადებას და გარდაცვალებას, თუ ოჯახის ახალი წევრი დაიბადება, მაშინ შეიძლება მოხდეს თანხის გადაანგარიშება. ბავშვი დაბადების დღიდან იქნება დაზღვეული.

    რა თქმა უნდა, ამ პროგრამით ბოლომდე კმაყოფილი არავინ არის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია,  პროგრამამ ბევრი ადამიანი შიმშილს გადაარჩინა. Mმთელი თანხა ძირითადად  მიდის პროდუქტების შესაძენად. იმ ოჯახებს სადაც ბავშვები ყავთ,  მნიშვნელოვანია კვება და განათლება. შარშან განათლების სამინისტრომ ყველა სოციალურად დაუცველ ბავშვს წიგნებისათვის და ტანსაცმელისათვის გადასცა 100 ლარი.

    მოხსენებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა: გიორგი წერეთელმა, მაგდა ანიკაშვილმა, ჯონდი ბაღათურიამ, ზაალ გამცემლიძემ.

   კომიტეტმა ძირითადად მოიწონა აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობა.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი ინგა ბიწაძე.